ქოლეცისტიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
AcuteCholMark.png

ქოლეცისტიტი — ვითარება ნაღვლის გამომტანი გზებით ნაღვლის ბუშტში მიკრობების შეღწევის შედეგად. არსებობს ნაღვლის ბუშტში ინფექციის შეჭრის სხვა გზაც: სისხლძარღვებისა და ლიმფური სადინარების მეშვეობით ორგანიზმში არსებული ინფექციური კერიდან, როგორიცაა კარიესული კბილები, ანთებითი ნუშურა ჯირკვლები. აპენდიქსის ანთება, ღრძილების ანთება, პაროდონტოზი. ქოლეცისტიტის მიზეზი შეიძლება გახდეს ქრონიკული ანთებითი ცვლილებები კუჭში, თორმეტგოჯა ნაწლავში, კუჭქვეშა ჯირკვალში, ღვიძლში.

ქოლეცისტიტის განვითარებას ხელს უწყობს არასრულფასოვანი კვებით დასუსტებული ორგანიზმი, ასევე შიმშილი, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება, ემოციური გადაძაბვა.

ხშირია ქოლეცისტიტი A, B და C ჰეპატიტის გადატანის შემდეგ.

ქოლეცისტიტი შესაძლოა ნაღველკენჭოვანი დაავადებების გარეშეც განვითარდეს. ამის განვითარების მიზეზებ იდა ხელშემწყობი ფაქტორები შეიძლება იყოს მშობიარობის შემდგომი პერიოდი, ასევე:

  • ნაღვლის ბუშტში პარაზიტების არსებობა
  • შაქრიანი დიაბეტი
  • სისხლძარღვთა ანთება- ვასკულიტი
  • მოუწესრიგებელი კუჭის მოქმედება
  • ადინამია- უმოძრაო ცხოვრება, ჯდომითი საქმიანობა
  • არასრულფასოვანი კვება, რაც მეტწილად ზედმეტად მსუყე საკვებს უკავშირდება.

კენჭოვანი ქოლეცისტიტის ჩამოყალიბების მიზეზია ნაღვლის ბუშტის კენჭით დახშობა. ამ დროს საუკეთესო პირობები იქმნება ანთების განვითარებისთვის.

მწვავე ქოლეცისტიტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწვავე ქოლეცისტიტი ხშირად ე.წ. ღვიძლის ჭელით იწყება, რაც მარჯვენა ფერდქვეშა არეში უეცრად განვითარებული ძლიერი ტკივილითა და ზეწოლის შეგრძნებით გამოიხატება. ტკივილი ხშირად ბეჭთაშუა არეში, მარჯვენა ნეჭს ან მხარს გადაეცემა, მოგვიანებით ხველისა და ღრმა ჩასუნთქვის დროს ძლიერდება, რაც პერიტონიუმის გაღიზიანების მაჩვენებელია.

მწვავე ქოლეცისტიტისთვის დამახასიათებელია გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ტემპერატურის მომატება. სიყვითლე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვითარდება, თუ ანთებითი პროცესი სანაღვლეგზებსა და ახლომდებარე ლიმფურ ჯირკვლებზე ვრცელდება.

შეტევა უმთავრესად ღამით ან ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ იწყება და რამდენიმე საატშ გრძელდება. ის თანდათანობით იხსნება, თუმცა კენჭის არსებობის შემთხვევაში ყრუ ტკივილი რამდენიმე ხნის განმავლობაში რჩება.

ქრონიკული ქოლეცისტიტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უფრო ხშირად ნაღვლის ბუშტის კენჭით მუდმივი მექანიკური გაღიზიანების გამო ვითარდება. შემთხვევათა 25%-ში ნაღველი ინფიცირებულია.

ქრონიკული ქოლეცისტიტისათვის დამახასიათებელია გამწვავებისა და რემისისს(სიმშვიდის) პერიოდული მონაცვლეობა, ხშირად წლებისა განმავლობაში უსიმპტომოდაც (ჩივილების გარეშე) მიმდინარეობს. დაავადება მწვავდება ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ. ტკივილი სხვადასხვა ნიტენსივობისაა. ხშირია უმადობა, გულისრევა, მუცლის შებერვა, ყაბზობა, ხანდახან ტემპერატურის მატება.

დიაგნოსტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქოლეცისტიტის დიაგნოზი კლინიკურ ნიშნებსა და ინსტრუმენტულ კვლევებს ემყარება. კლინიკური ნიშნებიდან საყურადღებოა: უეცრად განვითარებული ტკივილი ნაღვლის ბუშტის არეში, ტემპერატურია და ლეიკოციტების (სისხლის თეთრი ბურთულების) მომატება. ნაღვლის ბუშტის საპროექციო არე სელიტ გასინჯვისას მტკინვეულია.

ინსტრუმენტული მეთოდებიდან ყველაზე მარტივი, მგრძნობიარე და იაფი მეთოდია ექოსკოპიური (ულტრაბგერითი) გამოკვლევა. ის ინფორმაციულია, როგორც კენჭების არსებობის, ისე უკენჭო ქრონიკული ქოლეცისტიტის დასადგენად.

გართულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უკენჭო ქოლეცისტიტს ახასიათებს შემდეგი გართულებები: შეგუებული ნაღვლის ჩირქმბადი ბაქტერიებით ინფიცირება ეპიემის (ჩირქგროვის) ჩამოყალიბებას განაპირობებს. მას შემცივნება, მაღალი ტემპერატურა, ძლიერი ტკივილი ახასიათებს. ნაღვლის მუშტის სადინარის ხანგრძლივად დახშობის შემთხვევაში შესაძლოა ბუშტმა ზომაში მოიმატოს, რასაც შედეგად მძიმე გართულებები მოჰყვება. ნაღვლის ბუშტის კედლის დანეკროზების შემთხვევაში მისი შიგთავსის მუცლის ღრუში გადასვლა მუცლის ფარის ანთების- პერიტონიტის განვითარებას განაპირობებს.

მკურნალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თვითმკურნალობა დაუშვებელია. მწვავე ქოლეცისტიტის დროს აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

დაავადების ქრონიკული მიმდინარეობისას ინიშნება მედიკამენტოზური მკურნალობა. ქრონიკული ქოლეცისტიტით დაავადებული პაციენტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში მოითხოვს საკვების კონტროლს, თუმცა რეემისიის, ანუ სიმშვიდის პერიოდის დროს, დასაშვებია დიეტის მცირე დარღვევა

დიეტა ქრონიკული ქოლეცისტიტის დროს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეკომენდირებულია:

  • აუცილებელია ხშირი და მცირე ულუფებით კვება (5-6-ჯერ დღეში), რასაც მოსდევს ნაღვლის რეფლექტორული გამოყოფა. კვება სასურველია ერთსა და იმავე დროს
  • საკვები არ უნდა იყოს არც ძალიან ცხელი, არც ძალიან ცივი, არამედ გრილი
  • პირველი თავი კერძი შეიძლება იყოს ხორცის ან თევზის ბულიონი, თუმცა უპრიანია, უფრო ხშირად ბოსტნეულისა და რძის პროდუქტებისგან (მაწონი, ხაჭო) მომზადებული წვნიანების მიღება
  • უპირატესობა ენიჭება მოხარშულ, ჩათუშუ, ორთლქზე მომზადებულ კერძებს

ნაკლებად რეკომენდებულია ღორის ხორცი. სასარგებლოა უმეტესწილად ფრინველის, ხბოს ხორცის, ასევე უცხიმო თევზის, ხაჭოს, ყველის მიღება

  • კვირაში ერთხელ შესაძლებელია მოხარშული კვერცხის ცილა, კვერცხის გული კი- კვირაშ 2-3 ჯერ
  • ცხიმის დღიური ნორმა არ უნდა აღემატებოდეს დღეში 45 გ-ს. ის ასე ნაწილდება: ზეითუნის ან სოიის ზეთი- 1ს/ს; კარაქი- 1.5 ს/კ
  • ცხიმი უნდა დაემატოს მზა კერძებს- სალათებს, პიურეს, ფაფას, წვნიანს
  • მარილი, საკონდიტრო ნაწარმი, ცომეული, ტკბილეული, ნაყინი რეკომენდებულია მცირე რაოდენობით, განსაკუთრებით ჭარბი წონის შემთხვევაში
  • ქოლეცისტიტის გამჭვავების დროს მიღებული სითხის რაოდენობა დღეში 2-2.5 ლიტრს უნდა აღწევდეს
  • ნაყენებიდან რეკომენდებულია ასკილი და შინ დამზადებული წვენები. სასარგებლოა მინერალური წყალი, უპირატესობა ენიჭება „ბორჯომს“
  • ნებადართულია სუსტი ჩაი დ ყავა
  • კარგია სამკურნალო მცენარეების (გვირილა, ვალერიანი და ა.შ) ნაყინების მიღებაც.

ქირურგიული მკურნალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თუ მწვავე ან გამწვავებული ქოლეცისტიტი გართულდა ემპიემით (ნაღვლის ბუშტის დაჩირქება) ან პერფორაციით (ნაღვლის ბუშტის კედლის გახვრეტა), აუცილებელია სასწრაფო ქირურგიული ოპერცია.

ქირურგიული ჩარევა საჭიროა იმ შემთხვევაშიც, როდესაც მწვავე ქოლეცისტიტის დროს მედიკამენტოზური მკურნალობა 24-72 საატს განმავლობაში შედეგს არ იძლევა.

ქოლეცისტექრომია, ანუ ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა, ტრადიციულად, ღია წესით ან ლაპარასკოპიული მეთოდებით ხორციელდება. ეს უკანასკნელი შედარებით მცირე წიწიბურს ტოვებს და ოპერაციის შემდგომი სარეაბილიტაციო პერიოდი ხანმოკლეა- 2 დღე, თუმცა ლაპარასკოპიული მეთოდის შემთხვევების 10%-ში ანთებისა და შეხორცებების განვითარების გამო აუცილებელი ხდება ოპერაციის ღია წესით დასრულება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია, თბ., 2015