ოლექსანდრ დოვჟენკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლექსანდრ დოვჟენკო
დაბადების თარიღი

ოლექსანდრ პეტროვიჩ დოვჟენკო, 1894 წლის 10 სექტემბერი,

სოსნიცია, სოსნიციის უეზდი, ჩერნიჰივის საგუბერნიო, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი

1956 წლის 25 ნოემბერი (62 წლის)

პერედელკინო, საბჭოთა კავშირი
რეზიდენცია ნოვოდევიჩის სასაფლაო, მოსკოვი
ეროვნება უკრაინელი
საქმიანობა კინორეჟისორი, სცენარისტი
აქტიური 1926–1956
მეუღლე(ები) იულია სოლნცევა

ოლექსანდრ პეტროვიჩ დოვჟენკო[1] (უკრაინულად: Олександр Петрович Довженко, Oleksandr Petrovych Dovzhenko; რუსულად: Александр Петрович Довженко, Aleksandr Petrovich Dovzhenko; 10 სექტემბერი [ძვ. ს. 29 აგვისტო] 1894 წელი – 25 ნოემბერი, 1956 წელი) იყო საბჭოთა კავშირის დროინდელი უკრაინელი[2] სცენარისტი, ფილმის პროდიუსერი და რეჟისორი.[3][4] იგი ხშირად მოხსენიებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძველი და დიდი მნიშვნელობის მქონე საბჭოთა კინორეჟისორი, სერგეი ეიზენშტეინთან, ძიგა ვერტოვთან და ვსევოლოდ პუდოვკინთან ერთად და, ამავდროულად, მოიაზრება საბჭოთა ფილმის მონტაჟის თეორიის პიონერად.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლექსანდრ დოვჟენკო დაიბადა სოფელ ვიუნიშჩეში, რომელიც მდებარეობდა რუსეთის იმპერიის შემადგონლობაში არსებული ჩერნიჰივის საგუბერნიოს სოსნიცკის უეზდში (ამჟამად, უკრაინის ჩერნიჰივის ოლქი, კერძოდ, სოსნიციის ნაწილი), პეტრო სემენოვიჩ დოვჟენკოსა და ოდარკა იერმოლავნა დოვჟენკოს ოჯახში. მისი წინაპრები იყვნენ უკრანელი კაზაკები (ჩუმაკები), რომლებიც მე-18 საუკუნეში მეზობელი პოლტავას პროვინციიდან ჩავიდნენ და დასახლდნენ სოსნიციაში. ალექსანდრე, 17-ს შორის მე-14 შვილი იყო, მაგრამ დედმამიშვილების გარდაცვალების გამო, ყველაზე უფროსი შვილი გახდა 11 წლის ასაკში. საბოლოო ჯამში, მხოლოდ ალექსანდრე და მისი და, მომავალი ექიმი პოლინა, გადაურჩნენ ახალგაზრდობის ასაკს.

ალექსანდრეს მშობლებს განათლება არ ჰქონდათ მიღებული, თუმცა, დოვჟენკოს ბაბუამ, რომელმაც წერა-კითხვა თითქმის არ იცოდა, ხელი შეუწყო სწავლაში, რის შედეგადაც იგი გახდა მასწავლებელი 19 წლის ასაკში. მან თავი აარიდა სამხედრო სამსახურს პირველი მსოფლიოს ომის დროს, გულის პრობლემების გამო, თუმცა სამოქალაქო ომის განმავლობაში, იგი, სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდი მსახურობდა უკრაინის სახალხო რესპუბლიკის არმიაში.[5] 1919 წელს იგი დააპატიმრეს ჟიტომირში და გადაიყვანეს ციხეში ჯაშუშობის ბრალდებით. 1919 წლის მიწურულს, იგი გათავისუფლდა ვასილი ილან-ბლაკიტნის მოთხოვნის საფუძველზე. გათავისუფლების შემდგომ, იგი გარკვეული პერიოდი ასწავლიდა ისტორიასა და გეოგრაფიას წითელი არმიის ოფიცერთა სკოლაში. 1920 წელს დოვჟენკო შეუერთდა "ბოროტბისტის პარტიას" და ვარშავასა და ბერლინში ასრულებდა ელჩის ასისტენტის მოვალეობას. 1923 წელს საბჭოთა კავშირში დაბრუნების შემდეგ, მან დაიწყო წიგნების დასურათება და კარიკატურების ხატვა ხარკივში.

