ოსკარის მე-4 დაჯილდოება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოსკარის მე-4 დაჯილდოება
თარიღი 10 ნოემბერი, 1931
ადგილი ბილტმორის სასტუმრო, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
მასპინძელი ლორენს გრანტი
მნიშვნელოვანი ფაქტები
საუკეთესო სურათი სიმარონი
ყველაზე მეტი ჯილდო სიმარონი (3)
ყველაზე მეტი ნომინაცია სიმარონი (7)
 < მე-3 ოსკარი მე-5 > 

ოსკარის მე-4 დაჯილდოების ცერემონია — საუკეთესო ფილმებისა და კინოხელოვანების მე-4 დაჯილდოება კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის პრემიით. ცერემონია გაიმართა 1931 წლის 10 ნოემბერს და მასში მონაწილეობა მიიღეს 1930 წლის 1 აგვისტოდან 1931 წლის 31 ივლისამდე გამოსულმა საუკეთესო ფილმებმა. დაჯილდოება გაიმართა ბილტმორის სასტუმროში, ლოს-ანჯელესი. შოუს უმასპინძლა ლორენს გრანტმა.

ცერემონიაზე აკადემიამ გასცა ჯილდოები 9 კატეგორიაში. აკადემიამ დააბრუნა ნომინაცია საუკეთესო ლიტერატურული წყაროსთვის, რომელიც პირველი დაჯილდოების შემდეგ პროგრამიდან ამოღებული იყო.

ყველაზე მეტი, 7 ნომინაცია დაიმსახურა ფილმმა სიმარონი, რითიც ნომინაციების რეკორდი მოსხნა. მანვე მიიღო საუკეთესო სურათის ჯილდო და მოხსნა ჯილდოების რეკორდი 3 მიღებული ოსკარით. ფილმი ასევე იყო პირველი და ერთადერთი ვესტერნი, რომელმაც საუკეთესო სურათის ნომინაცია, სანამ 59 წლის შემდეგ, 1990 წელს იგივე მგლებთან მოცეკვავემ არ გაიმეორა.

საუკეთესო მსახიობი კაცის კატეგორიაში ნომინირებული იყო ცხრა წლის ჯეკი კუპერი, პირველი ბავშვი ნომინანტი ოსკარის ისტორიაში. ის ყველაზე ახალგზარდა ნომინანტად რჩებოდა კიდევ თითქმის 50 წლის განმავლობაში. ცერემონიის დროს, კუპერს საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაზე ნომინირებული, მარი დრესლერი მხარზე ჩაეძინა.

გამარჯვებულები და ნომინანტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსკარის მე-4 დაჯილდოების გამარჯვებულები და ნომინანტები
საუკეთესო სურათი საუკეთესო რეჟისორი
საუკეთესო მსახიობი კაცი საუკეთესო მსახიობი ქალი
საუკეთესო ორიგინალური მოთხრობა საუკეთესო სცენარი
საუკეთესო ხმის ჩაწერა
საუკეთესო მხატვრული რეჟისურა საუკეთესო ოპერატურა

რამდენიმე ნომინაცია და ჯილდო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]