ოსკარის მე-2 დაჯილდოება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოსკარის მე-2 დაჯილდოება
თარიღი 3 აპრილი, 1930
ადგილი სასტუმრო ამბასადორი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
მასპინძელი უილიამ დე მილი
მნიშვნელოვანი ფაქტები
საუკეთესო სურათი ბროდვეის მელოდია
ყველაზე მეტი ჯილდო
ყველაზე მეტი ნომინაცია ძველ არიზონაში და პატრიოტი (5)
 < 1-ლი ოსკარი მე-3 > 

ოსკარის მე-2 დაჯილდოების ცერემონია — საუკეთესო ფილმებისა და კინოხელოვანების მე-2 დაჯილდოება კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის პრემიით. ცერემონია გაიმართა 1930 წლის 3 აპრილს და მასში მონაწილეობა მიიღეს 1928 წლის 1 აგვისსტოდან და 1929 წლის 31 ივლისამდე გამოსულმა საუკეთესო ფილმებმა. დაჯილდოება გაიმართა სასტუმრო ამბასადორში, ლოს-ანჯელესი. შოუს უმასპინძლა უილიამ დე მილმა. ცერემონია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა რადიოთი.

პირველი დაჯილდოებისაგან განსხვავებით, აკადემიას გამარჯვებულთა ვინაობა წინასწარ არ გამოუცხადებია. ამასთან, კატეგორიათა რაოდენობა 12-დან 7-მდე შემცირდა. მე-2 დაჯილდოება ერთადერთი იყო, რომელზეც არ დასახელებულან ოფიციალური ნომინანტები. არაოფიციალური ნომინანტების სია აკადემიამ მხოლოდ მოგვიანებით გამოაქვეყნა, იმის მიხედვით თუ რომელ ფილმებს შორის აკეთებდნენ არჩევანს მსაჯები.

ამ სიის მიხედვით, ყველაზე მეტი, 5 ნომინაცია მიიღეს ფილმებმა ძველ არიზონაში და პატრიოტი. ცერემონიის მთავარი ჯილდო გადაეცა ფილმს ბროდვეის მელოდია.

ღვთაებრივი ქალბატონი არის ერთადერთი ფილმი, რომელმაც მოიგო საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში, ისე რომ საუკეთესო სურათზე ნომინირებულიც არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით ოსკარის პირველ დაჯილდოებას, როდესაც ერთდოულად რეჟისორის ორი ნომინაცია არსებობდა. დაჯილდოება უნიკალური იყო იმითაც, რომ არც ერთ ფილმს მიუღია ერთზე მეტი ჯილდო.

რადგანაც ცერემონია იმართებოდა მონაწილე ფილმების გამოსვლის პერიოდიდან 8 თვის შემდეგ, გადაწყდა, რომ შემდეგი დაჯილდოების ცერემონია 1930 წლის ნოემბერში ჩატარდებოდა ამ სხვაობის შესამცირებლად. შედეგად, 1930 იყო ერთადერთი წელი, როდესაც ერთდროულად ორი დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

გამარჯვებულები და ნომინანტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსკარის მე-2 დაჯილდოების გამარჯვებულები და ნომინანტები[1]
საუკეთესო სურათი საუკეთესო რეჟისორი
საუკეთესო მსახიობი კაცი საუკეთესო მსახიობი ქალი
საუკეთესო სცენარი
საუკეთესო ოპერატურა საუკეთესო მხატვრული რეჟისურა

რამდენიმე ნომინაცია და ჯილდო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The 2nd Academy Awards (1930) Nominees and Winners. oscars.org. წაკითხვის თარიღი: 2012-03-24.