შინაარსზე გადასვლა

იდა-ვირუმაა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან იდა-ვირუმაას მაზრა)
იდა-ვირუმაა
Ida-Virumaa
დროშა გერბი

ქვეყანა ესტონეთის დროშა ესტონეთი
ადმ. ცენტრი იიჰვი
კოორდინატები 59°13′00″ ჩ. გ. 27°18′00″ ა. გ. / 59.21667° ჩ. გ. 27.30000° ა. გ. / 59.21667; 27.30000
ფართობი 3,364 კმ²
მოსახლეობა 166 548 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 51,4 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2
საავტომობილო კოდი I
ოფიციალური საიტი ida-virumaa.ee

იდა-ვირუმაა (ესტ. Ida-Virumaa ან Ida-Viru maakond) — რუსულენოვანი მაზრა ესტონეთში, მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრი – ქალაქი იიჰვი. მაზრის შემადგენლობაში შედის 23 მუნიციპალიტეტი: 7 ქალაქი (ვირუ) და 16 თემი.

იდა-ვირუმაა ერთ-ერთი ყველაზე ძველი რეგიონია ესტონეთში. X-XIII საუკუნეებში შემოიჭრნენ ვიკინგები. XIII საუკუნის დასაწყისში დაიპყრეს გერმანელმა ჯვაროსნებმა. 1219-1220 წლებში დანიელებმა, რომელთა ბატონობაც საუკუნეზე მეტ ხანს გაგრძელდა. XIV საუკუნიდან ტევტონთა ორდენის ხელშია, ხოლო ლივონიის ომის შემდეგ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშია.

მაზრის ტერიტორიაზე მდებარეობს ესტონეთის:

  • ყველაზე წყალუხვი მდინარე - ნარვა (400 მ³/წმ).
  • ყველაზე დიდი ტბათა სისტემა - (40 ტბა 30 კმ²-ზე).
  • ყველაზე მაღალი ჩანჩქერი - ვალასტე (25 მ).

მაზრის მოსახლეობა, ისევე როგორც მთელი ესტონეთისა, მცირდება. მაზრის შობადობის კოეფიციენტი 2006 წელს იყო 9,4 %, ხოლო სიკვდილიანობისა - 15,3 %. მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა ასეთია:

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]