ვარსქენ პიტიახში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარსქენ პიტიახშიარშუშას ძე, სპარსელი პრინცი, ქვემო ქართლის მმართველი V საუკუნის 60-80-იან წლებში. ჩანს, ქართლის ცენტრალური ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი, აღმავალი ფეოდალური ძალების ერთ-ერთი მეთაური იყო. ცდილობდა გამოეყენებინა გარეშე ძალაც — დამპყრობელი ირანელები. ამ მიზნით მიიღო ირანში სახელმწიფო სარწმუნოებად აღიარებული მაზდეანობა. ამიტომ ვახტანგ I გორგასალმა ირანის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო იმით, რომ მოაკვლევინა ვარსქენ პიტიახში (482).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]