1926 წელს დოვჟენკო ჩავიდა ოდესაში და მიუბრუნდა კინოს. დოვჟენკო ამბიციებმა მიიყვანა მეორე სცენარის, კერძოდ, ვასია რეფორმერის შექმნამდე (რომლის რეჟისორიც თვითონვე იყო). მას დიდი წარმატება მოუტანა ზვენიორამ 1928 წელს. ეს არის ახალგაზრდა მოგზაურის ამბავი, რომელიც მოგვიანებით ბანდიტი და კონტრრევოლუციონერი ხდება. მთავარი პერსონაჟი იღუპება, თუმცა მისი კეთილშობილი ძმა მთელი ფილმის განმავლობაში იბრძვის რევოლუციის წინააღმდეგ. ფილმმა ალექსანდრე თავისი ეპოქის მთავარ კინორეჟისორად აქცია.[6]

უკრაინული ტრილოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედამიწა (1930 წელი), ბოლო ფილმი დოვჟენკოს უკრაინული ტრილოგიიდან.

დოვჟენკოს ყველაზე ცნობილი ნამუშევარი დასავლეთში არის "უკრაინული ტრილოგია" (ზვენიორა, არსენალი და დედამიწა). ფილმი არსენალი ძალიან ცუდად მიიღო კომუნისტურმა ხელისუფლებამ უკრაინაში და დოვჟენკოს დაუწყეს შეურაცხყოფა, თუმცა, საბედნიეროდ, სტალინმა ფილმს უყურა და ის ძალიან მოეწონა.[7]

დედამიწა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლექსანდრ დოვჟენკოს "დედამიწა" შეფასებულია, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი დიდებული ჩუმი ფილმი. 2002 წელს ბრიტანულმა კინოინსტიტუტმა გამოკითხა კარელ რაისი, რათა დაესახელებინა ყველა დროის საუკეთესო ფილმები, რომელთა შორის დედამიწა მეორე ადგილზე გავიდა. ფილმმა კოლექტივიზაცია დადებით მოვლენად წარმოაჩინა. ფილმის შინაარსი ვითარდება მიწათმფლობელის გარშემო, რომელიც ცდილობს ჩაშალოს კოლექტივის საკუთრებაში არსებული ფერმის წარმატება. მიუხედავად იმისა, რომ ფერმა იღებს პირველ ტრაქტორს, ფილმი იწყება მომაკვდავი მამაკაცის ხანგრძლივი კადრით, თუ როგორ იღებს იგი სიამოვნებას ვაშლის გასინჯვით - სცენა, რომელიც არავითარ პოლიტიკურ მესიჯს არ ავრცელებდა, თუმცა შეიცავდა ავტობიოგრაფიის ზოგიერთ ასპექტს. ფილმი უმწვავესად გააკრიტიკა საბჭოთა ხელისუფლებამ. პოეტმა დემიან ბედნიმ გაზეთ "იზვესტიაში" სამი სტატია მიუძღვნა ფილმის "მარცხისმოსურნეობას" და დოვჟენკო იძულებული გახდა ხელახლა დაემონტაჟებინა ფილმი.[8]

სტალინისადმი მიმართვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პლაკატი აეროგრადისთვის (1935 წელი).

დოვჟენკოს მომდევნო ფილმმა "ივანი" განასახიერა დნეპრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებელი მუშა და აჩვენა მისი რეაქცია ინდუსტრიალიზაციის მიმართ. ფილმი მოგვიანებით დაადანაშაულეს ფაშიზმისა და პანთეიზმის რეკლამირებაში. დოვჟენკომ პირადად მიმართა სტალინს დაპატიმრებით გამოწვეული შიშის გამო. ერთი დღის მოგვიანებით, იგი მიიწვიეს კრემლში, სადაც მომდევნო პროექტის სცენარი ("აეროგრადი"), რომელიც შეეხებოდა ახლადაშენებული ქალაქის დაცვას იაპონელი შპიონებისგან, წაუკითხა ქვეყნის ოთხი ყველაზე ძლევამოსილი მამაკაცისგან შემდგარ აუდიტორიას - სტალინი, მოლოტოვი, კიროვი და ვოროშილოვი. სტალინმა დაამტკიცა პროექტი, თუმცა დოვჟენკოს "შესთავაზა", რომ მომდევნო პროექტი, სასურველი იქნებოდა ყოფილიყო უკრაინაში დაბადებული კომუნისტი პარტიზანი მებრძოლის, მიკოლა შჩორსის დრამატიზებული ბიოგრაფია.

