ვუდსტოკი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ვუდსტოკი
რეჟისორი მაიკლდ უადლეი
დისტრიბუტორი Warner Bros.
გამოსვლის თარიღი 26 მარტი, 1970 (1970-03-26)
ხანგრძლივობა 185 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 600,000 დოლარი
შემოსავალი 50 მლნ დოლარი[1]

ვუდსტოკი (ინგლ. Woodstock) — 1970 წლის ამერიკული დოკუმენტური ფილმი, რომლის რეჟისორია მაიკლ უადლეი. კინოსურათი ჰიპური მოძრაობის აღზევების პერიოდში, როკის ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას, ვუდსტოკის ფესტივალს, ეძღვნება, რომელიც 1969 წელს ნიუ-იორკის შტატში, ქალაქ ბეთელის მახლობლად ჩატარდა. ფილმი აშშ-ის იმ ეპოქის პორტრეტს გვიხატავს, როცა ახალგაზრდობამ მამების მიერ დაწესებულ ღირებულებებს ზურგი აქცია და საკუთარი ცხოვრებისეული და ესთეტიკური ნორმების დამკვიდრებას შეეცადა. ჟურნალმა Entertainment Weekly ვუდსტოკს საკონცერტო ფილმების სტანდარტული ნიმუში და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დოკუმენტური ფილმი უწოდა, რაც კი ოდესმე შექმნილა.[2]

ფილმის პრემიერა 1970 წლის კანის კინოფესტივალზე შედგა, თუმცა ის ფესტივალის კონკურსებში არ ჩართულა.[3] ფილმმა მიიღო ოსკარი საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის და წარდგენილი იყო შემდეგ ნომინაციებში: ოსკარი საუკეთესო ხმისთვის[4][5] და ოსკარი საუკეთესო მონტაჟისთვის, რომელშიც დოკუმენტური ფილმები საკმაოდ იშვიათად სახელდება.[6]

1996 წელს კონგრესის ბიბლიოთეკამ ვუდსტოკის, როგორც „კულტურულად, ისტორიულად და ესთეტიკურად გამორჩეული“ ნამუშევრის, ფილმების ეროვნულ რეესტრში დაცვა გადაწყვიტა.

2009 წელს, ვუდსკოკის ფესტივალიდან 40 წლის თავზე, ფილმის გრძელი ვერსია გამოვიდა, რომელშიც, როგორც აქამდე არშესული პერფორმანსები, აგრეთვე უკვე არსებულის გრძელი ვერსიები შევიდა.[7]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]