პუერტო-რიკოს გეოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პუერტო-რიკო
მშობ. სახელი: Borinquen
მეტსახელი: Isla del Encanto (მოჯადოებული კუნძული)
La Perla del Mar (ზღვის მარგალიტი)

პუერტო-რიკოს გამოსახულება სატელიტიდან
გეოგრაფია
მდებარეობა კარიბის ზღვა
კოორდინატები 18°15′ ჩ. გ. 66°30′ დ. გ. / 18.250° ჩ. გ. 66.500° დ. გ. / 18.250; -66.500
კუნძულთა რაოდენობა 5
მთავარი კუნძული პუერტო-რიკო
ვიეკესი
კულებრა
ფართობი 9 104 კმ²
სიგრძე 170 კმ
სიგანე 60 კმ
სანაპიროს სიგრძე 501 კმ
უმაღლესი წერტილი 1 338 მ
სერო-დე-პუნტა
დემოგრაფია
მოსახლეობა 3 285 874 ადამიანი (2020)
სიმჭიდროვე 360.93 /კმ²

პუერტო-რიკოს გეოგრაფია მოიცავს არქიპელაგს კარიბის ზღვასა და ჩრდილო ატლანტის ოკეანეს შორის, დომინიკელთა რესპუბლიკის აღმოსავლეთით და ვირჯინის კუნძულების დასავლეთით. მთავარი კუნძული, პუერტო-რიკო, დიდი ანტილის კუნძულების ყველაზე პატარა და ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე კუნძულია. კუნძულის ფართობი 8 710 კმ²-ია. იგი აშშ-ის მესამე უდიდესი კუნძულია, ხოლო მსოფლიო მასშტაბით 82-ე ადგილზეა ფართობის მიხედვით. არქიპელაგის დანარჩენ ნაწილს პატარა კუნძულები: ვიეკესი, კულებრა, მონა, დესეჩეო და კახა-დე-მუერტოსი შეადგენენ, რომელთაგანაც მთელი წლის მანძილზე მხოლოდ კულებრაა დასახლებული. წლის განმავლობაში მონა დაუსახლებელია და მხოლოდ პუერტო-რიკოს ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის დასაქმებულები სახლობენ.

მთავარი კუნძული აღმოსავლეთიდან დასავლეთით 96 საზღვაო მილსა და ჩრდილოეთიდან სამხრეთით 35 საზღვაო მილზეა გადაჭიმული. ფართობით აღემატება როდ-აილენდს და ჩამორჩება კონექტიკუტის შტატს. მეტწილად მთიანი კუნძულია. დიდი სანაპირო ტერიტორიები ჩრდილოეთ და სამხრეთ რეგიონებშია. მთავარ ქედს ცენტრალური ქედი (ესპ. Cordillera Central; ინგლ. Central Mountain Range) ჰქვია. უმაღლესი წერტილი, სერო-დე-პუნტა, ზღვის დონიდან 1 338 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მნიშვნელოვანი მწვერვალი ელ-იუნკე, რომელიც სიერა-დე-ლუკილიოზე, ელ-იუნკეს ეროვნულ ტყეში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1 065 მეტრის მანძილზე. დედაქალაქი სან-ხუანი კუნძულის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს.

ფიზიკური გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პუერტო-რიკოს არქიპელაგი კარიბის ზღვასა და ჩრდილო ატლანტის ოკეანეს შორის, დომინიკელთა რესპუბლიკის აღმოსავლეთით და ვირჯინის კუნძულების დასავლეთით. მთავარი კუნძულის ტოპოგრაფია სამ ძირითად რეგიონს მოიცავს: მთიან რეგიონს, რომელიც მოიცავს ცენტრალური ქედი, სიერა-დე-ლუკილიო და სიერა-დე-კაიეი; სანაპირო ვაკეები და ჩრდილოეთ კარსტული რეგიონი. ცენტრალური ქედი მთელ კუნძულზეა გადაჭიმული და მას ჩრდილოეთ და სამხრეთ რეგიონებად ყოფს. მთებს კუნძულის დაახლოებით 60% უკავია.

პუერტო-რიკოს აღმოსავლეთით, ვიეკესის ჩრდილოეთით და ვირჯინის კუნძულების დასავლეთით კულებრის არქიპელაგი მდებარეობს, რომელიც მთავარ კუნძულ კულებრასა და 28 პატარა დაუსახლებელ კუნძულს მოიცავს.[1]

პოლიტიკური გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პუერტო-რიკოს მუნიციპალიტეტები 2009 წლისთვის

პუერტო-რიკო აშშ-ის ტერიტორიაა და აშშ-ის მთავრობის დადგენილებით, პირველი დონის ადმინისტრაციული დანაყოფები არ აქვს. მეორე დონის ადმინისტრაციული დანაყოფები მუნიციპალიტეტებია, რომლებიც თავის მხრივ ბარიოებად, ეს უკანასკნელები კი სექტორებად იყოფა. ყოველ მუნიციპალიტეტს 4 წლით არჩეული მერი და მუნიციპალური საკანონმდებლო ორგანო ჰყავს.

პუერტო-რიკოს პირველი მუნიციპალიტეტი, სან-ხუანი, 1521 წელს დაფუძნდა. XVI საუკუნეში კიდევ ორი მუნიციპალიტეტი დაარსდა: კოამო (1570) და სან-ხერმანი. XVII საუკუნეში კიდევ 3 მუნიციპალიტეტი შეიქმნა: არეკიბო (1614), აგვადა (1692) და პონსე (1692). XVIII საუკუნეში კიდევ 30 მუნიციპალიტეტი, ხოლო XIX საუკუნეში 34 მუნიციპალიტეტი დაარსდა. XX საუკუნეში კიდევ 6 მუნიციპალიტეტი შეიქმნა, რომელთაგან ბოლო, ფლორიდა, 1971 წელს დაარსდა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ISLAND, county CULEBRA, state PR. Lat-Long.com. ციტირების თარიღი: July 13, 2006
  2. LinktoPR.com – Fundación de los Pueblos. დაარქივებული September 28, 2011, საიტზე Wayback Machine.