ოსკარის 82-ე დაჯილდოება
ოსკარის 82-ე დაჯილდოება | ||||
---|---|---|---|---|
![]() ოფიციალური პოსტერი | ||||
თარიღი | 7 მარტი, 2010 | |||
ადგილი | კოდაკის თეატრი, ჰოლივუდი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია | |||
მასპინძელი | ალეკ ბოლდუინი სტივ მარტინი[1] | |||
პრე-შოუ | ჯეს კეიგლი კეთი აირლანდი შერი შეფერდი[2] | |||
პროდიუსერი | ბილ მექანიკი ადამ შენკმენი[3] | |||
რეჟისორი | ჰემიშ ჰემილტონი[4] | |||
მნიშვნელოვანი ფაქტები | ||||
საუკეთესო სურათი | ქარიშხლის მბრძანებელი | |||
ყველაზე მეტი ჯილდო | ქარიშხლის მბრძანებელი (6) | |||
ყველაზე მეტი ნომინაცია | ავატარი და ქარიშხლის მბრძანებელი (9) | |||
ტელევიზია აშშ-ში | ||||
ტელეარხი | ABC | |||
ხანგრძლივობა | 3 საათი, 37 წუთი[5] | |||
აუდიტორია | 41.62 მილიონი 24.75 (Nielsen ratings)[6] | |||
|
ოსკარის 82-ე დაჯილდოების ცერემონია — საუკეთესო ფილმებისა და კინოხელოვანების რიგით 82-ე დაჯილდოება კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის პრემიით. ცერემონია გაიმართა 2010 წლის 7 მარტს და მასში მონაწილეობა მიიღეს 2009 წელს გამოსულმა საუკეთესო ფილმებმა. დაჯილდოება ჩვეულებისამებრ გაიმართა კოდაკის თეატრში, ჰოლივუდი, ლოს-ანჯელესი. ოსკარის დაჯილდოება როგორც წესი, თებერვალში იმართება, თუმცა იმ პერიოდში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიური თამაშების გამო 82-ე დაჯილდოებამ მარტის პირველ ნახევრისკენ გადაიწია.[7] ოსკარის დაჯილდოებას აშშ-ში გადასცემდა ABC. შოუს მასპინძლები იყვნენ ალეკ ბოლდუინი და სტივ მარტინი. მარტინი ამ ამპლუაში რიგით მესამედ მოგვევლინა. ის მასპინძლობდა 73-ე და 75-ე დაჯილდოებებსაც. ბოლდუინმა კი პირველად უმასპინძლა ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა 59-ე ცერემონიის შემდეგ, როდესაც დაჯილდოებას რამდენიმე მასპინძელი ჰყავდა.[8]
2009 წლის 24 ივნისს სიდ გენისმა პრეს-კონფერენციაზე გამოაცხადა, რომ 82-ე ცერემონიაზე საუკეთესო ფილმის კატეგორიისთვის 5-ის ნაცვლად 10 ნომინანტი იბრძოლებდა.[9] 20 თებერვალს, Beverly Wilshire Hotel-ში გაიმართა ცერემონია, სადაც გადაცემული იქნა აკადემიის ჯილდო ტექნიკური მიღწევებისთვის. შოუს უმასპინძლა ელიზაბეთ ბენკსმა.[10]
ყველაზე მეტი, ექვსი ჯილდო მიიღო „ქარიშხლის მბრძანებელმა“ საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო რეჟისორის ჩათვლით. ეს უკანასკნელი გადაეცა კეტრინ ბიგელოუს, რითიც ის გახდა მდედრობითი სქესის წარმომადგენელი პირველი ოსკაროსანი რეჟისორი.[11] ყველაზე მეტ ნომინაციაშიც, 9 ნომინაციით ასევე თავი ისახელა ქარიშხლის მბრძანებელმა, „ავატართან“ ერთად.
