ვარდისფერი ჟერო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვარდისფერი ჟერო

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Platalea ajaja Linnaeus, 1758
სინონიმები
  • Ajaia ajaja (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22697574

ვარდისფერი ჟერო[1] (ლათ. Platalea ajaja) — ფრინველი ყარყატისნაირთა რიგისა.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარდისფერი ჟერო საკმაოდ დიდი ზომის ფრინველია, მისი სხეულის სიგრძეა 86 სმ, ფრთების შლილი 120-133 სმ, ხოლო სხეულის მასა 1,2-1,8 კგ.[2] ბუმბული ღია ვარდისფერი აქვს, მკერდის და ფრთების ნაწილი ღია წითელი, კისერი თეთრი, ხოლო თავი და ნისკარტი, რომელსაც კოვზისებური ფორმა აქვს — შავი.

გამრავლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარდისფერი ჟეროები ბინადრობენ დიდ კოლონიებად და დაკავებულნი არიან ბარტყებზე ზრუნვით. მათი ბუდის სიმაღლე 30 სმ-მდეა, სადაც დედალი 3-5 კვერცხს დებს. ინკუბაცია 21 დღე-ღამე გრძელდება. ბარტყებს თავიდან მშობლები კვებავენ მონელებული საკვებით, სანამ შეძლებენ ნისკარტიდან ჭამას. რვა კვირის შემდეგ ისინი დამოუკიდებლები ხდებიან და ფრენას სწავლობენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Бёме Р. Л., Флинт В. Е. Пятиязычный словарь названий животных. Птицы. Латинский, русский, английский, немецкий, французский / Под общ. ред. акад. В. Е. Соколова. — М.: Рус. яз., «РУССО», 1994. — С. 28. — 2030 экз. — ISBN 5-200-00643-0.
  2. "Roseate Spoonbill".