საქართველო ოლეგ პანფილოვთან ერთად

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადაცემის პრომო-ლოგო

საქართველო ოლეგ პანფილოვთან ერთად (რუს. Грузия с Олегом Панфиловым) – საქართველოში რუსულენოვანი ტელეარხის — „პირველი კავკასიურის“ ცნობილი ჟურნალისტის საავტორო–პუბლიცისტური პროგრამის სატელევიზიო ციკლი.

სამოგზაურო ჩანაწერები, ქვეყნის აღქმის საკუთარი შთაბეჭდილებები. პროგრამის ავტორი ხვდება სხვადასხვა ეროვნებების ადამიანებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ცხოვრობენ. ყოველ 26 წუთიან გადაცემაში ოლეგ პანფილოვი აშუქებს საქართველოს კუთხეთა უნიკალურობას. ავტორისეულ პრიზმაში მაყურებელი ეცნობა თანამედროვე საქართველოს, მის წარსულსა და აწმყოს, კულტურას, ისტორიას, ტრადიციებს, ბუნებასა და არქიტექტურულ ძეგლებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]