ოგოუე
ოგოუე ფრანგ. Ogooué | |
---|---|
| |
ქვეყანა |
![]() ![]() |
სათავე | 2°56′27″ ს. გ. 13°48′02″ ა. გ. / 2.9409833° ს. გ. 13.8007722° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 0 მ |
შესართავი |
გვინეის ყურე 0°57′40″ ს. გ. 8°50′52″ ა. გ. / 0.96111° ს. გ. 8.84778° ა. გ. |
სიგრძე | 1200 კმ |
აუზის ფართობი | 223 856 კმ² |
![]() ![]() | |
![]() |
ოგოუე (ფრანგ. Ogooué) — მდინარე გაბონში და კონგოს რესპუბლიკაში. წყლის საშუალო ხარჯი — 4706 მ³/წმ.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოგოუე — დასავლეთი აფრიკის ერთ-ერთი დიდი მდინარე. მისი სიგრძე შეადგენს დაახლოებით 1200 კმ-ს, აუზის მოცულობა შეადგენს 223 856 კმ² ფართობს გაბონის, კონგოს რესპუბლიკის, ეკვატორული გვინეის და კამერუნის ტერიტორიებზე; აქედან 173 000 კმ² მოდის გაბონის წილზე (73 %).
მდინარის სათავეები მდებარეობენ კენგუეში, ბატეკეს პლატოს ჩრდილო-აღმოსავლეთით, კონგოს რესპუბლიკაში. ბუმანგოს მახლობლად ოგოუე გადაჰკვეთს კონგოს რესპუბლიკა-გაბონის სახელმწიფო საზღვარს და მიედინება გაბონის პროვინციებში: ზემო ოგოუე, ოგოუე-ლოლო, ოგოუე-ივინდო, შუა ოგოუე და ოგოუე-მარიტიმი, რომლებსაც სახელები ამ მდინარის გამო დაერქვათ. მულონგოს რაიონში მდინარეზე მდებარეობენ პუბარას ჩანჩქერები. მდინარე სანაოსნოა ქალაქ ნჯოლედან მის შესართავამდე გვინეის ყურეში, ქალაქ პორტ-ჟანტილის სამხრეთით, სადაც ოგოუე ქმნის უზარმაზარ დელტას, სიგრძით 100 კმ და სიგანით 100 კმ.
ევროპელთაგან პირველმა მდინარე ოგოუე XIX საუკუნის 70-იან წლებში გამოიკვლია ფრანგმა მოგზაურმა პიერ სავორნიან დე ბრაზამ.