პორტ-ჟანტილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
პორტ-ჟანტილი
ფრანგ. Port-Gentil
POG-From The Air.jpg
ქვეყანა გაბონის დროშა გაბონი
პროვინცია ოგოუე-მარიტიმი
კოორდინატები 0°43′00″ ს. გ. 8°47′00″ ა. გ. / 0.71667° ს. გ. 8.78333° ა. გ. / -0.71667; 8.78333
ცენტრის სიმაღლე 0[1]
მოსახლეობა 136 462 კაცი (2013)
სასაათო სარტყელი UTC+1
პორტ-ჟანტილი — გაბონი
პორტ-ჟანტილი

პორტ-ჟანტილი (ფრანგ. Port-Gentil) — მოსახლეობის რაოდენობის სიდიდით მეორე ქალაქი გაბონში, ოგოუე-მარიტიმის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. სახელი დაერქვა საფრანგეთის კოლონიალური ადმინისტრატორის და აფრიკის მკვლევარის ემილ ჟანტილის პატივსაცემად.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი აშენდა 1885 წელს დასახლება მონჯი-ორუნგუს ადგილას, როგორც საფრანგეთის სავაჭრო ფაქტორია.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუჩა პორტ-ჟანტილში

პორტ-ჟანტილი მდებარეობს გაბონის უკიდურეს დასავლეთში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, ლოპესის კონცხის მახლობლად. ქალაქი მდებარეობს დაახლოებით 144 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით ქვეყნის დედაქალაქ ლიბრევილიდან, 80 კმ-ით სამხრეთით ეკვატორიდან.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის კლიმატი ხასიათდება, როგორც სუბეკვატორული. ნალექების წლიური ნორმა შეადგენს 1953 მმ-ს, ამასთამ ნალექების თითქმის მთელი რაოდენობა მოდის ოქტომბრიდან მაისის ჩათვლით[2].

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1947 წელს პორტ-ჟანტილის მოსახლეობის რაოდენობა არ აღემატებოდა 4500 ადამიანს, 1960 წლისთვის ის გაიზარდა 21 000 ადამიანამდე. 2013 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 136 462 ადამიანს.[3][4]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტ-ჟანტილი — ქვეყნის ნავთობისა და ბუნებრივი აირის წარმოების ცენტრი და მსხვილი საზღვაო პორტია. დღეისათვის ქალაქი თევზჭერის და თევზის წარმოების მსხვილი ცენტრია, მისი პორტის საშუალებით ხორციელდება ყავის, კაკაოს და ტყის ექსპორტი. პორტ-ჟანტილში SOGARA-ს ფირმამ ააშენა ქვეყანაში ყველაზე დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ქალაქში ფუნქციონირებს ზოოპარკი, უკანასკნელ წლებში აშენდა თანამედროვე ოტელები, კაზინო, არსებობს მშვენიერი პლაჟები.

ცნობილი მაცხოვრებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]