ნადია კომენეჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნადია კომენეჩი
Nadia Comăneci from acrofan.jpg
ნადია კომენეჩი 2010 წელს
სრული სახელი ნადია ელენა კომანეჩი
მეტსახელ (ებ) ი ნადია
ქვეყანა (სპორტი) დროშა: რუმინეთი რუმინეთი
დაიბადა 12 ნოემბერი, 1961 (1961-11-12) (58 წლის)
ონეშტი, რუმინეთი
სიმაღლე 1,63 მ
დისციპლინა ქალთა მხატვრული ტანვარჯიში
დონე უფროსთა შორის ელიტური
კოლეჯი ბუქარესტის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი
ყოფილი მწვრთნელ(ებ)ი ბელა კაროი
მართა კაროი
ქორეოგრაფი ჯეზა პოზარი
კარიერა დაასრულა 1984 (ოფიციალურად)

ნადია ელენა კომენეჩი (რუმ. Nadia Elena Comăneci; დ. 12 ნოემბერი, 1961, ონეშტი, რუმინეთი) — ყოფილი რუმინელი სპორტული ტანმოვარჯიშე და ხუთგზის ოლიმპიური მედალოსანი. კომენეჩი პირველი ტანმოვარჯიშეა, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე სრულყოფილი 10 შეფასება დაიმსახურა. [1]

კარიერის განმავლობაში, კომენეჩიმ 9 ოლიმპიური მედალი და სპორტულ ტანვარჯიშში მსოფლიო ჩემპიონატის 4 მედალი მოიგო.

ნადია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ტანმოვარჯიშეა და ცნობილია სპორტის მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზებით.[2] 2000 წელს, ის მეოცე საუკუნის ათლეტთა შორის დაასახელეს.[3] 1989 წლიდან, კომენეჩი აშშ-ში ცხოვრობს. დაქორწინებულია ამერიკელ ოლიმპიურ ჩემპიონ ბარტი კონერზე.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ონეშტი, პატარა ქალაქი, სადაც დაიბადა ნადია.

ნადია კომენეჩი დაიბადა 1961 წლის 12 ნოემბერს, ონეშტში, დასავლეთ მოლდოვის ისტორიულ რეგიონში, რუმინეთის ბაკეუს ჟუდეცში, კარპატების მთებში მდებარე პატარა ქალაქში.[4][5] მისი მშობლები გეორგი და სტეფანია კომენეჩები არიან. ჰყავს უმცროსი ძმა.[6] მშობლები 1970-იან წლებში განქორწინდნენ. მოგვიანებით მამამისი (1936-2012) ბუქარესტში გადავიდა.[7] ის და მისი უმცროსი ძმა, ადრიანი რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მზრუნველობის ქვეშ აღმოჩნდნენ.[8] 2011 წელს, ნადიას დედამ, სტეფანიამ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მან ქალიშვილი ტანვარჯიშში იმიტომ შეიყვანა, რომ ნადიას ზედმეტი ენერგიულობისა და აქტიურობის გამო, ბავშვის აღზრდა რთული იყო.[9] კომენეჩიმ ბუქარესტის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სპორტული აღზრდის ხარისხი მიიღო, რაც მას ტანვარჯიშის მწვრთნელის კვალიფიკაციას აძლევს.[10]

ადრეული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნადია 1970-იან წლებში

ნადიამ ტანვარჯიშში ვარჯიში ჯერ კიდევ ბაღიდან დაიწყო, ადგილობრივ გუნდთან ალი-სთან (Flacăra) ერთად, სადაც მისი მწვრთნელები დანკანი და მანტანი იყვნენ.[11][12] 6 წლის ასაკში, როდესაც კომენეჩის მიერ შესრულებული ერთ-ერთი მოძრაობა, კერძოდcartwheel იხილეს, ნადია ბელა კაროის ექსპერიმენტული ტანვაჯიშის სკოლისთვის შეარჩიეს.[13][14] კაროი ისეთ ტანმოვარჯიშეებს ეძებდა, რომელთაც ადრეული ასაკიდანვე გაწვრთნიდა. შესვენებისას მან ორი გოგონა შეამჩნია. როდესაც შესვენება მორჩა და გოგონები შიგნით შევიდნენ, კაროი მათ მიჰყვა. ის საკლასო ოთახებს შორის დაიარებოდა, საბოლოოდ კომენეჩიც შენიშნა (მეორე გოგონა, ვიორიკა დიმიტრუ, რუმინეთის ერთ-ერთი მოწინავე ბალერინა გახდა). ნადია კაროისთან 7 წლის ასაკიდან ვარჯიშობდა. ბელასა და მისი ცოლის, მართა კაროის მიერ ონეშტში დაარსებულ ტანვარჯიშის სკოლაში კომენეჩი ერთ-ერთი პირველი სტუდენტი იყო. განსხვავებით კაროის სკოლის ბევრი სხვა სტუდენტისაგან, ნადიას სახლიდან სკოლამდე გადაადგილება შეეძლო, რადგანაც ქალაქში ცხოვრობდა.[15]

ნადია კომენეჩი 1977 წელს.

