ლარისა ლატინინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლარისა ლატინინა
Latinina portret.jpeg
ლატინინა კრემლში 2010 წელს
სრული სახელი ლარისა სემიონოვნა ლატინინა
ქვეყანა (სპორტი) დროშა: სსრკ სსრკ
დაიბადა 27 დეკემბერი, 1934 (1934-12-27) (83 წლის)
ხერსონი, უკრაინის სსრ, საბჭოთა კავშირი
სიმაღლე 1,61 მ.[1]
წონა 52 კგ.[1]
დისციპლინა ქალთა მხატვრული ტანვარჯიში
დონე უფროსთა შორის საერთაშორისო
კარიერა დაასრულა 1966

ლარისა ლატინინა (უკრ. Лариса Семенівна Латиніна; რუს. Лари́са Семёновна Латы́нина; დ. 27 დეკემბერი, 1934) — ყოფილი საბჭოთა სპორტული ტანმოვარჯიშე სამხრეთ უკრაინიდან. 1956-1964 წლებში მან ინდივიდუალურ ჩათვლაში 14 ოლიმპიური მედალი, გუნდურ ჩათვლაში კი 4 ოლიმპიური მედალი მოიპოვა. ტანმოვარჯიშეთა შორის ლატინინას რეკორდული მაჩვენებელი აქვს — 9 ოლიმპიური ოქროს მედალი. ხოლო 18 ოლიმპიური მედალი 48 წლის განმავლობაში (მაიკლ ფელპსი; 31 ივლისი, 2012)[2] რეკორდული მაჩვენებელი იყო. ინდივიდუალურ ჩათვლაში მოპოვებული მედლების რაოდენობით (14 მედალი) ლატინინა 52 წლის განმავლობაში რეკორდსმენი იყო (მაიკლ ფელპსი; 11 აგვისტო, 2016). მიიჩნევა, რომ ტანვარჯიშში საბჭოთა კავშირის მოწინავე ძალად გადაქცევას სწორედ მისმა უპრეცედენტო მოღვაწეობამ შეუწყო ხელი.[3]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლარისა ლატინინა 1934 წლის 27 დეკემბერს სამხრეთ უკრაინაში, ხერსონში დაიბადა. მამამისმა, სემიონ ანდრეიევიჩ დირიიმ ოჯახი მაშინ მიატოვა,როცა ლარისა 11 თვის იყო. გოგონა წერა-კითხვის უცოდინარმა დედამ, პოლინამ აღზარდა, რომელიც დღისით მწმენდავად მუშაობდა, ღამით კი — დარაჯად. მამამისი სტალინგრადის ბრძოლაში მოკლეს, სადაც ის მეტყვიამფრქვევედ მსახურობდა.[4] თავდაპირველად ბალეტში ვარჯიშობდა, მაგრამ მას შემდეგ რაც მისი ქორეოგრაფი ხერსონიდან წავიდა, ტანვარჯიში აირჩია. სკოლა 1953 წელს დაამთავრა და კიევში გადავიდა, სადაც ლენინის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ესწრებოდა ლექციებს და პარალელურად ვარჯიშს აგრძელებდა. 1954 წელს, რომში გამართულ სპორტული ტანვარჯიშის მსოფლიო ჩემპიონატზე, 19 წლის ასაკში მისი დებიუტი შედგა. ამ ჩემპიონატზე მან გუნდურ ჩათვლაში ოქროს მედალი მოიპოვა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლატინინა 1964 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დაჯილდოების ცერემონიალზე

1956 წლის მელბურნის ოლიმპიურ თამაშებზე მისი მთავარი მოწინააღმდეგე უნგრელი აგნეს კელეტი იყო. ლატინინამ მეტოქე მრავალჭიდში დაამარცხა, საბჭოთა კავშირის გუნდმა კი გუნდური ღონისძიება მოიგო. ფინალურ ღონისძიებაში ლატინინამ თავისუფალ ვარჯიშსა და ბჯენით ხტომებში — ოქროს, ნაირსიმაღლის ორძელზე — ვერცხლის მედალი, ხოლო საგნით ჯგუფურ ვარჯიშში კი — ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

