პორფირიონი
იერსახე
პორფირიონი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Porphyrio porphyrio | ||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||
![]() IUCN 3.1 Least Concern : 22692792 | ||||||||||||
|
პორფირიონი, ხონთქრის ქათამი (ლათ. Porphyrio porphyrio) — ლაინასებრთა ოჯახის ფრინველი. გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, სამხრეთ აზიაში, აფრიკაში, ავსტრალიასა და დასავლეთ პოლინეზიაში, აღმოსავლეთ დაღესტანსა და აზერბაიჯანში, სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქმენეთში. წინათ საქართველოში გვხვდებოდა ჯანდარისა და კუმისის ტბებზე. პორფირიონი ბინადრობს ზღვებისა და მტკნარი წყალსატევების პირას, ხშირ ლერწამ-ლელქაშში, ბუდეს იკეთებს მიწაზე. მისი სხეულის სიგრძე 45 სმ აღწევს. ცხოვრობენ წყვილებად, აპრილში დედალი დებს 5-7 (ჩვეულებრივ 3-5) კვერცხს, კრუხობს ორივე მშობელი 22-25 დღე-ღამეს. იკვებება მცენარეული საკვებით, უმნიშვნელო რაოდენობით მწერებით. მეტად იშვიათად ჭამს ბაყაყს, ფრინველის მართვეს. შეტანილია „წითელ წიგნში“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 171.