ნომინანტები და გამარჯვებულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2 თებერვალს Samuel Goldwyn Theater-ში, ბევერლი ჰილსი აკადემიის პრეზიდენტმა, ტომ შერაკმა და მსახიობმა ენ ჰეთეუეიმ წარადგინეს ოსკარის ნომინანტები 82-ე დაჯილდოებისთვის. 20 თებერვალს, Beverly Wilshire Hotel-ში გაიმართა ცერემონია, სადაც გადაცემული იქნა საპატიოს ჯილდოები სხვადასხვა მიღწევებისთვის. შოუს უმასპინძლა ელიზაბეთ ბენკსმა. შოუზე საპატიო ჯილდოებით დაჯილდოვდნენ ლორენ ბეკოლი, როჯერ კორმანი და გორდონ უილისი[12]. ირვინგ გ. თალბერგის მემორიალური ჯილდოთი დაჯილდოვდა ჯონ კალი[13]
ყველაზე მეტი, 9 ნომინაცია დაიმსახურეს ფილმებმა „ავატარი“ და „ქარიშხლის მბრძანებელი“. გამარჯვებულებს აკადემიის ჯილდო გადაეცათ 7 მარტს გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე.[14][15][16]
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]




საპატიო ოსკარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლორენ ბეკოლი, როჯერ კორმანი და გორდონ უილისი
ირვინ ტალბერგის სახელობის ჯილდო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯონ კელი
ნომინაციებისა და ჯილდოების რაოდენობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფილმები, რომლებიც წარდგენილები იყვნენ რამდენიმე ოსკარზე.
|
ფილმები, რომელთაც მიიღეს რამდენიმე ოსკარი.
|
Presenters and performers
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Ceremony information
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]In Memoriam
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საერთაშორისო ტრანსლაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Source:[17]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Finn, Natalie (November 3, 2009). „Alec Baldwin & Steve Martin Tapped for Oscar Duty“. E!. E! Online. ციტირების თარიღი: November 4, 2009.
- ↑ ABC announces Oscar pre-show hosts. USA Today. Gannett Company (March 1, 2010). ციტირების თარიღი: April 9, 2010.
- ↑ Bill Mechanic and Adam Shankman Named Oscar Telecast Producers. AMPAS. (AMPAS) (October 20, 2009). ციტირების თარიღი: October 20, 2009.
- ↑ Rebecca Paiement (November 19, 2009). „Hamish Hamilton to direct 82nd Academy Awards“. AOL. AOL Television. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 26, 2009. ციტირების თარიღი: November 23, 2009.
- ↑ Lowry, Brian. (March 9, 2010) The 82nd Annual Academy Awards. Reed Business Information. Variety. ციტირების თარიღი: March 9, 2010.
- ↑ Kissell, Rick. (March 9, 2010) FOX tops ABC's big week. Reed Business Information. Variety. ციტირების თარიღი: March 9, 2010.
- ↑ Hedley, Caroline. (March 26, 2009) Oscars ceremony moved to prevent clash with Winter Olympics. The Daily Telegraph. Telegraph Media Group. ციტირების თარიღი: March 13, 2010.
- ↑ Marc Graser. (November 3, 2009) Steve Martin and Alec Baldwin to Co-host the Oscars. RBI. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 17, 2012. ციტირების თარიღი: March 4, 2010.
- ↑ 82nd Academy Awards® to Feature 10 Best Picture Nominees. AMPAS. AMPAS (June 24, 2009). ციტირების თარიღი: April 9, 2010.
- ↑ Tom O'Neil (February 12, 2010). „Elizabeth Banks to emcee sci-tech Oscars“. Los Angeles Times. Tribune Company. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 17, 2010. ციტირების თარიღი: March 4, 2010.
- ↑ 'Hurt Locker' wins best picture. Los Angeles Times. Tribune Company (March 8, 2010). ციტირების თარიღი: May 6, 2010.
- ↑ Honorary Academy Awards - Oscar Statuette & Other Awards. AMPAS. AMPAS. ციტირების თარიღი: April 6, 2010.
- ↑ Irving G. Thalberg Memorial Award - Oscar Statuette & Other Awards. AMPAS. AMPAS. ციტირების თარიღი: April 6, 2010.
- ↑ Nominees & Winners for the 82nd Academy Awards. AMPAS. AMPAS. ციტირების თარიღი: March 11, 2010.
- ↑ „List of Academy Award nominations“. CNN. CNN.com. February 2, 2010. ციტირების თარიღი: February 3, 2010.
- ↑ Ditzian, Eric (March 8, 2010). „Oscar Night Belongs To 'The Hurt Locker'“. MTV (Viacom Media Networks). დაარქივებულია ორიგინალიდან — March 11, 2010. ციტირების თარიღი: March 8, 2010.
- ↑ International Broadcast. ABC. The Walt Disney Company. ციტირების თარიღი: February 27, 2010.