1935 წლის იანვარში, საბჭოთა კინოინდუსტრიამ გრანდიოზული ფესტივალით აღნიშნა დაარსებიდან 15 წლის იუბილე. ქვეყნის მასშტაბით ყველაზე თანამედროვე რეჟისორმა სერგეი მიხაილოვიჩ ეიზენშტეინმა, რომელსაც პრობლემები ჰქონდა ხელისუფლებასთან და რამდენიმე წლის განმავლობაში არ მიეცა ფილმის დასრულების საშუალება, გააკეთა დამაბნეველი განცხადება და ერთი ეზოთერული თემა მოულოდნელად მეორე ეზოთერული თემით შეცვალა. დოვჟენკომ მხარი აუბა კრიტიკას, რამაც ხალხი სიცილის ხასიათზე დააყენა: "სერგეი მიხაილოვიჩ, თუკი თქვენ არ გამოუშვებთ ფილმს სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში, მაშინ, გთხოვთ, საერთოდ აღარ გამოუშვათ არცერთი მათგანი. მოხარული ვიქნები, თუკი ერთ-ერთი ფილმისთვის მომაწვდით ყველა დაუმთავრებელ სცენარს პოლინეზიელი ქალბატონების შესახებ." კონფერენციის დასრულების შემდგომ, სტალინმა დოვჟენკო ლენინის ორდენზე წარადგინა.[9]

მოგვიანებით, დოვჟენკო კიდევ ერთხელ მიიწვიეს კრემლში, სადაც სტალინმა მას უთხრა, რომ იგი "თავისუფალი კაცი" იყო, რომელსაც არ ჰქონდა შჩორსის შესახებ ფილმის გადაღების "არავითარი ვალდებულება". დოვჟენკომ მიიღო მითითება და დროებით შეაჩერა "აეროგრადის" გადაღება იმისთვის, რათა მიყოლოდა სტალინის "შეთავაზებას" და დიქტატორს გაუგზავნა შჩორსის შესახებ თავისი სცენარის მონახაზი. მოგვიანებით, იგი კიდევ ერთხელ მიიწვიეს საბჭოთა კინოინდუსტრიის ხელმძღვანელის, ბორის შუმიაცკის წინაშე და უთხრეს, რომ სცენარი შეიცავდა სერიოზულ პოლიტიკურ ხარვეზებს.[10] დოვჟენკოს სტალინთან მომდევნო შეხვედრაზე უარი უთხრეს. ასე რომ, 1936 წლის 26 ნოემბერს მან დიქტატორს მისწერა წერილი, სადაც ამბობდა: "ეს არის ჩემი ცხოვრება და თუ რაიმეს შეცდომით ვაკეთებ, ეს არის არა ბოროტი განზრახვის, არამედ ტალანტის ან განვითარების ნაკლებობის შედეგი."[11] დეკემბერში, სტალინმა შუმიაცკის მოკლედ უპასუხა და სცენარის ხუთი ხარვეზის შესახებ მიანიშნა. კერძოდ: "შჩორსი სცენარში ძალიან უხეში და უკულტურო გამოვიდა".[12]

შჩორსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1935 წელს დოვჟენკომ დაასრულა "აეროგრადი". ნოემბერამდე, დოვჟენკომ დაიწყო მუშაობა შჩორსის სცენარზე. ჯეი ლეიდას თანახმად, რომელიც იმ დროს საბჭოთა კინოთეატრში მუშაობდა:[13]

ფილმმა "შჩორსი" დოვჟენკოს სტალინის რჩევების აღსრულებასთან დაკავშირებული ახალი სირთულეები ასწავლა. ეკრანიზაციამდე სამი წლით ადრე, დოვჟენკოს ყველა გადაწყვეტილება და ყველა ეპიზოდი იმ ხალხის უსასრულო ნაკადისთვის უნდა ეჩვენებინა, "რომელმაც იცოდა რა სურდა სტალინს". გაცილებით უფრო მწარე ფორმით ტარდებოდა კოშმარული ინტერვიუები თავად ლიდერთან, რომელიც ამჟღავნებდა მეგალომანიისა და უცდომელობის ნიშნებს. მოგვიანებით, დოვჟენკომ მეგობრებს ერთ დღეს მოუყვა სტალინის რეზიდენციაში სახიფათო სტუმრობის შესახებ - სტალინმა არ ისურვა დოვჟენკოსთან საუბარი, ხოლო ბერიამ მას ბრალი დასდო ნაციონალისტურ შეთქმულებაში მონაწილეობის გამო.

