ბატეკეს პლატო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბატეკეს პლატო — პლატო კონგოს რესპუბლიკის და გაბონის სახელმწიფო საზღვარზე. მისი საშუალო სიმაღლე იმყოფება 550 მეტრიდან 830 მეტრამდე საზღვრებში. უმაღლესი წერტილი მდებარეობს ლეკეტის მთაზე ზღვის დონიდან 1042 მეტრ სიმაღლეზე. მთები მდიდარია მანგანუმით. ბატეკეს პლატო ჩამოყალიბებულია ქვიშაქვებისაგან და ძველი ვულკანური აქტივობის ზონაა. ეს გაბონის ყველაზე ცხელი და მშრალი რეგიონია.

პლატოზე იღებს სათავეს რამდენიმე მდინარე, ნიარის, ოგოუეს, მპასას, ნჯუმუს და ლეკაბის ჩათვლით. აქ მდებარეობს გაბონის ეროვნული პარკი. მცენარეულობებიდან აქ ჭარბობენ მაღალბალახოვანი სავანები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Perusset André. 1983. Oro-Hydrographie(Le Relief) Geographie et Cartographie du Gabon, Atlas Illustré Pg 10-13. Paris, France: Edicef.
  • Petringa, Maria. Brazza, A Life for Africa. Bloomington, IN: AuthorHouse, 2006. ISBN 9781-4259-11980.