ოსკარის 93-ე დაჯილდოება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოსკარის 93-ე დაჯილდოებაკინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის მიერ 2020 წლის და 2021 წლის დასაწყისის საუკეთესო ფილმებისა და კინოხელოვანების დაჯილდოების ცერემონია. ეს ოსკარის პირველი დაჯილდოებაა, რომელიც მიმდინარე კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე ვირტუალურად ჩატარდა. ცერემონიის ჩატარება თებერვალში იყო დაგეგმილი, თუმცა კოვიდ-19-ის მიერ კინოინდუსტრიაზე მოხდენილმა გავლენამ ეს თარიღი ორი თვით გადაწია და დაჯილდოება ლოს-ანჯელესში, 2021 წლის 25 აპრილს გაიმართა. ნომინანტთა ვინაობა 2021 წლის 15 მარტს გახდა ცნობილი.[1]

ყველაზე მეტი ოსკარის მფლობელი გახდა „მომთაბარეთა მიწა“, რომელმაც საუკეთესო სურათის, საუკეთესო რეჟისორისა და საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციებში მოიპოვა გამარჯვება. ორ-ორი ოსკარი მოიპოვეს შემდეგმა ფილმებმა: „მამა“, „იუდა და შავი მესია“, „მა რეინი: ბლუზის დედა“, „მანკი“, „სული“ და „მეტალის ხმა“. ოსკარის ეს ცერემონია 2006 წლის 78-ე ცერემონიის შემდეგ პირველია, რომელზეც არც ერთ ფილმზე სამზე მეტი ჯილდო არ მოუპოვებია.[2]

გამარჯვებულები და ნომინანტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსკარის 93-ე დაჯილდოების ნომინანტების ვინაობა 2021 წლის 15 მარტს ოსკარის ოფიციალურ საიტზე მიმდინარე პირდაპირი ეთერის საშუალებით გახდა ცნობილი, რომელსაც პრიანკა ჩოპრა და ნიკ ჯონასი მიუძღოდნენ.[3][4]

83 წლის ენტონი ჰოპკინსი გახდა ყველაზე ასაკოვანი ოსკაროსანი, რომელმაც საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში მოიპოვა გამარჯვება.[5] ფილმში „მომთაბარეთა მიწა“ შესრულებული როლისათვის ოსკარის მიღების შემდეგ ფრენსის მაკდორმანდი გახდა მეშვიდე ადამიანი, რომელმაც საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში სამი გამარჯვება მოიპოვა.[6] ფილმმა აგრეთვე მიიღო ოსკარი საუკეთესო რეჟისორისთვის, რის შედეგადაც ქლოი ჟაო გახდა პირველი აზიელი ქალი და ქეთრინ ბიგელოუს შემდეგ მეორე ქალი, რომელმაც ამ ნომინაციაში მოიპოვა გამარჯვება.[7]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Academy and ABC Set April 25, 2021 as New Show Date for 93rd Oscars® (June 15, 2020). ციტირების თარიღი: 2021-02-05
  2. Hammond, Pete. (2021) Oscars Analysis: Unique Ceremony Was A Game Effort, But There Just Wasn’t Enough Of The Promised “Movie Love” en-US. ციტირების თარიღი: 2021-04-26
  3. Oscar Nominations 2021 Announced by Priyanka Chopra and Nick Jonas: Watch Full Video – Oscars 2021 News | 93rd Academy Awards en. ციტირების თარიღი: 2021-04-26
  4. The full list of 2021 Oscar nominations. Guardian (2021). ციტირების თარიღი: 2021-03-15
  5. Stevens, Matt (2021-04-26). „Anthony Hopkins shocks by winning best actor over Chadwick Boseman“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2021-04-26.
  6. Frances McDormand wins third best actress Oscar for Nomadland en (2021-04-26). ციტირების თარიღი: 2021-04-26
  7. Barnes, Brooks; Sperling, Nicole (2021). 'Nomadland' Makes History, and Chadwick Boseman Is Upset at the Oscars“. The New York Times. ციტირების თარიღი: 2021-04-26.