ნელი კიმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნელი კიმი
2018-10-15 Floor Victory ceremony (Apparatus Final Girls' Artistic Gymnastics) at 2018 Summer Youth Olympics by Sandro Halank–013.jpg
კიმი 1980 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე
სრული სახელი ნელი ვლადიმიროვნა კიმი
ქვეყანა (სპორტი) დროშა: სსრკ სსრკ
დაიბადა 29 ივლისი, 1957 (1957-07-29) (61 წლის)
შურაბი, ტაჯიკეთის სსრ, საბჭოთა კავშირი
სიმაღლე 1,52 მ.
წონა 47 კგ.
დისციპლინა ქალთა მხატვრული ტანვარჯიში
დონე უსროსთა შორის საერთაშორისო ელიტური
გუნდი საბჭოთა შეიარაღებული ძალების მინსკის სპორტული საზოგადოება

ნელი კიმი (რუს. Нелли Владимировна Ким; დ. 29 ივლისი, 1957) — ყოფილი საბჭოთა ტანმოვარჯიშე, რომელმაც 1976 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მონრეალში 3 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა, 1980 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე კი — 2 ოქროს მედალი. ისტორიაში ის მეორე ქალი იყო, რომელმაც სრულყოფილი 10 ქულა დაიმსახურა და პირველი ქალი, რომელმაც ეს შეფასება „vault“ და „floor exercise“ ღონისძიებებში მიიღო. 1970-იან წლებში ის ისეთი ცნობილი ტანმოვარჯიშეების მეტოქე იყო, როგორებიც ნადია კომენეჩი და ლიუდმილა ტურიშჩევა იყვნენ. დიდი ხნის მანძილზე კიმი მწვრთნელად მუშაობდა, რამდენიმე ეროვნულ ნაკრებს ავარჯიშებდა და უამრავ საერთაშორისო შეჯიბრებაში მსაჯობდა. როგორც ქალთა სპორტული ტანვარჯიშის ტექნიკური კომიტეტის პრეზიდენტი, ის კოორდინირებას უწევს ქალთა ტანვარჯიშში ახალი წესების შემოღებას. მის გამოსვლებს იხსენებენ, როგორც „ძლიერი ქალურობით, ტემპერამენტულობითა და ქარიზმატულობით“ გამორჩეულ გამოსვლებს.[1]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნელი კიმი შურაბში, ტაჯიკეთის სსრ-ში (საბჭოთა კავშირი) დაიბადა. ის ვლადიმერ კიმის, კორეული წარმოშობის სახალინელისა და თათარი დედის, ალფია საფინას ქალიშვილია.[2] მოგვიანებით მისი ოჯახი ყაზახეთის სსრ-ში გადასახლდა, სადაც მამამისი შიმქენთის ფიქალის ქარხანაში მუშაობდა. 9 წლის ასაკში ის სპარტაკის სპორტული საზოგადოების ქალაქ შიმქენთის ბავშვთა და ახალგაზრდათა მესამე სპორტულ სკოლაში ჩაირიცხა[3][4]. მისი და-ძმაც, ალექსანდრე და ირინა, ასევე ტანვარჯიშის სკოლაში ჩაირიცხნენ და გარკვეული ხნის მანძილზე ვარჯიშობდნენ. საშუალო სკოლაში ალექსანდრეს თანაკლასელები იმის გამო დასცინოდნენ, რომ დაბალი იყო, ამიტომაც მან ტანვარჯიშს თავი დაანება და კრივი აირჩია. ირინამ, რომელსაც ნელი კიმი იმაზე უფრო ნიჭიერად თვლიდა, ვიდრე თვითონ იყო, ტანვარჯიშს ხშირი სავარჯიშო სესიების გამო დაანება თავი.[3]

კიმის მწვრთნელები ვლადიმერ ბაიდენი და მისი ცოლი, გალინა ბარკოვა იყვნენ. ბევრი სხვა ტანმოვარჯიშესაგან განსხვავებით, თავდაპირველად ნელის საკმარისი მოქნილობა არ ჰქონია, მაგრამ უკეთესი ტექნიკისა და რთული სავარჯიშოების წყალობით მან ნაკლი გამოასწორა. კიმი მალე საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ საუკეთესო ტანმოვარჯიშედ იქცა.

