რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგა
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან რუსეთის პრემიერ ლიგა)
ქვეყანა | რუსეთი |
---|---|
კონფედერაცია | უეფა |
დაარსდა | 1992 |
დივიზიონები | 1 |
კლუბ. რაოდენობა | 16 |
ქვეითდება | ნაციონალური საფეხბურთო ლიგა |
საშინაო თასები |
რუსეთის თასი რუსეთის სუპერთასი |
საერთაშ. თას(ებ)ი |
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა უეფა-ს ევროპა ლიგა |
მოქ. ჩემპიონი | „ზენიტი“ (5-ჯერ) |
ყველაზე ტიტულოვანი | „სპარტაკი“ (10-ჯერ) |
საიტი | ოფიციალური |
რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგა (რუს. Российская футбольная премьер-лига) — პროფესიონალური საფეხბურთო ლიგა რუსული კლუბებისთვის. წარმოადგენს რუსეთის უმაღლეს საფეხბურთო ლიგას. ჩემპიონატი შემოდგომა-გაზაფხულის ფორმატით ტარდება და მასში მონაწილეობას იღებს 16 გუნდი. სეზონის ბოლოს, მე-15 და მე-16 ადგილებზე გასულ გუნდებს ანაცვლებს ნაციონალურ საფეხბურთო ლიგაში პირველ და მეორე ადგილებზე გასული გუნდები, ხოლო მე-13 და მე-14 ადგილოსნები პლეი-ოფს თამაშობენ ნაციონალურ ლიგაში მე-3 და მე-4 ადგილებზე გასულ გუნდებთან.
რუსეთის ჩემპიონატი შეიქმნა 1992 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის და მისი ჩემპიონატის გაუქმების შემდეგ. ყველაზე მეტჯერ ქვეყნის ჩემპიონი მოსკოვის „სპარტაკი“ გახდა. კლუბმა 10-ჯერ მოიპოვა ტიტული. მოქმედი გამარჯვებულია მოსკოვის „ლოკომოტივი“.
პრემიერლიგის ჩემპიონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტატისტიკა კლუბების მიხედვით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კლუბი | ჩემპიონი | მე-2 ადგილი | ჩემპიონობის წლები |
---|---|---|---|
სპარტაკი | 10 | 5 | 1992, 1993, 1994, 1996, 1997, 1998, 1999, 2000, 2001, 2017 |
ცსკა | 6 | 8 | 2003, 2005, 2006, 2013, 2014, 2016 |
ზენიტი | 5 | 3 | 2007, 2010, 2012, 2015, 2019 |
ლოკომოტივი | 3 | 5 | 2002, 2004, 2018 |
რუბინი | 2 | 0 | 2008, 2009 |
ალანია ვლადიკავკაზი | 1 | 2 | 1995 |
როტორი | 0 | 2 | |
დინამო მოსკოვი | 0 | 1 | |
როსტოვი | 0 | 1 |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი (რუსული), (ინგლისური)
- რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგა Facebook-ზე
- რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგა Twitter-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Russia - List of Champions“. rsssf.com. ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი 2017.
|