სიმონ ბაილზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სიმონ ბაილსი)
სიმონ ბაილზი

სიმონ ბაილზი 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე
სრული სახელი სიმონ ერიან ბაილზი
დაიბადა 14 მარტი, 1997 (1997-03-14) (27 წლის)[1]
კოლუმბუსი, ოჰაიო, აშშ
საცხოვრებელი ადგილი ჰიუსტონი, ტეხასი, აშშ
რეზიდენცია სპრინგი, ტეხასი, აშშ
სიმაღლე 1,42 მ.
დისციპლინა ქალთა მხატვრული ტანვარჯიში
დონე უფროსთა შორის საერთაშორისო ელიტური
ეროვნულ ნაკრებში 2012-2016
მწვრთნელ(ებ)ი ლორან ლენდი
ასისტენტი მწვრთნელ(ებ)ი ეიმი ბურმენი
ქორეოგრაფი დომინიკ ზიტო

სიმონ ერიან ბაილზი (დ. 14 მარტი, 1997)[2]ამერიკელი სპორტული ტანმოვარჯიშე. ბაილზი არის 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ინდივიდუალური „all-around“, „ბჯენითი რბენები“ და „floor exercise“ ღონისძიებების გამარჯვებული და „balance beam“ ღონისძიების ვერცხლის მედალოსანი. ამავე ოლიმპიურ თამაშებზე ბაილზმა საბოლოო ხუთეულის სხვა წევრებთან ერთად აშშ-ს კიდევ ერთი გუნდური ოქროს მედალი მოუპოვა.[3]

ბაილზი არის „all-around“ ღონისძიებაში სამგზის მსოფლიო ჩემპიონი (2013-2015), „floor exercise“ ღონისძიებაში სამგზის მსოფლიო ჩემპიონი (2013-2015), „balance beam“ ღონისძიებაში ორგზის მსოფლიო ჩემპიონი (2014, 2015), აშშ-ის ეროვნული ჩემპიონატის ოთხგზის „all-around“ ჩემპიონი (2013-2016) და 2014 და 2015 წლების სპორტული ტანვარჯიშის მსოფლიო ჩემპიონატების გამარჯვებული ამერიკის ნაკრების წევრი. 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბაილზმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა „ბჯენითი რბენები“ ღონისძიებაში.

საერთო ჯამში, 19 ოლიმპიური და მსოფლიო მედლით ბაილისი ამერიკელ ტანმოვარჯიშეებს შორის ყველაზე ტიტულოვანი ტანმოვარჯიშეა. ამ მაჩვენებლით მან შენონ მილერს გადაუსწრო, რომელიც 7 ოლიმპიური და 9 მსოფლიო მედლით 1993 წლიდან ლიდერობდა ამერიკელთა შორის. რიოში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ბაილზი მეექვსე ქალი ტანმოვარჯიშე გახდა, რომელმაც ინდივიდუალურ „all-around“ ღონისძიებაში როგორც მსოფლიო ჩემპიონატზე, ისე ოლიმპიურ თამაშებზეც ოქროს მედალი მოიპოვა. 4 ოლიმპიური ოქროს მედლით ბაილზმა ამერიკელ ქალ ტანმოვარჯიშეთა შორის რეკორდი დაამყარა ერთ ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ოქროს მედლების რაოდენობით. ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ტანმოვარჯიშედ.[4][5]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაილზმა პირველად ტანვარჯიშის მოძრაობების შესრულება 6 წლის ასაკში, საველე მოგზაურობის დროს სცადა. ინსტრუქტორებმა მას ტანვარჯიშში ვარჯიშის გაგრძელება ურჩიეს. ბაილზი მალე მართლაც ჩაირიცხა ბენონის ტანვარჯიშის სავარჯიშო პროგრამაზე.[6] 8 წლის ასაკიდან მან მწვრთნელ ეიმი ბურმანთან დაიწყო ვარჯიში.[7]