1970 წლიდან, ნადიამ მშობლიური ქალაქის გუნდთან ერთად ასპარეზობა დაიწყო და ყველაზე ახალგაზრდა ტანმოვარჯიშე გახდა, რომელმაც რუმინეთის ეროვნული ჩემპიონატი მოიგო. 1971 წელს, პირველ საერთაშორისო შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა. უმცროსთა შორის, ნადია იუგოსლავიელ ტანმოვარჯიშეს დაუპირისპირდა, „all-around“ ღონისძიებაში გაიმარჯვა და გუნდს ოქროს მედლის მოპოვებაში შეუწყო ხელი. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, ნადია მრავალ ახალგაზრდულ შეჯიბრზე გამოდიოდა რუმინეთის მასშტაბით. ორმაგ შეხვედრებში ის ისეთი ქვეყნის ტანმოვაჯიშეებს ხვდებოდა, როგორიცა: უნგრეთი, იტალია და პოლონეთი.[16] 11 წლის ასაკში, მან ახალგაზრდა ტანმოვარჯიშეთა უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო შეჯიბრზე, უმცროსთა შორის მეგობრობის ტურნირზე „all-around“, „vault“ და „uneven bars“ ღონისძიებებში გაიმარჯვა.[16][17]

კომენეჩიმ საერთაშორისო აღიარება 13 წლისამ მოიპოვა, როდესაც 1975 წელს ქალთა სპორტული ტანვარჯიშის ევროპის ჩემპიონატზე (სკიენი, ნორვეგია) 5 ღონისძიებიდან 4-ში გაიმარჯვა. მხოლოდ „floor exercise“ ღონისძიებაში აჯობა მას ნელი ვლადიმიროვნა კიმმა. კომენეჩიმ ასეთივე წარმატებით გააგრძელა მოღვაწეობა: „ყველა ჩემპიონის“ შეჯიბრზე მან „all-around“ ღონისძიება მოიგო, პირველი ადგილი დაიკავა „all-around“, „vault“, „balance beam“ და „uneven bars“ ღონისძიებებში, რუმინეთის ეროვნულ ჩემპიონატზე. ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წინა ღონისძიებაზე, მონრეალში, კომანეჩიმ „all-around“ და „balance beam“ ღონისძიებებში გაიმარჯვა, „vault“, „floor exercise“ და „uneven bars“ ღონისძიებებში კი მას საბჭოთა ტანმოვაჯიშემ, კიმმა აჯობდა და რუმინელმა ვერცხლის მედლებს დასჯერდა.[16]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Comăneci, Nadia (2004). Letters to a Young Gymnast – The Art of Mentoring. Basic Books. ISBN 0-465-01276-0.
  • Kerr, Roslyn. "The Impact of Nadia Comaneci on the Sport of Women's Artistic Gymnastics." Sporting Traditions, Australian Society for Sports History. November 2006:87–102.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

ვიდეოკლიპები:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gymnast Nadia Comăneci Became the Queen of the 1976 Montreal Games when she was Awarded the First Perfect Score.
  2. The Columbia Electronic Encyclopedia, 6th ed.. (2007)Gymnastics. infoplease.com.
  3. Nadia Comăneci“, CNN, July 7, 2008. 
  4. Lafon, Lola. The Little Communist Who Never Smiled. Serpent's Tail/Profile Books.
  5. Gymnastics legend Nadia Comaneci wants to remind everyone she's from Romania. New York Daily News (August 6, 2016).
  6. http://www.gymn-forum.net/Articles/Misc-Comaneci_YA.html
  7. http://www.evz.ro/tatal-nadiei-comaneci-a-murit-961238.html
  8. Comăneci, p. 5.
  9. http://www.libertatea.ro/sport/alte-sporturi/stefania-comaneci-mama-nadiei-sunt-mandra-de-ea-665179
  10. Comăneci, pp. 94 and 121.
  11. Whatever Happened to Nadia Comăneci? Archived May 28, 2010, საიტზე Wayback Machine. Barbara Fisher and Jennifer Isbister, 2003, Gymnastics Greats.com
  12. Comăneci
  13. Comăneci, pp. 17–19.
  14. Deford, Frank. "Nadia Awed Ya". Sports Illustrated. August 2, 1976.
  15. Comăneci, p. 19.
  16. 16.0 16.1 16.2 List of competitive results Gymn-Forum
  17. Comăneci, pp. 27–28.