ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლი
Нижегородский кремль
Nizhny Novgorod Kremlin at night-1.jpg
მდებარეობა ნიჟნი-ნოვგოროდი
მასალა აგური
სიმაღლე 12-22
თარიღდება 1508-1515
Nizhny Novgorod Kremlin (scheme rus).svg

ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლი (რუს. Нижегородский кремль) — ციხესიმაგრე ნიჟნი-ნოვგოროდის ისტორიულ და უძველეს ნაწილში, ქალაქის მთავარი საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ისტორიული კომპლექსი.

ვოლგისპირეთის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის გუბერნატორისა და ნიჟნი-ნოვგოროდის მერის ოფიციალური რეზიდენცია.

მდებარეობს მდინარე ოკისა და ვოლგის შეერთების ადგილზე. კრემლის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი თითქმის ფერდობებზე დგას, სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი მინინისა და პოჟარსკის მოედანზე გადის, ხოლო სამხრეთ-დასავლეთი - პოჩაინის ხეობასა და სახალხო ერთობის მოედანზე.

კრემლის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც წყაროები გვამცნობს, 1221 წელს ვლადიმირის დიდმა თავადმა იური ვსევოლოდის ძემ დააარსა ქალაქი ნიჟნი-ნოვგოროდი, რომლის დაცვასაც ემსახურებოდა ხის ციხესიმაგრე. პირველი მცდელობა, რომ ხის ციხესიმაგრე შეეცვალათ ქვით, განხორციელდა 1374 წელს, სწორედ ამ პერიოდში სუზდალისა და ნიჟნი-ნოვგოროდის დიდმა თავადმა დიმიტრი კონსტანტინეს ძემ საფუძველი ჩაუყარა თეთრი ქვით აგებულ კრემლს.

ივანე III-ის დროს ნიჟნი-ნოვგოროდი ასრულებდა დამცავი ქალაქის მოვალეობას, ჰყავდა მუდმივი ჯარი და იყო მოსკოვის ჯარების თავშეყრის ადგილი ყაზანის წინააღმდეგ წარმოებული ლაშქრობების დროს. ქალაქის დაცვის გაძლიერების მიზნით, ციხესიმაგრის კედლების მშენებლობაზე კვლავ დაიწყო მუშაობა. თავდაპირველად კრემლს საფუძველი ჩაუყარეს 1500 წელს. სამუშაოები შეწყდა 1505 წელს ყაზანის ხანის მუჰამედ-ამინის თავდასხმის დროს. მშენებლობის განახლება მოხერხდა მხოლოდ 1508 წელს. ამავე პერიოდში შემონახული მუხის ხისაგან აგებული კრემლი დაიწვა 1513 წელს. მშენებლობა სავარაუდოდ დასრულდა 1516 წელს. კრემლის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა მოსკოველი არქიტექტორის პეტრო ფრანჩესკოს ხელმძღვანელობით. XVI საუკუნის განმავლობაში კრემლი ხშირად გამხდარა ალყებისა და თავდასხმების მსხვერპლი (1521, 1536, 1574 წწ.). 1697 წელს კრემლმა დაკარგა სამხედრო მნიშვნელობა.

2 080 მეტრიანი კრემლის კედელში ჩაყოლებულია 13 კოშკი, რომელთაგან ხუთი გეგმით სწორკუთხაა, ხოლო რვა - მრგვალი. დმიტრის კოშკის წინ აღმოაჩინეს ქვის ხიდი, რომელიც რუსული ციხესიმაგრეების ხუროთმოძღვრებისათვის ახალი მოვლენა იყო.

მთიან ნაწილში კრემლს გარშემოვლებული ჰქონდა ე. წ. „მშრალი ორმო“, რომლის სიღრმე იყო 2,5-4 მეტრი, ხოლო სიგანე 25-30 მეტრი.

„ქვის ქალაქს“ ჰყავდა მუდმივი გარნიზონი. კრემლის არტილერიაზე XVI საუკუნეში არაფერია ცნობილი. არტილერია XVII საუკუნეშიც მცირე იყო, რადგან რუსეთმა ყაზანის აღების შემდეგ მკვეთრად შეამცირა ქალაქის სამხედრო-თავდაცვითი ფუნქცია. ციხესიმაგრეში არსებული შეიარარება ძირითადად იყო მცირე კალიბრის მქონე ქვემეხები.

1714 წელს პეტრე I-მა დააარსა ნიჟნი-ნოვგოროდის გუბერნია. ამ პერიოდიდან კრემლი გახდა ნიჟნი-ნოვგოროდის გუბერნიის ადმინისტრაციული ცენტრი და ქალაქის გული.

