ლოპესის კონცხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაბონის რუკა

ლოპესის კონცხი (ფრანგ. Cap Lopez) — 55 კმ-ის სიგრძის ნახევარკუნძული გაბონში. მდებარეობს ცენტრალური აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე, რომლის კოორდინატებია — სამხრეთის განედის 0° 38' და აღმოსავლეთის გრძედის 8° 42'. ის გამოჰყოფს გვინეის ყურეს ატლანტის ოკეანისაგან.[1] კონცხი მდებარეობს მდინარე ოგოუეს დელტაში, რომლის მახლობლად მდებარეობს ქალაქი პორტ-ჟანტილი. 1897 წლიდან კონცხზე ფუნქციონირებს შუქურა, თანამედროვე შენობა აშენდა 1911 წელს, მაგრამ რამდენიმე წლის განმავლობაში ის უყურადღებოდ არსებობდა და შესაძლებელია ეროზიისაგან დაინგრეს.[2]

თავისი სახელწოდება კონცხმა მიიღო პორტუგალიელი მკვლევარის ლოპეს გონსალვესის პატივსაცემად, რომელმაც კონცხს მიაღწია 1474 წელს. XVIII—XIX საუკუნეებში ლოპესის კონცხი იყო მონათა ვაჭრობის ერთ-ერთი ცენტრი. 1862 წელს, საფრანგეთის ადგილობრივი ტომების წარმომადგენლებთან შეთანხმების საფუძველზე, ლოპესის კონცხი გადავიდა საფრანგეთის სუვერენიტეტის ქვეშ. დღეისათვის კონცხი იმყოფება გაბონის პროვინცია ოგოუე-მარიტიმის შემადგენლობაში. აქ მდებარეობს ნავთობის ტერმინალი, რომელიც უზრუნველყოფს გაბონის ნავთობის მნიშვნელოვანი ნაწილის ექსპორტს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Limits of Oceans and Seas, 3rd edition. International Hydrographic Organization (1953). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 7 February 2010.
  2. Phare du Cap Lopez