უმცროსთა შორის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაილზის კარიერა 2011 წლის 1 ივლისს, ჰიუსტონში ჩატარებული ამერიკული კლასიკური ჩემპიონატით დაიწყო, სადაც მან „ბჯენითი რბენები“ და „balance beam“ ღონისძიებაში პირველი, „all-around“ ღონისძიებაში — მესამე, „floor exercise“ ღონისძიებაში — მეოთხე და „uneven bars“ ღონისძიებაში — მერვე ადგილები დაიკავა.[8] შემდეგი ჩემპიონატი არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა. ბილსმა ილინოისში გამართულ აშშ-ის კლასიკურ ჩემპიონატზე „all-around“ ღონნისძიებაში მე-10, „balance beam“ და „floor exercise“ ღონისძიებებში კი, მეხუთე ადგილები დაიკავა.[9][10]

2012[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წელს ბაილზი საჯარო სკოლიდან გამოვიდა, რამაც შესაძლებობა მისცა ვარჯიშის დრო კვირაში 20 საათიდან 32 საათამდე გაეზარდა. გაზრდილმა ვარჯიშის დრომ 2012 წლის სეზონში ბაილზის წარმატებას შეუწყო ხელი. Biles credited the increased training time with her improved success during the 2012 season.[6] 2012 წელს ჰანტსვილში, ტეხსასში გამართულ ამერიკულ კლასიკურ ჩემპიონატზე „all-around“ და „ბჯენითი რბენები“ ღონისძიებებში პირველი ადგილი, „floor exercise “ღონისძიებაში — მე-2, „balance beam“ ღონისძიებაში — მე-3, ხოლო „uneven bars“ ღონისძიებაში — მე-4 ადგილი დაიკავა.[11][12] კარგმა მაჩვენებლებმა ბაილსს შესაძლებლობა მისცა 2012 წლის აშშ-ის ტანვარჯიშის ეროვნულ ჩემპიონატში მიეღო მონაწილეობა.[11] 2012 წლის ამერიკის კლასიკურ ჩემპიონატზე, ჩიკაგოში მან „all-around“ და „ბჯენითი რბენები“ ღონისძიებებში პირველი ადგილი დაიკავა, „floor exercise“ ღონისძიებაში — მე-2, ხოლო „balance beam“ ღონისძიებაში — მე-6. ივნისში სენტ ლუისში, მისურიში გამართულ ჩემპიონატზე „ბჯენითი რბენები“ ღონისძიებაში 1-ელი, „all-around“ ღონისძიებაში — მე-3, ხოლო „uneven bars“, „balance beam“ და „floor exercise“ ღონისძიებებში — მე-6 ადგილი დაიკავა.[13] ამ გამოსვლის შემდეგ ბაილზი აშშ-ის ტანვარჯიშის უმცროსთა ეროვნულ ნაკრებში აიყვანეს.

შეჯიბრების ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უმცროსთა შორის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ღონისძიება Team all-around „ბჯენითი რბენები“ uneven bars balance beam floor exercise
2011 ამერიკის კლასიკური ჩემპიონატი 3 1ჩემპიონი 8 1ჩემპიონი 4
აშშ-ის ტანარჯიშის ეროვნული ჩემპიონატი 14 7 22 10 12
აშშ-ის კლასიკური ჩემპიონატი 20 5 5
2012 აშშ-ის კლასიკური 1ჩემპიონი 1ჩემპიონი 6 2ვერცხლის მფლობელი
აშშ-ის ტანვარჯიშის ეროვნული ჩემპიონატი 3 1ჩემპიონი 6 6 6

