ზაჩატევის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზაჩატევის კოშკი
Зачатьевская башня
მდებარეობა ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლი
ტიპი სწორკუთხა კოშკი
მასალა აგური
თარიღდება 1500-1516; 2012

ზაჩატევის კოშკი (რუს. Зачатьевская башня) — ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლის სწორკუთხა კოშკი. მდებარეობს თეთრი და ბორისოგლების კოშკებს შორის. სახელი მიიღო კედელთან არსებული ზაჩატევის მონასტრის მიხედვით. კოშკი დაანგრია მეწყერმა. ნიჟნი-ნოვგოროდის გუბერნატორ ივან რებინდერის ბრძანებით დაშალეს და მისი მასალები გამოიყენეს 1785-1787 წლებში მიმდინარე კრემლის სარესტავრაციო სამუშაოებისთვის. ზაჩატევის კოშკის რეკონსტრუქცია მოხდა 2012 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლის ქვედა ნაწილი მდებარეობს ჰიდროგეოლოგიურად არასაიმედო ადგილზე. რის გამოც კოშკს რამდენჯერმე ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები. პირველი ცნობილი დიდი რემონტი კრემლს ჩაუტარეს 1620 წელს, სარესტავრაციო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა მოსკოვიდან გაგზავნილი პერვუშა დანილოვი. მან კრემლის მთიან ნაწილს მიაშენა მრავალ კონტრფორსი. მაგრამ უკვე 1621-1622 წლის ჩანაწერთა წიგნები იტყობინება კედლების ცუდ მდგომარეობაზე. ამავე პერიოდის ჩანაწერებით ზაჩატევის კოშკი ორიარუსიანია. თუმცა კოშკის თავდაპირველი სახე უცნობია. 1646 წელს ვოევოდა დ. ლოდგინი იუწყება, რომ კოშკი და კედლები დანგრეულია.

XVIII საუკუნეში კოშკის დანგრევა და განადგურება კვლავ გრძელდება. 1785-1787 წლებში ზაჩატევისა და ბორისოგლების კოშკების სრული დანგრევის შემდეგ გუბერნატორმა ივან რებინდერმა დაიწყო მათი და ზოგადად კრემლის მთიანი ნაწილის სარესტავრაციო სამუშაოები, რომელიც მიმდინარეობდა 1787-1790 წლებში.

1965 წელს ცნობილი არქიტექტორისა და რესტავრატორის სვიატოსლავ აგაფონოვის მიერ დაიწყო კოშკის გამოკვლევა. გაწმინდეს მისი ნაშთები. კულტურულ ფენაში გაწმინდეს მნიშვნელოვანი ორმო. 2012 წელს კოშკი ხელახლა ააშენეს. მასში განათავსეს სამუზეუმო ექსპონატები. კოშკის მეორე სართულზე განთავსებულია ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლის გათხრების დროს აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Агафонова И. С. К вопросу о реконструкции Зачатской башни Нижегородского кремля // Памятники истории и культуры Верхнего Поволжья. Тезисы докладов на I региональной научной конференции. — Горький, 1990. — С. 123.
  • Агафонов С. Л., Агафонова И. С. Тринадцатая башня Нижегородского кремля // Нижегородский кремль. — Нижний Новгород: Кварц, 2008. — С. 197—209. — ISBN 978-5-903581-19-1.
  • Агафонов С. Л. Нижегородский кремль. Архитектура, история, реставрация. — Горький: Волго-Вятское изд-во, 1976. — 136 с.
  • Агафонов С. Л. Нижегородский кремль. — Нижний Новгород: Кварц, 2008. — 224 с. — ISBN 978-5-903581-19-1.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]