მწარე აბლაბუდიანი სოკო
მწარე აბლაბუდიანი სოკო | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Cortinarius causticus (Fr.) 1838 | |||||||||||||||
|
მწარე აბლაბუდიანი სოკო (ლათ. Cortinarius causticus) — სოკოს სახეობა აბლაბუდიანი სოკოების გვარისა.
არასაჭმელი სოკოა. იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში, მშრალ ქვიშიან ნიადაგზე, ზაფხულიდან შემოდგომამდე.
სოკო პირველად აღწერა შვედმა მიკოლოგმა ელიას მაგნუს ფრისმა 1838 წელს.[1]
სამეცნიერო სინონიმები:
- Cortinarius causticus var. cariosipes Melot 1995
- Cortinarius causticus Fr. 1838 var. causticus
- Cortinarius causticus var. tenuisporus Moënne-Locc. & Fillion 2000
- Hygramaricium causticum (Fr.) Locq. 1979
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქუდის დიამეტრი — 3-6 სმ, თავიდან ნახევარსფეროსებრი, შემდგომში — ბრტყლად ამობურცული, ლორწოვანი ზედაპირით. წითურ-ჟანგისფერი მოწითალო-ყავისფრამდე. კიდეები უფრო ღია ფერისაა და დახეთქილი.[2]
ფეხის სიგრძე — 3-7 სმ, სისქე — 0,6-2 სმ, ძირში დაწვრილებული, ჟანგმიწისფერი, ოდნავ წებოვანი ზედაპირით.
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები შეზრდილია კბილით, თავიდან ღია ჟანგისფერია, შემდგომში — წითურ-ჟანგისფერი.
რბილობი — მოთეთრო, კანქვეშ ჟანგისფერი, სუსტი სუნითა და მომჟავო გემოთი. ქუდის კანი მწარეა.[3]
სპორები — ელიფსისებრი, წვრილხორციანი ზედაპირით, მუქ-ჟანგისფერი, 6–7,5×3,5–4,2 (5) მკმ.[3]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მწარე აბლაბუდიანი სოკო“ ვიკისაწყობში.
- მწარე აბლაბუდიანი სოკო Index Fungorum-ზე (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Fries, E.M. (1838) , In: Epicr. syst. mycol. (Upsaliae):270.
- ↑ ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 188, ISBN 99940-856-1-1.
- ↑ 3.0 3.1 Mycoquebec. Cortinarius causticus. ციტირების თარიღი: 2018-01-05.