უფროსთა შორის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ღონისძიება Team all-around „ბჯენითი რბენები“ uneven bars balance beam floor exercise
2013 ამერიკის თასი 2ვერცხლის მფლობელი
ქალაქ ჯესოლოს თასი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი
USA-GER-ROM Tri-Meet 1ჩემპიონი 2ვერცხლის მფლობელი
აშშ-ის კლასიკური ჩემპიონატი 7 8
აშშ-ის ტანვარჯიშის ეროვნული ჩემპიონატი 1ჩემპიონი 2ვერცხლის მფლობელი 2ვერცხლის მფლობელი 2ვერცხლის მფლობელი 2ვერცხლის მფლობელი
მსოფლიო ჩემპიონატი 1ჩემპიონი 2ვერცხლის მფლობელი 4 3 1ჩემპიონი
2014 აშშ-ის კლასიკური ჩემპიონატი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი 4 1ჩემპიონი 1ჩემპიონი
აშშ-ის ტანვარჯიშის ეროვნული ჩემპიონატი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი 4 2ვერცხლის მფლობელი 1ჩემპიონი
მსოფლიო ჩემპიონატი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი 2ვერცხლის მფლობელი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი
2015 ამერიკის თასი 1ჩემპიონი
ქალაქ ჯესოლოს თასი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი
აშშ-ის კლასიკური ჩემპიონატი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი 4 1ჩემპიონი 1ჩემპიონი
აშშ-ის ტანვარჯიშის ეროვნული ჩემპიონატი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი 5 1ჩემპიონი 2ვერცხლის მფლობელი
აშშ-ის ტანვარჯიშის ერვნული ჩემპიონატი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი 3 1ჩემპიონი 1ჩემპიონი
2016 წყნარი ოკეანის ტანვარჯიშის ჩემპიონატი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი
აშშ-ის კლასიკური ჩემპიონატი 5 1ჩემპიონი
აშშ-ის ტანვარჯიშის ეროვნული ჩემპიონატი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი 4 1ჩემპიონი 1ჩემპიონი
ოლიმპიური ჩემპიონატი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი 4 4 1ჩემპიონი
ოლიმპიური თამაშები 1ჩემპიონი 1ჩემპიონი 1ჩემპიონი 3 1ჩემპიონი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. GymDivas.Us. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 29, 2010. ციტირების თარიღი: July 7, 2016.
  2. GymDivas.Us | Online Resource for Gymnasts in the United States. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 13, 2014. ციტირების თარიღი: July 7, 2016.
  3. Dillman, Lisa (August 27, 2016). „This young lady is light-years ahead of the competition“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: January 20, 2018.
  4. Wiedeman, Reeves (August 12, 2016). „Simone Biles Becomes the Greatest Gymnast of All-Time“. The New Yorker. ციტირების თარიღი: August 12, 2016.
  5. Minutaglio, Rose (August 16, 2016). „1984 Olympic Gold Medalist Mary Lou Retton Says Simone Biles 'Is The Greatest Gymnast Ever'. People Magazine. ციტირების თარიღი: August 16, 2016.
  6. 6.0 6.1 Meyers, Dvora (July 8, 2016). „Simone Biles: Mental Gymnastics“. Buzzfeed. ციტირების თარიღი: July 14, 2016.
  7. Park, Alice. „Simone Biles Is Taking Her Sport to New Heights“. TIME.com. ციტირების თარიღი: July 30, 2016.
  8. „McLaughlin, Skinner, Milliet win American Classic titles“. USA Gymnastics. July 2, 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 5, 2016. ციტირების თარიღი: July 15, 2016.
  9. 2011 Cover Girl Classic Meet Results Women Competition I. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 16, 2016. ციტირების თარიღი: July 15, 2016.
  10. 2011 Cover Girl Classic Vault Rankings Women Competition I. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 16, 2016. ციტირების თარიღი: July 15, 2016.
  11. 11.0 11.1 „Winners Named at American Classic“. USA Gymnastics. May 6, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 5, 2016. ციტირების თარიღი: July 16, 2016.
  12. 2012 American Classic National Training Center. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 21, 2018. ციტირების თარიღი: July 16, 2016.
  13. Simone Biles. USA Gymnastics. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 28, 2021. ციტირების თარიღი: October 31, 2015.