ოსკარის 43-ე დაჯილდოების ცერემონია — საუკეთესო ფილმებისა და კინოხელოვანების რიგით 43-ე დაჯილდოება კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის პრემიით. ცერემონია გაიმართა 1971 წლის 15 აპრილს კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში და მასში მონაწილეობა მიიღეს 1970 წელს გამოსულმა ფილმებმა. ოსკარის დაჯილდოებას აშშ-ში გადასცემდა NBC. დაჯილდოებაზე ყველაზე მეტი, 7 ჯილდო მიიღო ფილმმა „პატონი“.