საიდუმლო კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საიდუმლო კოშკი
Тайницкая башня
Тайницкая башня (03.09.05) - panoramio.jpg
მდებარეობა ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლი
ტიპი მრგვალი კოშკი
მასალა აგური
თარიღდება XVI საუკუნე
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 5210024012

საიდუმლო კოშკი (რუს. Тайницкая башня) — ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლის ერთ-ერთი კოშკი. მდებარეობს მთიან ნაწილზე ჩრდილოეთისა და კორომისლოვის კოშკებს შორის. სხვა მრგვალი კოშკებისაგან განსხვავებით (საათიანი კოშკის გარდა), განსხვავდება სათვალთვალო კოშკურით, მსგავსი კოშკურები აქვს საათიან და ნიკოლსკის კოშკებს.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენობის სახელწოდება დაკავშირებულია საიდუმლო გასასვლელთან, რომელიც გადიოდა მდინარე ვოლგის შენაკად პოჩაინაზე. გასასვლელი გათხრილი იყო კედელბის ქვეშ. ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლის ხანგრძლივი ალყის დროს გასასვლელით ჩადიოდნენ მდინარეზე და იღებდნენ წყლის მარაგს. XIX საუკუნეში მიწის სამუშაოების დროს საიდუმლო გასასვლელი მიწით ამოავსეს, ხოლო მიწისქვეშა მდინარის ჩანადენ წყლებისათვის მიწისქვეშ კოლექტორი მოაწყვეს. ლეგენდის თანახმად, კრემლის ბორცვის ახლოს, პოჩაინაიას სათავესთან, მდებარეობს დიდი ლოდი და თუკი იგი ამოძრავვება, პატარა მდინარე, როგორც კი გათავისუფლდება, მიედინება ფართო ნაკადებით და აღგვის ქალაქს პირისაგან მიწისა[1]. კოშკმა თავის თავზე გამოცადა დამანგრეველი ძალა: მის კედლებში ინახებოდა თოფის წამალი, ხოლო ახლოს ხეობაში ააგეს თოფის წამლის ქარხანა - მწვანე ეზო. ქარხნისაგან მოდინარეობს საიდუმლო კოშკის მეორე სახელწოდება „ზელენე“. კოშკის მესამე სახელწოდება - მენელსაცხებლეთა კოშკი დაკავშირებულია ახლოს მდებარე ნიჟნი-ნოვგოროდის მენელსაცხებლე დედათა ეკლესიასთან. როგორც ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლის ყველა მრგვალ კოშკს, საიდუმლო კოშკსაც გააჩნია სამი იარუსი სათოფურებით, რომელიც აღჭურვილია საბრძოლო პალატებით.

XVII საუკუნეში საიდუმლო კოშკზე დაამონტაჟეს ერთი სპილენძის სიათა, ხოლო 1785-1790 წლებში შენობა გადააკეთეს საკვების საწყობად ნიჟნი-ნოვგოროდის გუბერნატორის ივან რებინდერის ბრძანების მიხედვით. 1826-1887 წლებში კოშკი აიღო ცეიგჰაუზის ბატალიონმა. მოგვიანებით კოშკი გადაეცა ნიჟნი-ნოვგოროდის ვოევოვას, როგორც არქივი. დიდი სამამულო ომის პერიოდში მონგრეული კოშკურის ადგილზე დაამონტაჟეს საზენიტო იარაღი, რომელიც ქალაქს იცავდა გერმანული არმიის საჰაერო დარტყმებისაგან. 1960-იან წლებში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების დროს აღადგინეს სახურავის კოშკურა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Агафонов С. Л. Нижегородский кремль. Архитектура, история, реставрация. — Горький: Волго-Вятское издательство, 1976. — 136 с.
  • Кирьянов И. А. Нижегородский Кремль. Очерк истории кремля в городе Горьком. — Горький: Горьковское книжное издательство, 1956. — 116 с.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]