დოვჟენკოს ზოგიერთი კოლეგა დახვრიტეს ან გადაიყვანეს ბანაკებში 1937–1938 წლების დიდი წმენდის დროს, რომელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო ოპერატორი, დანილო დემუცკიც იყო. დემუცკი მასთან ერთად მუშაობდა ფილმზე "დედამიწა". თუმცა, როდესაც 1939 წლის იანვარში "შჩორსის" ეკრანიზაცია შედგა, რეჟისორს გადაუხადეს უზარმაზარი თანხა - 100 000 რუბლი[14] და, ამასთანავე, იგი დაჯილდოვდა სტალინის პრემიით (1941 წელი).

მოგვიანო შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დოვჟენკომ ომის დროს დაწერა სტატია და სცენარი, სახელწოდებით უკრაინა ცეცხლის ალში, რომელიც დაგმეს სავარაუდო "ფარული ნაციონალისტური ხასიათის" გამო. არსებობს ორი ვერსია, თუ ვინ იდგა ამ გმობის უკან. ნიკიტა ხრუშჩოვმა, რომელიც იმ დროს უკრაინული კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელი იყო, დოვჟენკო საკუთარ მოგონებებში "ბრილიანტ რეჟისორად" მოიხსენია. უკრაინა ცეცხლის ალში, როგორც სცენარი, დაგმო და მას წითელი არმიის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ ინიცირებული "უმადური საქმე" უწოდა ალექსანდრ შჩერბაკოვმა, რომელიც "აშკარად ცდილობდა სტალინის სიბრაზის გაღვივებას იმ ბრალდებით, რომ ფილმის სცენარი იყო უკიდურესად ნაციონალისტური."[15] დოვჟენკომ ხმამაღლა წაუკითხა სცენარი ხრუშჩოვს, მაგრამ ამტკიცებდა, რომ ეს უკანასკნელი არა სცენარის, არამედ ომის მიმართ უფრო იჩენდა ყურადღებას.

მაგრამ პოლიციის უწყება გაიგზავნა იმ დროს, როცა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ხელმძღვანელის პარტიულმა მდივანმა კულტურის საკითხებში, ანდრეი ჟდანოვმა თქვა, რომ დოვჟენკო დიდ შეშფოთებას იწვევდა ხრუშჩოვის ხასიათში, ხოლო უკრაინული მწერალთა კავშირის ლიდერებმა, რომლებიც სცენარს ადიდებდნენ პირველად წაკითხვის შემდეგ, მალევე დაგმეს ზევიდან წამოსული ბრძანების გამო. დოვჟენკო ამბობდა, რომ "მას არაფერი ჰქონდა სტალინის საწინააღმდეგო. თუმცა, იგი იმ ხალხს უპირისპირდებოდა, რომელიც წვრილმან სლოგანებს ამბობდა მაშინ, როდესაც სცენარის მიმართ თავდაპირველად პატივისცემით განიმსჭვალენ. ამ ხალხს არ შეეძლო ომისა და ხალხის გაძღოლა. ეს იყო სისულელე."[16]

მას შემდეგ, რაც იგი წარდგა ცენტრალური კომიტეტის წინაშე, დოვჟენკო გარიცხეს სხვადასხვა ოფიციალური ორგანიზაციიდან, ასევე, იგი ჩამოშორდა თავის კოლეგა არტისტებს, დაიწყო ნოველების წერა და წარმოადგინა სცენარი ბიოლოგის, ივანე მიჩურინის შესახებ. 1949 წელს ფილმმა "მიჩურინი" დოვჟენკოს კიდევ ერთი სტალინური პრემია მოუტანა, თუმცა ეს გადაწყვეტილება მრავალჯერ გადაიხედა იმ მიზნით, რომ ხელისუფლებას მიეღო პოლიტიკური მხარდაჭერა. ერთი ისტორიკოსის თანახმად, "საბოლოო ვერსიის დიდი ნაწილი ავტორის გარეშე შეიქმნა."[17]