ეკატერინე II-ის დროს 1785-1790 წლებში მიმდინარეობდა კრემლის სარემონტო სამუშაოები, რომლის დროსაც მოხდა სახურავის გაკეთება, რომელიც დაეფუძნა ქონგურებს. 1834-1837 წლებში ამოავსეს კედლის მიმდებარე ორმოები, რამაც კედლის სიმაღლე 4 მეტრით შეამცირა. ამის შედეგად კრემლის კოშკების პირველი სართულები მიწის ქვეშ აღმოჩდნენ. ამავე პერიოდში კრემლი გაათეთრეს და სახურავი წითლად შეღებეს[1].

დიდი ხნის განმავლობაში კრემლზე არ ხორციელვებოდა სათანადო ზრუნვა. XIX საუკუნის დასააწყისში კრემლს თავდაცვითი შეიარაღება არ ჰქონია. 1894 წელს დაიწყო დიმიტრის კოშკის რეკონსტრუქცია. პროექტის ავტორი და რეკონსტრუქციის ხელმძღვანელი იყო ნიკოლაი სულთანოვი. მასში 1896 წელს გაიხსნა ისტორიული მუზეუმი. სახურავზე გამოსახეს რუსეთის იმპერიის გერბი, ორთავიანი არწივი. 1896 წელს შობის ქუჩის მხრიდან მიაშენეს ფუნიკულიორი. 1926 წელს ფუნიკულიორი დახურეს.

საბჭოთა პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელისუფლეაბში ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ კრემლმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. იგი კვლავ გადაღებეს წითელ ფერად, ხოლო სახურავი მწვანედ. დიმიტრის კოშკს მოხსნეს ორთავიანი არწივი, მის მაგივრად დაკიდეს საბჭოთა კავშირის დროშა. დაანგრიეს საკათედრო ფერისცვალების ტაძარი და მის ადგილზე ააშენეს საბჭოების სახლი. მუზეუმის ექსპონატები გაიტანეს ქალაქის მუზეუმში, ნაწილი კი გაანადგურეს, როგორც წინა ხელისუფლების გადმონაშთი. 1935-1937 წლებში კრემლს ახალი საფრთხე დაემუქრა. ხელისუფლებამ გადაწყვიტა საბჭოთა მოედნის გაფართოება. ამისათვის კი საჭირო იყო კრემლის კედლისა და სამი კოშკის დანგრევა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ არნიშნული პროექტის განხრციელებას ხელი შეუშალა. ომის პერიოდში კრემლის სამ კოშკზე დაამონტაჟეს საზენიტო ტყვიამფრქვევები, რაც იცავდა ქალაქს გერმანელების საჰაერო დარტყმებისაგან. ომის დასრულების შემდეგ კრემლის კედელთან გაიმართა გამარჯვების გრანდიოზული აღლუმი.

1949 წელს დაიწყო და 1981 წლამდე გაგრძელდა კრემლის რესტავრაცია, რომელსაც სვიატოსლავ აგაფონოვი ხელმძღვანელობდა. რესტავრაციის დროს აღადგინეს კედლები და კოშკები, ბორისოგლების კოშკი კი ხელახლა ააშენეს.

თანამედროვეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სარესტავრაციო სამუშაოები შეწყდა. 2005 წელს კრემლის კედელს საშიში ბზარები გაუჩნდა, ამავე წლიდან აღსდგა სარესტავრაციო სამუშაოები.

კრემლის არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლის კოშკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამად შემორჩენილია ან აღდგენილია კრემლის 13 კოშკი:

