შუაატლანტიკური ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შავი ხაზით ნაჩვენებია შუაატლანტიკური ქედი

შუაატლანტიკური ქედიატლანტის ოკიანის ფსკერის უდიდესი მთის სისტემა, შუაოკეანური ქედების სისტემის ერთ-ერთი ნაწილი. მისი სიგრძე 18 000 კმ-ზე მეტია. ქედის ცალკეული მონაკვეთებია:

  • კნიპოვიჩის ქედი (ჩ. . 81°-იდან 73°-მდე, ნორვეგია-გრენლანდიის აუზი)
  • მონის ქედი (სამხრეთით)
  • ისლანდია-იან-მაიენის ქედი
  • რეკიანესის ქედი (ისლანდიის სამხრეთით, ჩ. გ. 52°-მდე)
  • ჩრდილოატლანტიკური ქედი
  • სამხრეთატლანტიკური ქედი

შუაატლანტიკური ქედი განივი რღვევებით დაყოფილია ცალკეულ სეგმენტებად, რომლებიც ჰორიზონტალური მიმართულებით ერთმანეთის მიმართ გადაადგილებულია 300–600 კმ-ით. შუაატლანტიკური ქედი აგებულია იურულ-ოლიგოცენური ამფიბოლიტები და ოფიოლითებით და ოლიგოცენ-ანთროპოგენური კარბონატული დანალექი ქანების შუაშრეებიანი ტოლეიტური ბაზალტებით. სამხრეთ ნახევარსფეროში შუაატლანტიკური ქედის კალთებზე აღმართულია წყალქვეშა ვულკანები. მათი ზოგიერთი მწვერვალი წარმოადგენს კუნძულს (ამაღლების, წმინდა ელენესი და სხვა კუნძულები). ტრისტან-და-კუნიას კუნძულების ჯგუფში არის მოქმედი ვულკანი. სამხრეთ ნახევარსფერში შუაატლანტიკური ქედის აღმოსავლეთის გაგრძელებაა აფრიკა-ანტარქტიკის ქედი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]