თეთრი კოშკი (ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლი)
| თეთრი კოშკი | |
|---|---|
|
| |
| სტატუსი | რუსეთის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
| ქვეყანა |
|
| მდებარეობა და ფუნქცია | |
| მდებარეობა | ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლი |
| თარიღდება | XVI საუკუნე |
| ტიპი | მრგვალი კოშკი |
![]() | |
თეთრი კოშკი (რუს. Белая башня) — ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლის ერთ-ერთი კოშკი. მდებარეობს მთისწინეთზე ივანოვსკისა და ზაჩატევსკის კოშკებს შორის.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოშკი თარიღდება XVI საუკუნით. 1620 წელს იგი გადაუკეთებიათ.
კოშკმა თანამედროვე სახელწოდება მიიღო XIX საუკუნეში ფასადის ქვედა ნაწილში შემონახული თეთრი მოსაპირკეთებელი მასალის გამო. XVII-XVIII საუკუნეებში მას ეწოდებოდა სიმეონოვსკის კოშკი, სიმეონოვსკის მონასტრის სახელწოდებიდან გამომდინარე, რომელიც მდებარეობდა კრემლის შიგნით.
1889 წელს კოშკი გამოიყენებოდა ნიჟნი-ნოვგოროდის საგუბერნიო არქივის შენობად. 1923 წელს თეთრი კოშკი დაიწვა მასში განთავსებულ საარქივო დოკუმენტებთან ერთად, მაგრამ კოშკის სტრუქტურულ ელემენტებს სერიოზული ზიანი არ მიუღიათ.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოშკი არის მრგვალი და ოთხსართულიანი. თავდაპირველი გადახურვა არ შემონახულა. აქვს სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს შენარჩუნებული ადრეული რეკონსტრუქციის კვალი.
კოშკს ორი შესასვლელი აქვს, მიწის დონეზე (კოშკის მეორე სართულზე) და სამხედრო აივნიდან. ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლის სხვა მრგვალი კოშკებისაგან განსხვავებით თეთრ კოშკს გააჩნია დიდი რაოდენობით სათოფურები. მეორე სართულის ინტერიერი გადაკეთებულია ოთხკუთხედის ფორმის მქონე ოთახად. სამივე მხარეს ოთახს დატანებული აქვს სათოფურები. მესამე სართულის ინტერიერს მრგვალი დაგეგმარება აქვს. მის კედლებში დატანებულია შვიდი სწორკუთხა ნიში ვიწრო სათოფურებით. მეოთხე სართულზე დატანებულია კრემლის კოშკებისათვის დამახასიათებელი საბრძოლო ფანჯრები ანუ სათოფურები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Агафонов С. Л. Нижегородский кремль. Архитектура, история, реставрация. — Горький: Волго-Вятское издательство, 1976. — 136 с.
- Кирьянов И. А. Нижегородский Кремль. Очерк истории кремля в городе Горьком. — Горький: Горьковское книжное издательство, 1956. — 116 с.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- История перестройки и реконструкции Кремля დაარქივებული 2019-08-22 საიტზე Wayback Machine.
- Нижегородский кремль დაარქივებული 2016-11-22 საიტზე Wayback Machine.
