ჩრდილოეთის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჩრდილოეთის კოშკი
Северная башня
NN Kremlin 08-2016 img2.jpg
მდებარეობა ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლი
ტიპი მრგვალი კოშკი
მასალა აგური
თარიღდება XVI საუკუნე
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 5210024011

ჩრდილოეთის კოშკი (რუს. Северная башня) — ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლის ერთ-ერთი კოშკი. მდებარეობს მთიან ნაწილზე ტაინიცკისა და საათიან კოშკებს შორის. მიუხედავად სახელწოდებისა იგი არ არის ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე კოშკი, მაგრამ კედელი, რომელიც მიემართება ტაინიცკის კოშკიდან, ემთხვევა ჩრდილოეთის მიმართულებას.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთის კოშკი რუსეთის საფოსტო მარკაზე

XVII საუკუნის ისტორიულ დოკუმენტებში ჩრდილოეთის კოშკს ასევე ეწოდება „კუთხის კოშკი“, რადგან მას ციხესიმაგრის კედლის კუთხე უჭირავს, რომელიცც მკვეთრად უხვევს პოჩაინაიის ხეობისკენ. მოგვიანებით ამჟამინდელ ჩრდილოეთის კოშკს უწოდებდნენ „ილინსკის კოშკს“, რადგან მდებარეობს ნიჟნი-ნოვგოროდის ელია წინასწარმეტყველის ეკლესიასთან ახლოს, რომელიც ხეობის მეორე მხარეს მდებარეობს. როგორც ლეგენდა მოგვითხრობს, 1505 წელს ყაზანის ხანმა მაგმეტ-ამინმა, შეკრიბა თათრებისა და ნოღაელების დიდი არმია და საომრად გაემართა ნიჟნი-ნოვგოროდელების წინააღმდეგ. მეზარბაზნე ფედია ლიტვიჩმა ზარბაზნიდან ესროლა თათრებს და ერთი გასროლით გაანადგურა ნოღაელების ხელმძღვანელის კარავი. წყაროების მიხედვით, თათრები რომლებმაც დაკარგეს ლიდერი, გაიქცნენ და ვერ შეებრძოლენ ნიჟნი-ნოვგოროდელებს. კარვის ადგილზე ააშენეს ელია წინასწარმეტყველის ეკლესია.

ჩრდილოეთის კოშკი თავისი კონსტრუქციით ემსგავსება ტაინიცკის კოშკს: მას აქვს ოთხი სართული, საბრძოლო ფანჯრებით, გასასვლელი აღჭურვილია სქელი კედლით, იარუსებს შორის ასასვლელად გამოიყენება მცირე კიბე, ხოლო ქალაქში გასასვლელად ვიწრო გასასვლელი. ეს კარი ასრულებდა სამსახურებრივ როლს: მისი მეშვეობით სარგებლობდნენ მაცნეები და მებრძოლები, რომლებიც ავსებდნენ არმიას ქალაქის ალყის დროს. XVIII საუკუნეში ჩრდილოეთის კოშკში განთავსდა საგუბერნიო ასეულის სამხედრო საწყობი, ხოლო 1827 წელს იგი გადააკეთეს პოლიციის სამმართველოს საწყობად.

XIX საუკუნეში ქალაქის მოსახლეობაში გავრცელდა ხმები, რომ იმპერატორ ნიკოლოზ I-ს ჩრდილოეთის კოშკის კედლებში სურდა სამეფო რეზიდენციის გახსნა. მითქმა-მოთქმას ჰქონდა მიზეზი: 1835-1841 წლებში ნიკოლოზ I-ის ნიჟნი-ნოვგოროდში ვიზიტის შემდეგ კრემლი კეთილმოაწყვეს, იგი გაათავისუფლეს კერძო სახლებისაგან და ააშენეს ახალი ნაგებობები (მათ შორის გუბერნატორის სახლი). ამავე პერიოდში დაგეგმეს ჩრდილოეთის კოშკის რეკონსტრუქცია, რომლის ღირებულებამაც შეადგინა 150 ათასი რუბლი, მაგრამ ეს პროექტი არ განხორციელებულა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Агафонов С. Л. Нижегородский кремль. Архитектура, история, реставрация. — Горький: Волго-Вятское издательство, 1976. — 136 с.
  • Кирьянов И. А. Нижегородский Кремль. Очерк истории кремля в городе Горьком. — Горький: Горьковское книжное издательство, 1956. — 116 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]