ლაინასებრნი (ლათ.Rallidae) — ფრინველთა ოჯახი წეროსნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 16-63 სმ აღწევს, მასა მერყეობს 30 გ-იდან (პაწაწა ქათამურა) 3,2 კმ-მდე (ნოტორნისი). ფართოდ არიან გავრცელებული ტრიპიკულ და ზომიერ სარტყლებში. ბინადრობენ გაბარდულ წყალსატევებში, ნესტიან მინდვრებზე. ცუდად ფრენენ (ზოგი სულ ვერ ფრენა). მონოგამებია. ბუდეს იკეთებენ მიწაზე, იშვიათად წყალზე. იკვებებიან მცენარეული და ცხოველური საკვებით. ცნობილია ლაინასებრთა 119 სახეობა, რომლებიც გაერთიანებულია 51 გვარში. მათგან ყოფილ სსრკ-ში გვხვდება 7 გვარის 11 სახეობა, საქართველოში კი — 8. ამათგან მობუდარია ღალღა, მელოტა (რომელიც ზამთრობს კიდეც), წყლის ქათამი, ქათამურა. მიმოფრენია ლაინა, პატარა ქათამურა, პაწაწა ქათამურა. უწინ აქვე ბუდობდა ხონთქრის ქათამი, რომელიც ამჟამად აღარ გვხვდება. ზოგიერთ ლაინასებრს სარეწაო მნიშვნელობა აქვს.