ნიჟნი-ნოვგოროდის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიჟნი-ნოვგოროდის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია
ნიჟნი-ნოვგოროდის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია — რუსეთი
ნიჟნი-ნოვგოროდის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 56°19′41″ ჩ. გ. 44°00′06″ ა. გ. / 56.32806° ჩ. გ. 44.00167° ა. გ. / 56.32806; 44.00167
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი
ადგილმდებარეობა ნიჟნი-ნოვგოროდი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 5210024024
საიტი ოფიციალური ვებგვერდი]
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ლ. ვოზოულინი, ა. ვოზოულინი, ა. კონსტანტინოვი
თარიღდება 1221

ნიჟნი-ნოვგოროდის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია (რუს. Михайло-Архангельский собор) — მართლმადიდებლური ტაძარი ნიჟნი-ნოვგოროდში. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას. ეკლესია ნაკურთხია რუსეთის სამხედროების მფარველის მიქაელ მთავარანგელოზის სახელზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1221 წელს ააგეს ხის, ხოლო 1227 წელს ოთხბურჯიანი, სამაფსიდიანი თეთრი ქვით. ეკლესია სამი საკურთხევლით ააშენეს[1]. ეკლესია სრულიად გადააკეთეს 1359 წელს[1]. 1628 წლის 23 აპრილს ხუროთმოძღვარ ლავრენტი სემიონოვის ხელმძღვანელობით და მშენებელ ანტიპას მეშვეობით დაიწყო არსებული შენობის მშენებლობა, რომელიც გაგრძელდა 1631 წლამდე[2].

1704 წელს კრემლის ხანძრის დროს მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია დაზიანდა. ღვთისმსახურება აღსდგა 1732 წლის 18 მარტს. ეკლესია კვლავ აკურთხეს, კურთხევის ცერემონიალი ჩაატარა ნიჟნი-ნოვგოროდის მთავარეპისკოპოსმა პიტირიმმა[2].

1962 წელს სარესტავრაციო სამუშაოების მიმდინარეობს დროს ეკლესიაში გადაასვენეს კუზმა მინინის ცხედარი.

2006 წლის 16 თებერვალს ნიჟნი-ნოვგოროდს სტუმრობდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც ეწვია ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლს და ყვავილებით შეამკო კუზმა მინინის საფლავი[3].

2008 წელს ეკლესიასთან ახლოს აღმართეს თავად იური ვსევოლოდის ძისა და ეპისკოპოს სიმონ სუზდალელის ძეგლი. მათი გახსნა გაიართა 17 თებერვალს. ნიჟნი-ნოვგოროდის სხვა ტაძრებში ამ დღეს აღევლინა საზეიმო მსახურება. ძეგლი აკურთხა ნიჟნი-ნოვგოროდისა და არზამასის ეპისკოპოსმა გიორგიმ.

2009 წლის 16 მარტს ნიჟნი-ნოვგოროდის საკანონმვებლო კრების წევრებმა ეკლესიას გადასცეს 9 ზარი. 2009 წლის 26 მარტს სამრეკლოზე დაკიდეს დედოზარი, რომლის წონაც იყო 530 კგ.

2009 წლის სექტემბერში ტაძარს სტუმრობდა სრულიად რუსეთისა და მოსკოვის პატრიარქი კირილე. მნ ეკლესიას საჩუქრად გადასცა ყაზანის ღვთისმშობლის ხატი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Михайло-Архангельский кремлёвский собор (1628—1631 гг.), nne.ru
  2. 2.0 2.1 Нижегородский кремль. Михайло-Архангельский собор დაარქივებული 2006-05-18 საიტზე Wayback Machine. , museum.nnov.ru
  3. Kremlin.ru. (2006-02-16) Владимир Путин посетил Нижегородский кремль. ციტატა: „В.Путин возложил цветы к обоим монументам и почтил память защитников Родины минутой молчания.“ ციტირების თარიღი: 2014-12-28.