ხრუშჩოვი ამტკიცებდა, რომ სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ხელისუფლების სათავეში მოსვლითა და პოლიციის უფროსის, ლავრენტი ბერიას დახვრეტით, დოვჟენკოს დევნა შეწყდა და მას კიდევ ერთხელ მიეცა "აქტიურად ცხოვრების" საშუალება.[18] მან წამოიწყო ორი პროექტი, კერძოდ, განახორციელა გოგოლის ნოველაზე დაყრდნობით ტარას ბულბასა და ზღვის შესახებ პოემის კინოეკრანიზაცია, რომელთაგან დოვჟენკომ ვერცერთის დასრულება ვერ შეძლო 1956 წლის 25 ნოემბერს პერედელკინოს აგარაკზე გულის შეტევით გარდაცვალების გამო - თუმცა, ზღვის შესახებ პოემა დაასრულა მისმა ქვრივმა იულია სოლნცევამ.[19] 20 წლიანი კარიერის განმავლობაში, დოვჟენკომ პირადად მხოლოდ 7 ფილმის გადაღება შეძლო.

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლექსანდრ დოვჟენკო ახალგაზრდა საბჭოთა უკრაინელი კინორეჟისორების, ლარისა შეპიტკოსა და სერგო ფარაჯანოვის მენტორი იყო.

დედაქალაქ კიევში არის დოვჟენკოს კინოსტუდია, რომელსაც გარდაცვალების შემდგომ ეწოდა მისი სახელი.

2016 წელს, მას შემდეგ, რაც უკრაინის მთავრობამ დაიწყო ადგილების სახელწოდებების "დეკომუნიზაციის" პროგრამა, კარლ ლიბკნეხტის ქუჩას მელიტოპოლში (აღმოსავლეთ უკრაინა) გადაერქვა სახელი და ეწოდა ოლექსანდრ დოვჟენკოს ქუჩა. რუსულმა არმიამ 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, კერძოდ, 2023 წლის 30 იანვარს, განახორციელა მელიტოპოლის ოკუპაცია. მელიტოპოლში რუსული რეჟიმის მერმა, გალინა დანილჩენკომ გამოაცხადა, რომ ქუჩას უწინდელი სახელი დაუბრუნდებოდა.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუკოვინა: უკრაინული მიწა (1939 წელი)
  • Love's Berries (რუს. Ягoдки Любви, translit. Yagodki lyubvi, უკრ. Ягідки кохання, translit. Yahidky kokhannya), 1926.
  • Vasya the Reformer (რუს. Вася – реформатор, translit. Vasya – reformator, უკრ. Вася – реформатор, translit. Vasya – reformator), 1926.
  • The Diplomatic Pouch (რუს. Сумка дипкурьера, translit. Sumka dipkuryera, უკრ. Сумка дипкур'єра, translit. Sumka dypkuryera), 1927.
  • Zvenigora (რუს. Звенигора, translit. Zvenigora, უკრ. Звенигора, translit. Zvenyhora), 1928.
  • Arsenal (რუს. Арсенал, უკრ. Арсенал), 1929.
  • Earth (რუს. Зeмля, translit. Zemlya, უკრ. Зeмля, translit. Zemlya), 1930.
  • Ivan (რუს. Иван, უკრ. Iвaн), 1932.
  • Aerograd (რუს. Аэроград, უკრ. Аероград, translit. Aerohrad), 1935.
  • Bukovina: a Ukrainian Land (რუს. Буковина, земля Украинская, translit. Bukovina, Zemlya Ukrainskaya, უკრ. Буковина, зeмля Українськa, translit., Bukovyna, Zemlya Ukrayins'ka), 1939.
  • Shchors* (რუს. Щорс, უკრ. Щорс), 1939.
  • Battle for Soviet Ukraine* (რუს. Битва за нашу Советскую Украину, translit. Bitva za nashu Sovetskuyu Ukrainu, უკრ. Битва за нашу Радянську Україну, translit. Bytva za nashu Radyans'ku Ukrayinu), 1943.
  • Soviet Earth (რუს. Cтpaнa poднaя, translit. Strana rodnaya, უკრ. Країна pідна, translit. Krayina ridna), 1945.
  • Victory in the Ukraine and the Expulsion of the Germans from the Boundaries of the Ukrainian Soviet Earth (რუს. Победа на Правобережной Украине и изгнание немецких захватчиков за пределы украинских советских земель, translit. Pobeda na Pravoberezhnoi Ukraine i izgnaniye nemetsikh zakhvatchikov za predeli Ukrainskikh sovietskikh zemel, უკრ. Перемога на Правобережній Україні, translit. Peremoha na Pravoberezhniy Ukrayini), 1945.
  • Michurin (რუს. Мичурин, უკრ. Мічурін), 1948.
  • Farewell, America (რუს. Прощай, Америкa, უკრ. Прощай, Америко, translit. Proshchay, Ameryko), 1949.
  • Poem of the Sea* (რუს. Поэма о море, translit. Poema o more, უკრ. Поема про море, translit. Poema pro more), 1959.