კიმის ადრეულ წარმატებათაგან აღსანიშნავია 1969 წელს შიმქენთში ჩატარებულ სპარტაკის რესპუბლიკურ ჩემპიონატში გამარჯვება. მიუხედავად ამისა, ერთი წლის შემდეგ ცნობილმა ტანმოვარჯიშემ, ლარისა ლატინინამ თქვა, რომ მას „მომავალი არ ჰქონდა.“[5] ასეთი ვერდიქტის შემდეგ ნელიმ ტანვარჯიშისთვის თავის დანებება მართლაც გადაწყვიტა, მაგრამ მიუხედავად სირთულეებისა, ბაიდენის მხარდაჭერით, საბოლოოდ სპორტის ამ სახეობაში ვარჯიში ისევ გააგრძელა. 1971 წელს საბჭოთა კავშირის უმცროსთა ჩემპიონატზე, მის პირველ საერთაშორისო შეჯიბრზე „all-around“ ღონისძიებაში მეხუთე ადგილი დაიკავა. 2 წლის შემდეგ უფროსთა შორის ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე დებიუტიც შედგა. ყველა კავშირის ახალგაზრდულ სპორტულ თამაშებზე კიმმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა, მათ შორის „all-around“ ღონისძიებაშიც. საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირის თასზე „all-around“ ღონისძიებაში მერვე ადგილი დაიკავა, ხოლო „uneven bars“ ღონისძიებაში — პირველი. შემდეგ იაპონიაში გამართული პრესტიჟული ჩუნიცის თასი მოიგო. 1974 წლის აგვისტოში სსრკ-ის თასზე მეორე ადგილის დაკავების შემდეგ, ნელი მსოფლიო ჩემპიონატის ნაკრებისთვის შეარჩიეს. ჩემპიონატი ვარნაში, ოქტომბერში ჩატარდა და ნელიმ გუნდთან ერთად ოქროს მედალი დაიმსახურა. ამის შემდეგ, 1980 წლამდე ნელიმ მრავალ უმაღლესი დონის საერთაშორისო ღონისძიებაში მოიპოვა წარმატება.

თანაგუნდელები და მწვრთნელები ნელის „კიმანელილის“ ეძხდნენ. მეტსახელი მას შემდეგ შეარქვეს, როცა მწვრთნელმა ვლადისლავ რასტოროტსკიმ კიმის ძალიან სწრაფად დაუძახა: „კიმ ნელი, ტელეფონთან!“[3]

კარიერის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარიერის დასრულების შემდეგ ნელი კიმი მწვრთნელად და მსაჯად მუშაობდა. სხვადასხვა დროს ის სამხრეთ კორეის, იტალიისა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებებს წრთვნიდა. 1984 წლიდან კიმი უამრავი საერთაშორისო შეჯიბრის მსაჯი იყო, მათ შორის: ევროპის ჩემპიონატის, მსოფლიო ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშების. 1990 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ მოტყუების ბრალდებით ნელის მსაჯობის ლიცენზია შეუჩერა. მიუხედევად ამისა, ნელიმ 1992 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მაინც იმსაჯა. 1993 წლიდან ის ბელორუსიის რესპუბლიკის სპორტული ტანვარჯიშის მსაჯთა კომიტეტის პრეზიდენტია.

ნელის პირველი ქმარი ვლადიმერ აჩასოვი იყო,[2] მაგრამ ეს ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა. მის მეორე ქმარს ნელი 1980 წლის ოლიმპიურ თამაშებზე შეხვდა — ამ ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსანი, საბჭოელი ველომრბოლელი ვალერი მოვჩანი.[6] 1980-იანი წლების შუა ხანებში მათ ქალიშვილი (რომელსაც, ასევე ნელი ჰქვია) შეეძინათ.[7]

1990-იან წლებში კიმი აშშ-ში გადავიდა და 2002 წელს მინესოტაში დასახლდა.[7]

1999 წელს ის ტანვაჯიშის საერთაშორისო დიდების დარბაზში შეიყვანეს.[8]

ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესზე, რომელიც 2014 წლის 22 ოქტომბერს ჩატარდა, ნელი ქალთა სპორტული ტანვაჯიშის ტექნიკური კომიტეტის პრეზიდენტად აირჩიეს.[9]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Nellie Kim. International Federation of Gymnastics. დაარქივებულია ორიგინალიდან - 11 March 2007. წაკითხვის თარიღი: 17 April 2006.
  2. 2.0 2.1 [1]
  3. 3.0 3.1 3.2 Kim, Nellie (1985). Schastlivyy pomost (Lucky Gymnastics Platform) (ru). Moscow: Molodaya Gvardiya. 
  4. [2]
  5. Whatever Happened to Nelli Kim?. GymnasticGreats.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 27 February 2011. წაკითხვის თარიღი: 13 April 2006.
  6. Lupita translates : Nelli Kim interview (November 2012) ("Nelli Kim: triple back on floor") (3 December 2012). წაკითხვის თარიღი: 27 December 2015. Translated from: Дубицкий, Михаил. (15 November 2012) Нелли Ким: тройное сальто на вольных. დაარქივებულია ორიგინალიდან - 30 March 2017. წაკითხვის თარიღი: 27 December 2015.
  7. 7.0 7.1 Fisher, Barbara; Isbister, Jennifer. Nellie Kim (24 October 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან - 27 February 2011. წაკითხვის თარიღი: 27 December 2015.
  8. NELLI KIM. International Gymnastics Hall of Fame. წაკითხვის თარიღი: 12 May 2007.
  9. Grandi, Stoica Re-Elected“, International Gymnast Online, 22 October 2004. წაკითხვის თარიღი: 26 March 2006.