ნასტია ლიუკინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნასტია ლიუკინი
Nastia Liukin 2009.jpg
ლიუკინი 2009 წლის თებერვალში
სრული სახელი ანასტასია ვალერიევნა ლიუკინი
მეტსახელ (ებ) ი ნასტია
ქვეყანა (სპორტი) დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
დაიბადა 30 ოქტომბერი, 1989 (1989-10-30) (29 წლის)
მოსკოვი, რუსეთის სფსრ, საბჭოთა კავშირი
საცხოვრებელი ადგილი პარკერი, აშშ
სიმაღლე 1,60 მ.[1]
წონა 50 კგ.
დისციპლინა ქალთა მხატვრული ტანვარჯიში
დონე უფროსთა შორის საერთაშორისო ელიტური
ეროვნულ ნაკრებში 2002-2009, 2011-2012[2]
მწვრთნელ(ებ)ი ვალერი ლიუკინი
ასისტენტი მწვრთნელ(ებ)ი ნატალია მარაკოვა
ყოფილი მწვრთნელ(ებ)ი ანნა ლიუკინი
ჯო დრეიკი
ქორეოგრაფი ნატალია მარაკოვა
მუსიკა Variations on Dark Eyes
კარიერა დაასრულა 2 ივლისი, 2012

ანასტასია „ნასტია“ ლიუკინი (რუს. Анастасия "Настя" Валерьевна Люкина; დ. 30 ოქტომბერი, 1989) — რუსი-ამერიკელი ყოფილი სპორტული ტანმოვარჯიშე. 2008 წლის ოლიმპიური თამაშების „all-around“ ინდივიდუალური ღონისძიების ჩემპიონი, 2005 და 2007 წლების მსოფლიო ჩემპიონატების გამარჯვებული „balance beam“ ღონისძიებაში და 2005 წლის მსოფლიო ჩემპიონი „uneven bars“ ღონისძიებაში. „All-around“ ღონისძიებაში აშშ-ის ნაციონალური ჩემპიონატის ოთხგზის გამარჯვებული — ორჯერ უმცროსთა შორის და ორჯერ უფროსთა შორის. მსოფლიო ჩემპიონატის 9 მედლით, მათ შორის 7 ინდივიდუალური მედლით, შენონ მილერთან ერთად აშშ-ის ტანმოვარჯიშეთა შორის ამ მაჩვენებლებით მესამე ადგილზეა.[3]

ლიუკინი აშშ-ის ტანვარჯიშის ეროვნული ნაკრების ძირითადი წევრი იყო. მან ქვეყანა სამჯერ მსოფლიო ჩემპიონატზე და ერთხელ ოლიმპიურ თამაშებზე წარადგინა. 2011 წელს ლიუკინმა განაცხადა, რომ ტანვარჯიშს უბრუნდებოდა იმ იმედით, რომ მეორე ოლიმპიურ გუნდში მოხვდებოდა.[4] წინაოლიმპიურ ღონისძიებებში რიგი ჩავარდნების შემდეგ, ლიუკინი ოლიმპიურ გუნდში ვერ მოხვდა და 2012 წელს ტანვარჯიშიდან საბოლოოდ წავიდა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიუკინი 1989 წლის 30 ოქტომბერს მოსკოვში, რუსეთის სფსრ-ში (საბჭოთა კავშირი) დაიბადა. ის ყოფილი საბჭოელი ჩემპიონი ტანმოვარჯიშეების ერთადერთი ქალიშვილია: მამამისი 1988 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსანი — ვალერი ლიუკინია, ხოლო დედა 1987 წლის რიტმული ტანვარჯიშის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული — ანა კოტჩევა.[5][6] ლიუკინი და მისი ოჯახი რუსეთი მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები არიან.[7] მისი ზედმეტსახელი ნასტია რუსული ანასტასიას შემოკლებული ფორმაა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ოჯახი ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრაციაში წავიდა.[8] იმ დროისთვის ნასტია ორწლინახევრის იყო. ისინი თავდაპირველად ნიუ-ორლეანში დასახლდნენ, შემდეგ კი ტეხასში გადაინაცვლეს. 1994 წელს ვალერი ლიუკინი ყოფილ საბჭოელ ჩემპიონთან ევგენი მარჩენკოსთან გაერთიანდა, რათა ტეხასში, პლეინოში მსოფლიო ოლიმპიური ტანვარჯიშის აკადემია გაეხსნა.[5]

ლიუკინი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.[5][9] 2007 წლის გაზაფხულზე მან სპრინგ კრიკის აკადემია დაამთავრა. 2008 წლის იანვარში სამხრეთ მედოთურ უნივერსიტეტში საერთაშორისო ბიზნესის მიმართულებაზე ჩაირიცხა, მაგრამ სააუდიტორიო მეცადინეობებს არ ესწრებოდა, რადგანაც მთელ ენერგიას 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებაში ხარჯავდა. უნივერსიტეტის კამპუსში 2009 წლის გაზაფხულზე დაბრუნდა, მაგრამ სამოგზაურო გრაფიკისა და პროფესიული შეხვედრების გამო ის სემესტრის დასრულებამდე გარიცხეს. ლიუკინმა განაცხადა, რომ იმედი ჰქონდა, მომავალში ნიუ-იორკის უნივერსიტეტში გააგრძელებდა სწავლას.[10][11] 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებზე „all-around“ ღონისძიებაში ნასტია მთლიანად ვარდისფერ ფერში გამოწყობილი კოსტიუმით წარდგა.[12][13]