ფილმების დაჯილდოების ცერემონიალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმების დაჯილდოების ცერემონიალს ეწოდა ოლექსანდრ დოვჟენკოს სახელმწიფო პრემია, ფილმის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის გამო.[20]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Oleksander Dovzhenko. The Encyclopedia of Ukraine..
  2. Е. Я. Марголит, ДОВЖЕНКО//Great Russian Encyclopedia დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-25. ციტირების თარიღი: 2024-03-11.
  3. Richard Taylor, Nancy Wood, Julian Graffy, Dina Iordanova (2019). The BFI Companion to Eastern European and Russian Cinema. Bloomsbury, გვ. 1934–1935. ISBN 978-1838718497. 
  4. Peter Rollberg (2009). Historical Dictionary of Russian and Soviet Cinema. Rowman & Littlefield, გვ. 187–191. ISBN 978-0-8108-6072-8. 
  5. Who is Hidden behind the Figure of a Genius? The Context of Dovzhenko’s Work.
  6. Leyda, Jay (1973) Kino, A History of the Russian and Soviet Film. London: George Allen & Unwin, გვ. 242. ISBN 0-04-791027-5. 
  7. Miller, Jamie (2010) Soviet Cinema: Politics and Persuasion under Stalin. London: I.B.Tauris, გვ. 64. ISBN 978-1-84885-009-5. 
  8. McSmith, Andy (2015) Fear and the Muse Kept watch, The Russian Masters - from Akhmatova and Pasternak to Shostakovich and Eisenstein - Under Stalin. New York: The New Press, გვ. 158. ISBN 978-1-59558-056-6. 
  9. McSmith, Andy Fear and the Muse, გვ. 162. 
  10. McSmith, Andy Fear and the Muse, გვ. 158–59. 
  11. Clarke, Katerina and Dobrenko, Evgeny (2007) Soviet Culture and Power: A history in Documents, 1917-1953. New Haven: Yale U.P., გვ. 289–90. ISBN 978-0-300-10646-6. 
  12. Clarke, and Dobrenko Soviet Culture, გვ. 295. 
  13. Leyda. Kino. p. 354.
  14. Clarke, and Dobrenko Soviet Culture, გვ. 281. 
  15. Khrushchev, Nikita (1971) Khrushchev Remembers. London: Sphere, გვ. 154. 
  16. Clarke, and Dobrenko Soviet Culture, გვ. 383–84. 
  17. Leyda Kino, გვ. 395. 
  18. Khrushchev Memoirs, გვ. 306. 
  19. Leyda Kino, გვ. 402–03. 
  20. On the State Awards of Ukraine Ukrainian. Verkhovna Rada of Ukraine - Legislation of Ukraine. ციტირების თარიღი: March 10, 2022.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Dovzhenko, Alexandr (ed. Marco Carynnyk) (1973). Alexandr Dovzhenko: The Poet as Filmmaker, MIT Press. ISBN 0-262-04037-9ISBN 0-262-04037-9
  • Kepley, Jr., Vance (1986). In the Service of the State: The Cinema of Alexandr Dovzhenko, University of Wisconsin Press. ISBN 0-299-10680-2ISBN 0-299-10680-2
  • Liber, George O. (2002). Alexander Dovzhenko: A Life in Soviet Film, British Film Institute. ISBN 0-85170-927-3ISBN 0-85170-927-3
  • Nebesio, Bohdan. "Preface" to Special Issue: The Cinema of Alexander Dovzhenko. Journal of Ukrainian Studies. 19.1 (Summer, 1994): pp. 2–3.
  • Perez, Gilberto (2000) Material Ghost: Films and Their Medium, Johns Hopkins University Press. ISBN 0-8018-6523-9ISBN 0-8018-6523-9
  • Abramiuk, Larissa (1998) The Ukrainian Baroque in Oleksandr Dovzhenko's Cinematic Art, The Ohio State University (UMI).

სასარგებლო ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]