1958 წლის მოსკოვის მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან წარმატებული ასპარეზობის შემდეგ ლატინინამ 6 შესაძლებლობიდან 5-ში (მრავალჭიდი, ბჯენითი ხტომები, ნაირსიმაღლის ორძელი, დვირი და გუნდური შეჯიბრი) ჩემპიონი გახდა, თავისუფალ ვარჯიშში კი ვერცხლის მედალი მოიპოვა (მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრებაში მონაწილეობისას 4 თვის ფეხმძიმე იყო). ლატინინა 1960 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ფავორიტი გახდა. მან 9 ქულიანი შეფასებით საბჭოთა კავშირის გუნდს პირველი ადგილი შეუნარჩუნა. ინდივიდუალურად ტანმოვარჯიშემ ორი ოქროს (მრავალჭიდსა და თავისუფალ ვარჯიშში), ორი ვერცხლის (ნაირსიმაღლის ორძელსა და დვირზე) და ერთი ბრინჯაოს (ბჯენით ხტომებში) მედალი მოიპოვა.[5] 1961 წლის ევროპის ჩემპიონატზე ლატინინა 2 ოქროს და 2 ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. 1962 წელს პრაღაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მრავალჭიდში ლატინინამ ჩეხოსლოვაკიელი ვერა ჩასლავსკა დაამარცხა. ოქროს მედალი მოიპოვა თავისუფალ ვარჯიშშიც, დვირსა და ბჯენით ხტუმებში-ვერცხლის, ნაირსიმაღლის ორძელზე კი-ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

1964 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ ვარჯიშსა (ტანვარჯიშის ამ სახეობაში ლატინინამ სამივე ოლიმპიურ თამაშზე ოქროს მედალი არავის დაუთმო) და გუნდურ ჩათვლაში ლატინინამ ტიტული დაიცვა, მაგრამ ინდივიდუალურ მრავალჭიდში პირველობა ვერა ჩასლავსკას დაუთმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ლატინინამ ვერცხლი მოიპოვა ბჯენით ხტომებში, დვირსა და ნაირსიმაღლის ორძელზე კი-ბრინჯაო.

საერთო ჯამში, ლატინინამ 18 ოლიმპიური მედალი დააგროვა: 9 ოქრო, 5 ვერცხლი და 4 ბრინჯაო. მან სამივე ოლიმპიადაზე, თითქმის ყველა ტურნირში მოახერხა მედლის მოპოვება, ერთადერთი გამონაკლისი იყო 1956 წლის ოლიმპიადაზე, დვირზე ასპარეზობაში დაკავებული მეოთხე ადგილი.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლარისა პელაგია ბარაბამუქის (1902-1975) და სემიონ დირიის (1906-1943) ოჯახში დაიბადა. მან სამჯერ იქორწინა. უკანასკნელად, რუსეთის ელექტროტექნიკურ მეცნიერებათა რუსეთის საზოგადოების წევრსა და ყოფილ ველომრბოლელს, იური იზრაილოვიჩ ფელდმანს (დ. 1938) გაჰყვა ცოლად. ქალიშვილი, ტატიანა ივანოვნა ლატინინა (დ. 1958) მოცეკვავეა. ის დედის მიერ მსოფლიო ჩემპიონატის მოგებიდან ხუთი თვის შემდეგ დაიბადა. ლიტინინას ფეხმძიმობის ამბავი მხოლოდ მისმა მწვრთნელმა იცოდა. ჰყავს ვაჟიც.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989: ოლიმპიური ორდენი (ვერცხლი), საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი.
1998: შეიყვანეს ტანვარჯიშის საერთაშორისო დიდების ხეივანში.[6]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Larisa Latynina (1975). The Balance (Russian). Moscow: Molodaya gvardiya. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Larisa Latynina. sports-reference.com
  2. Phelps Turns Tables on Media; Federer Waits, then Woos. Aroundtherings.com. Retrieved on 18 July 2017.
  3. Legendary Olympians“, CNN, 19 August 2008. 
  4. Лариса Латынина: «Я ушла от мужа к человеку, о котором не хочу даже вспоминать»“, 7Days.ru, April 2015. წაკითხვის თარიღი: 9 May 2016. (ru) 
  5. Nick Zaccardi. “With her all-time record set to fall, little-known Latynina looks back“, 10 July 2012. წაკითხვის თარიღი: 10 July 2012. 
  6. Larissa Latynina – The International Gymnastics Hall of Fame. International Gymnastics Hall of Fame. წაკითხვის თარიღი: 1 August 2012.