2010 წლის თებერვალში People Magazine-მა განაცხადა, რომ ნასტიას ამერიკელ ფიგურულ მოციგურავესთან, ევან ლაიზაჩეკთან ჰქონდა ურთიერთობა.[14] მოგვიანებით ევანმა ჭორები უარყო და Entertainment Tonight-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის და ნასტია უბრალოდ „ძალიან ახლო მეგობრები“ იყვნენ.[15] 2013 წლის იანვარში ლიუკინი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში დაბრუნდა, სადაც სპორტის მენეჯმენტსა და ფსიქოლოგიას სწავლობდა.[16] ნასტიამ უნივერსიტეტი 2016 წლის მაისში დაამთავრა[17]

ადრეული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნასტიამ ტანვარჯიშში ვარჯიში სამი წლის ასაკიდან დაიწყო, რადგანაც ის „ყოველთვის სავარჯიშო დარბაზის ირგვლივ ტრიალებდა“ თავის მშობლებთან ერთად, რომლებიც თავს იმის უფლებას არ აძლევდნენ, ბავშვი ძიძისთვის მიებარებინათ, ამიტომაც მწვრთენად მუშაობისას, ნასტიაც მუდამ თან ახლდათ. თავდაპირველად მშობლები არ მოელოდნენ, რომ ნასტიაც ტანმოვარჯიშე გახდებოდა, რადგანაც კარგად იცოდნენ, რამდენად დიდი იყო ზეწოლა პირველობისთვის, მაგრამ შემდეგ ანასტასიას სპორტისადმი ბუნებრივი მიდრეკილება შეამჩნიეს და შეხედულებებიც შეეცვალათ.[5][9][18]

უმცროსთა შორის პირველ ეროვნულ ჩემპიონატზე ნასტიამ 2002 წელს, 12 წლის ასაკში მიიღო მონაწილეობა. განსხვავებით მსოფლიო ოლიმპიური ტანვარჯიშის აკადემიის თანაგუნდელებისაგან — კარლი პატერსონი და ჰოლი ვაისი— რომლებმაც პირველი და მეორე ადგილი დაიკავეს, ლიუკინი „uneven bars“ პროგრამს შესრულებისას ჩამოვარდა და გამოსვლა ვეღარ დაამთავრა. მიუხედავად ამისა, ის მე-15 ადგილზე გავიდა, რამაც ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის შანსი შეუნარჩუნა.[8][19] 2002 წელს ის აშშ-ის ეროვნულ გუნდში აიყვანეს და უმროსთა შორის პან-ამერიკულ ჩემპიონატზეც გამოვიდა, სადაც გუნდთან ერთად პირველ ადგილზე გავიდა, „uneven bars“, „balance beam“ და „all-around“ ღონისძიებებში კი — ვერცხლის მედლები მოიპოვა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Nastia Liukin – USA Gymnastics. United States Olympic Committee. წაკითხვის თარიღი: 6 July 2014.
  2. Boren, Cindy. “Nastia Liukin’s career ends with awful fall — and graceful exit“, The Washington Post, 2012-07-02. წაკითხვის თარიღი: 5 July 2012. 
  3. U.S. women win three more medals at 2007 World Artistic Gymnastics Championships. USA Gymnastics (September 9, 2007). წაკითხვის თარიღი: 2008-07-24.
  4. Garcia, Marlen. “Gymnast Nastia Liukin sets sights on London Olympic Games“, USA Today, December 21, 2011. წაკითხვის თარიღი: 2011-12-30. 
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Garcia, Marlen. “Liukin looks to add gold to family's mantel“, USA Today, June 15, 2008. წაკითხვის თარიღი: 2008-06-16. 
  6. Svrluga, Barry. (July 30, 2008) Russia-Born Gymnast Ready to Represent U.S.. Washington Post. წაკითხვის თარიღი: 2008-08-11.
  7. Barron, David. “Nastia Liukin a gymnast by birth“, Houston Chronicle, August 9, 2008. წაკითხვის თარიღი: 2008-09-11. 
  8. 8.0 8.1 Official Biography. nastialiukin.com (2007). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2007-12-17. წაკითხვის თარიღი: 2008-01-01.
  9. 9.0 9.1 Peszek, Luan. (May–June 2005) Nastia Liukin's leap from junior to senior. USA Gymnastics Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2006-10-07. წაკითხვის თარიღი: 2008-07-20.
  10. Kay, Hannah. Nastia Liukin's Post-Olympic Plans. People.com. წაკითხვის თარიღი: 2012-08-29.
  11. Twitter / NastiaLiukin: Dear NYU I really love. Twitter.com. წაკითხვის თარიღი: 2012-08-29.
  12. Hairopoulos, Kate. (2007-05-30) Liukin limited by ankle injury. Dallas Morning News. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2007-09-30. წაკითხვის თარიღი: 2008-01-01.
  13. Turner, Amanda. (October 30, 2007) Nastia celebrates 18th birthday. International Gymnast. წაკითხვის თარიღი: 2008-06-24.
  14. Benet, Lorenzo. "Evan Lysacek & Nastia Liukin Are Dating". People Magazine. February 22, 2010. Retrieved 2010-02-22.
  15. "Hot Olympic Bachelor Evan Lysacek Clears Up Dating Rumors". Enternainment Tonight Online. February 22, 2010. Retrieved 2010-02-22.
  16. Boren, Cindy. “Nastia Liukin’s career ends with awful fall — and graceful exit“, The Washington Post, 2012-07-02. წაკითხვის თარიღი: 24 June 2013. 
  17. Nastia Liukin graduates college, fulfills promise to parents. NBC Olympic broadcasts (May 18, 2016).
  18. Korotsky, Chris. (July–August 2005) From Russia with love. Inside Gymnastics. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2007-06-08. წაკითხვის თარიღი: 2008-07-21.
  19. Chatting with Nastia Liukin. International Gymnast (2002). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2006-03-18. წაკითხვის თარიღი: 2008-07-20.