  1. გეორგიევსკის კოშკი — სახელი ეწოდა გვერდით მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიის სახელის მიხედვით, რომელიც აღარ შემორჩენილა[2]. კოშკი არის კვადრატული ფორმისა და ოთხსართულიანი. ქვედა სართული ამჟამად განთავსებულია თითქმის მთლიანად მიწის ქვეშ. კოშკთან უცვლელად შემონახულია 5,3 მეტრის სიმაღლის ასაწევი ხიდი, რომელიც იკეტებოდა 3,52 მეტრის სიმაღლის კარით.
  2. ბორისოგლების კოშკი — კოშკმა სახელი მიიღო მეზობლად მდებარე წმინდა ბორისისა და გლების სახელობის ეკლესიისაგან, რომელიც არ არის შემონახული დღევანდელ ეპოქამდე. კოშკის მეორე სახელია დუხოვსკის კოშკი. აღნიშნული სახელი მიღებულია დუხოვსკის მონასტრისაგან, რომელიც ასევე არ არის შემონახული თანამედროვე ეპოქამდე. 1966 წელს კოშკის ნანგრევები (პირველი სართულის ნარჩენები) გათხარეს, ხოლო 1974 წელს კოშკი კვლავ აღადგინეს თავდაპირველი მდებარეობის მიხედვით.
  3. ზაჩატევის კოშკი — კოშკი ორიარუსიანია. კოშკის თავდაპირველი სახე უცნობია. 1965 წელს ცნობილი არქიტექტორისა და რესტავრატორის სვიატოსლავ აგაფონოვის მიერ დაიწყო კოშკის გამოკვლევა. გაწმინდეს მისი ნაშთები. კულტურულ ფენაში გაწმინდეს მნიშვნელოვანი ორმო. 2012 წელს კოშკი ხელახლა ააშენეს. მასში განათავსეს სამუზეუმო ექსპონატები. კოშკის მეორე სართულზე განთავსებულია ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლის გათხრების დროს აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთები.
  4. თეთრი კოშკი — კოშკი მრგვალია და ოთხსართულიანი. კოშკმა თანამედროვე სახელწოდება მიიღო XIX საუკუნეში ფასადის ქვედა ნაწილში შემონახული თეთრი მოსაპირკეთებელი მასალის გამო. XVII-XVIII საუკუნეებში მას ეწოდებოდა სიმეონოვსკის კოშკი, სიმეონოვსკის მონასტრის სახელწოდებიდან გამომდინარე, რომელიც მდებარეობდა კრემლის შიგნით. 1889 წელს კოშკი გამოიყენებოდა ნიჟნი-ნოვგოროდის საგუბერნიო არქივის შენობად. 1923 წელს თეთრი კოშკი დაიწვა მასში განთავსებულ საარქივო დოკუმენტებთან ერთად, მაგრამ კოშკის სტრუქტურულ ელემენტებს სერიოზული ზიანი არ მიუღიათ.
  5. ივანოვის კოშკი — სახელი მიიღო იოანე წინასწარმეტყველის მონასტრის მიხედვით.
  6. საათიანი კოშკიXVI საუკუნეში მასზე საათი ვააყენეს.
  7. ჩრდილოეთის კოშკი — ასევე უწოდებენ ილინის კოშკს, მის წინ მდებარე ელია წინასწარმეტყველის ეკლესიის გამო.
  8. საიდუმლო კოშკი — სახელი ეწოდა საიდუმლო შესასვლელის გამო.
  9. კორომისლოვის კოშკი — აქ დასაფლავებულია ლეგენდარული გოგონა მხარიხით (ვედროების საზიდარი).
  10. ნიკოლსკის კოშკი — სახელი ეწოდა ახლომდებარე ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესიის მიხედვით.
  11. საწყობის კოშკი — სახელი ეწოდა საწყობის გამო. მეორე სახელია ცეიხჰაუზენი (გერმანულად საწყობი) ან ალექსეევკის - ახლოს მდებარე ალექსეევკის ეკლესიის სახელის მიხედვით.
  12. დიმიტრის კოშკი — სახელი ეწოდა ნიჟნი-ნოვგოროდის დიდი თავადის დიმიტრი კონსტანტინის ძის პატივისცემის ნიშნად. პირველად მოიხსენიება 1372-1374 წლებში. ითვლება ყველაზე ძველ კოშკად, თუმცა თანამედროვე სახე მიიღო 1895 წელს. ითვლება ქალაქის არაოფიციალურ სიმბოლოდ.
  13. პოროხოვაიის კოშკი — მრგვალი, ოთხსართულიანი კოშკი.

მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლში მრავალი ეკლესია მდებარეობდა, მაგრამ ამჟამად შემონახულია მხოლოდ მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია, რომელშიც მდებარეობს კუზმა მინინის საფლავი.

ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოედნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრემლში მოქმედი ორგანიზაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლის ტერიტორიაზე მოქმედებს შემდეგი ორგანიზაციები:

  • ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის საკანონმდებლო კრება.
  • საბჭოების სახლი - ნიჟნი-ნოვგოროდის ადმინისტრაცია და ქალაქის დუმა.
  • ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლო
  • ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლის არსენალი - საგამოფენო ცენტრი.
  • ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლის საკონცერტო დარბაზი - მნიშვნელოვანი ღონისძიებების გამართვის ადგილი.
  • ნიჟნი-ნოვგოროდის სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი „ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლი“.
  • ნიჟნი-ნოვგოროდის სახელმწიფო სამხატვრო მუზეუმი (სამხევრო გუბერნატორის სახლი).
  • ნიჟნი-ნოვგოროდის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია.
  • ფედერალური ხაზინის სამმართველოს ნიჟნი-ნოვგოროდის განყოფილება.
  • ვოლგისპირეთის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის რეზიდენცია.
Законодательное собрание Нижегородской области.jpg
Дом Советов (Нижний Новгород).jpg
NN Kremlin 08-2016 img5.jpg
NN Kremlin 08-2016 img6.jpg
ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის საკანონმდებლო კრების შენობა საბჭოების სახლი ვოლგისპირეთის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის რეზიდენცი საარბიტრაჟო სასამართლო
NNovgorod KremlinBankOffice.JPG
NN Kremlin 08-2016 img9.jpg
Арсенал, Нижний Новгород 02.jpg
Кремль корпус 4.jpg
ფედერალური ხაზინის სამმართველო ნიჟნი-ნოვგოროდის სახელმწიფო სამხატვრო მუზეუმი არსენალის შენობა გუბერნატორის სახლი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]