ვერდიქტი (1982 წლის ფილმი)
იერსახე
| „ვერდიქტი“ | |
|---|---|
|
| |
| დამდგმელი რეჟისორი | სიდნი ლუმეტი |
| პროდიუსერი | დევიდ ბრაუნი, რიჩარდ დერილ ზანუკი |
| სცენარის ავტორი | დევიდ მემეტი |
| როლებში | შარლოტ რემპლინგი |
| ოპერატორი | ანდრეი ბარტოვიაკი |
| მონტაჟი | პიტერ ფრანკი |
| დისტრიბუტორი | 20th Century Fox |
| გამოსვლის თარიღი | 8 დეკემბერი, 1982 |
| ხანგრძლივობა | 129 წთ. |
| ქვეყანა | აშშ |
| ენა | ინგლისური |
| ბიუჯეტი | $ 16 მლნ |
| შემოსავალი | $ 53 977 250 |
ვერდიქტი (ინგლ. The Verdict) — სიდნი ლუმეტის 1982 წლის დრამა სასამართლოს შესახებ. წარუმატებელი ადვოკატი სასამართლოში იცავს პაციენტის ინტერესებს გავლენიანი ექიმებისა და საავადმყოფოს წინააღმდეგ, რომელიც ადგილობრივი ეპარქიის მფარველობის ქვეშაა. ფილმმა ოსკარის 5 ნომინაცია დაიმსახურა.
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პოლ ნიუმენი — ფრენკ გელვინი
- შარლოტ რემპლინგი — ლორა ფიშერი
- ჯეკ უორდენი — მიკი მორისეი
- ჯეიმზ მეისონი — ედ კონკანონი