ოგოუე-ლოლო
პროვინცია | |||
---|---|---|---|
ოგოუე-ლოლო ფრანგ. Ogooué-Lolo | |||
| |||
ქვეყანა | გაბონი | ||
ადმ. ცენტრი | Koulamoutou | ||
კოორდინატები | 1°00′00″ ს. გ. 12°30′00″ ა. გ. / 1.00000° ს. გ. 12.50000° ა. გ. | ||
ფართობი | 25 380 კმ² | ||
მოსახლეობა | 65 771 კაცი (2013) | ||
სიმჭიდროვე | 2,59 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] | ||
ოგოუე-ლოლო (ფრანგ. Ogooué-Lolo) — პროვინცია გაბონის სამხრეთ-აღმოსავლეთში. პროვინციის ფართობი შეადგენს 25 380 კმ²-ს, ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი კულამუტუ.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება ნგუნიეს პროვინციას, ჩრდილოეთიდან ოგოუე-ივინდო პროვინციას, აღმოსავლეთით ზემო ოგოუე პროვინციას, სამხრეთით კონგოს რესპუბლიკას. მდინარე ოგოუე, რომელიც პროვინციას კვეთს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთისკენ, ყოფს მას 2 დაახლოებით თანაბარ ნაწილად.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2013 წლის აღწერის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 65 771 ადამიანს[1][2][3][4].
პროვინციის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:
1993 | 2013 |
---|---|
43 915 | 65 771 |
დეპარტამენტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადმინისტრაციული თვალსაზრისით პროვინცია დაყოფილია 4 დეპარტამენტად:
- ლოლო-ბუანგიდი (ადმ. ცენტრი — კულამუტუ) (Lolo-Bouenguidi)
- მულუნდუ (ადმ. ცენტრი — ლასტურვილი) (Mulundu)
- ლომბო-ბუენგიდი (ადმ. ცენტრი — პანა) (Lômbo-Bouenguidi)
- ოფუე-ონოიე (ადმ. ცენტრი — იბუნჯი) (Offoué-Onoye)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2013 წლის მოსახლეობის აღწერა (RGPL-2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-31. ციტირების თარიღი: 2016-12-25.
- ↑ 2013 წლის მოსახლეობის აღწერა (geohive). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-06. ციტირების თარიღი: 2016-12-25.
- ↑ 2013 წლის მოსახლეობის აღწერა (citypopulation)
- ↑ 2013 წლის მოსახლეობის აღწერა (statoids)
|