ოლეგ პანფილოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ოლეგ პანფილოვი
დაბ. თარიღი 1957
ქ. ლენინაბადი
(ამჟამად ხუჯანდი)
ტაჯიკეთის სსრ
მოქალაქეობა საქართველო
განათლება ლენინაბადის პედაგოგიური ინსტიტუტის
სამხატვრო–გრაფიკული ფაკულტეტი
პროფესია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ტელეკომპანია პირველი კავკასიური
შვილ(ებ)ი ქალიშვილი ტატიანა დაბ. 1980
ჯილდოები (ჯილდოები)

ოლეგ პანფილოვი (რუს. Олег Панфилов) (იგი საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ რეგისტრირებულია როგორც ოლეგ პანფილოვ) — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გორის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (2010) ტელეკომპანია პირველი კავკასიურის გადაცემის "საქართველო ოლეგ პანფილოვთან ერთად" წამყვანი. აშშ–ს ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელი (1993); საჯაროობის დაცვის ფონდის მონიტორინგის ხელმძღვანელი (1994–2000), რუსეთის ჟურნალისტთა კავშირთან არსებული ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრის დირექტორი (2000-2010 წ.);

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1957 წელს ქ. ლენინაბადში (ამჟამად ხუჯანდი) ტაჯიკეთის სსრ;

დაამთავრა ლენინაბადის პედაგოგიური ინსტიტუტის (ამჟამად ხუჯანდის სახელმწიფო უნივერსიტეტი) სამხატვრო–გრაფიკული ფაკულტეტი 1979 წ;

სტუდენტობის წლებში მონაწილეობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტაჯიკეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ ექსპედიციებში;

1979–1989 წლებში – უფროსი ლაბორანტი, ტაჯიკეთის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი, პარალელურად, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას სოფლების სკოლებში;

1984–1990 წლებში იყო ტაჯიკეთის ტელევიზიის, გადაცემის „საუკუნეების სიღრმიდან“ ავტორი და წამყვანი;

1989–1991 წლებში ტაჯიკეთის კულტურის ფონდის უფროსი ექსპერტი, რესპუბლიკის ისტორულ და კულტურულ ძეგლთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე;

1991 წლიდან რესპუბლიკური გაზეთის „სოგლასიე“ კორესპონდენტი;

1991 წლის ნოემბრიდან „ნეზავისიმაია გაზეტას“ ტაჯიკეთის ბიუროს საკუთარი კორესპონტენტი (პარალელურად თანამშრომლობდა გაზეთთან „როსსიისკიე ვესტი“, რადიოსადგურთან „იუნოსტი“ და სააგენტოსთან „ასოშიეიტიდ პრესს“); 1993 წლის ოქტომბერში დაამთავრა ვარშავის საერთაშორისო უფლებათა დაცვის სკოლა;

1993 წელს აშშ–ს ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელი; 27 წიგნის ავტორი; 8 ფილმის სცენარის ავტორი; არქეოლოგიის პრობლემათა, ტაჯიკეთის კულტურის და ა.შ. 50–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. რუსეთის, აშშ–ს, პაკისტანის, ირანის, ისრაელის, პოლონეთის, ბულგარეთის, გერმანიის, ჩეხეთის, შვედეთის ჟურნალებსა და გაზეთებში 2500–ზე მეტი სტატიის ავტორი; იყო შვედეთში გამომავალი ჟურნალის „ცენტრალური აზია“ (1995–1998) მთავარი რედაქტორის პირველი მოადგილე;

1984 წელს აღმოსავლეთმცოდნეობის ასოციაციის წევრი;

1990 წელს ზოასტრიული კოლეჯის საკოორდინაციო საბჭოს წევრი;

1983 წელს კლდოვანი ზედაპირის ხელოვნების მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის (ICOMOS-UNESCO) წევრი;

1991 წელს ბომბეიში დაჯილდოებულია ზოასტრიული კოლეჯის მედლით;

1995 წელს რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის პრემიის ლაურეატი;

1992 წელს იძულებული გახდა დაეტოვებინა ტაჯიკეთი ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარის გამო;

1994–1997 წლებში მონაწილეობდა ტაჯიკთაშორის მოლაპარაკებებში, გაეროს ეგიდით გაერთიანებული ტაჯიკეთის ოპოზიციის (თეირანი, ისლამაბადი, ქაბული, ალმა-ატა, აშხაბადი) ექსპერტი ადამიანის უფლებათა საკითხებში;

1992 წლიდან ცხოვრობდა მოსკოვში, მაგრამ პრინციპულად რჩებოდა ტაჯიკეთის მოქალაქედ და უარს აცხადებდა რუსეთის მოქალაქეობაზე;

2008 წლის 1 სექტემბერს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა „ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებებისათვის“,

2009 წლის 8 ნოემბრიდან მუდმივად ცხოვრობს თბილისში.

2009 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი იყო ეუთოს წარმომადგენლის კანდიდატობაზე მედიის თავისუფლების საკითხებში;

განქორწინებულია, ჰყავს ქალიშვილი ტატიანა, დაბ. 1980 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]