შინაარსზე გადასვლა

შუა ოგოვე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან შუა ოგოუე)
პროვინცია
შუა ოგოვე
ფრანგ. Moyen-Ogooué
გერბი

ქვეყანა გაბონის დროშა გაბონი
ადმ. ცენტრი Lambaréné
კოორდინატები 0°30′00″ ს. გ. 10°30′00″ ა. გ. / 0.50000° ს. გ. 10.50000° ა. გ. / -0.50000; 10.50000
ფართობი 18 535 კმ²
მოსახლეობა 69 287 კაცი (2013)
სიმჭიდროვე 3,74 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]

შუა ოგოვე (ფრანგ. Moyen-Ogooué) — პროვინცია გაბონის ცენტრში. პროვინციის ფართობი შეადგენს 18 535 კმ²-ს. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ლამბარენე.

ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ვოლო-ნტემის პროვინციას, აღმოსავლეთიდან ოგოვე-ივინდოს პროვინციას, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ნგუნიეს პროვინციას, სამხრეთ-დასავლეთიდან ოგოვე-მარიტიმის პროვინციას, ჩრდილო-დასავლეთიდან ესტუარის პროვინციას.

სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მთელ პროვინციას კვეთს მდინარე ოგოვე. აქ მას უერთდება შენაკადები ოკანო და ნგუნი. პროვინციას ჩრდილოეთ ნაწილში კვეთს ეკვატორი.

2013 წლის აღწერის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 69 287 ადამიანს[1][2][3][4].

პროვინციის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:

19932013
42 31669 287

ადმინისტრაციული თვალსაზრისით პროვინცია დაყოფილია 2 დეპარტამენტად:

შუა ოგოვეპროვინციის დეპარტამენტები