კოლიტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოლიტიმსხვილი ნაწლავის ანთება. როდესაც ამ დაავადების დიაზგნოზი დაისმება, დიდმნიშვნელოვანი ამოცანაა მისი მიზეზების მოძებნა. საქმე იმაშია, რომ არც თუ იშვიათად დაავადებას იწვევს ბაქტერიული დიზინტერია, ნაწლავთა ამებიაზი, ლამბიოზი. ამიტომ საჭიროა რამდენიმეჯერ განავლის ბაქტერიოლოგიური და მიკროსკოპული გამოკვლევა.

კოლიტით ავადმყოფს აწუხებს ყაბზობა (შეკრულობა), რაც კვირები ან თვეები გრძელდება და შემდეგ რაიმე მიზეზის (დიეტის, დარღვევის, გაციების, ფსიქიური განცდის) გვალენით რამდენიმე დღით ფაღარათობით იცვლება.

ავადმყოფის გუნებაგანწყობა მერყევია. მას აწუხებს მუცლის ბერვა, ყრუ, ზოგჯერ კი მოვლითი ტკივილი მუცლის არეში, მადა დაქვეითებული აქვს. კოლიტის დიაგნოზის დასაზუსტებლად, გარდა საექიმო გასინჯვისა და განავლის ლაბორატორიული ანალიზის გაკეთებისა, საჭიროა ნაწლავების რენტგენოლოგიური გამოკვლევა და ლორწოვანი გარსის დათვალიერება რექტორომანოსკოპით.