მუჰამედ ზია-ულ ჰაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მუჰამედ ზია-ულ ჰაკი
محمد ضياء الحق
Zia-ul-haq (trimmed).PNG
Presidential Standard of Pakistan.svg პაკისტანის მე-6 პრეზიდენტი Flag of Pakistan.svg
მმართ. დასაწყისი: 16 სექტემბერი 1978
მმართ. დასასრული: 17 აგვისტო 1988
წინამორბედი: ფაზალ ილახი ჩოუდხური
მემკვიდრე: გულამ ისხაკ ხანი
პაკისტანის გაერთიანებული შტაბის უფროსი
მმართ. დასაწყისი: 1 მარტი 1976
მმართ. დასასრული: 17 აგვისტო 1988
წინამორბედი: ტიკა ხანი
მემკვიდრე: მირზა ასლამ ბეგი
პარტია: დამოუკიდებელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 12 აგვისტო 1924
დაბ. ადგილი: ჯალანდჰარი, ბრიტანეთის ინდოეთი
გარდ. თარიღი: 17 ივლისი, 1988 (64 წლის)
გარდ. ადგილი: ბაჰავალპური, პენჯაბი
პაკისტანის დროშა პაკისტანი
მეუღლე: ბეგუმ შაფიგ ზია[1]
შვილები: მუჰამედ იჯაზ-ულ ჰაკი
ანვარ-ულ ჰაკი
ზაინ ზია
რუბინა სალემი
ყურათულაინ ზია
სამხედრო კარიერა
ეროვნება პაკისტანის დროშა პაკისტანი
კუთვნილება British Raj Red Ensign.svg ბრიტანეთის ინდოეთის არმია
Flag of the Pakistani Army.svg პაკისტანის არმია
მოღვაწეობა 1943–1988
წოდება OF-9 Pakistan Army.svgUS-O10 insignia.svg გენერალი
ბრძოლები/ომები მეორე მსოფლიო ომი
ინდოეთ-პაკისტანის ომი (1965)
შავი სექტემბერი
ავღანეთის ომი


მუჰამედ ზია-ულ ჰაკი (ურდუ: محمد ضياء الحق‎‎; დ. 12 აგვისტო 1924, ჯალანდჰარი, ბრიტანეთის ინდოეთი - გ. 17 აგვისტო 1988, ბაჰავალპური, პენჯაბი, პაკისტანი) — ბრიტანეთის ინდოეთის და პაკისტანის არმიის გენერალი, ასევე პაკისტანის მე-6 პრეზიდენტი 1978 წლიდან მის გარდაცვალებამდე 1988 წლამდე, მას შემდეგ, რაც გამოაცხადა სამხედრო მდგომარეობა 1977 წელს. პაკისტანის ყველაზე ხანგრძლივი სახელმწიფოს მეთაური.

განათლება მიიღო დელის უნივერსიტეტში. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, როგორც ბრიტანეთის ინდოეთის არმიის ოფიცერი, ხოლო შემდეგ, 1947 წელს, გადავიდა დამოუკიდებელ პაკისტანში და 1965 წელს იბრძოდა ინდოეთის წინააღმდეგ. 1970 წელს, ხელმძღვანელობდა პაკისტანის სამხედრო წვრთნის მისიას იორდანიაში, რომელიც შეასრულა დიდი როლი შავი სექტემბრის მოვლენებში, სადაც მეამბოხეები მეფე ჰუსეინის წინააღმდეგ იბრძოდნენ. მისი წვლილის აღიარების მიზნით, პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ზულფიკარ ალი ბჰუტომ მას მიანიჭა გენერლის წოდება და 1976 წელს დანიშნა პაკისტანის გაერთიანებული შტაბის უფროსად. სამოქალაქო არეულობის შედეგად, ზიამ გადააყენა ბჰუტო სამხედრო გადატრიალების გზით და გამოაცხადა სამხედრო მდგომარეობა 1977 წლის 5 ივლისს.[2] ორი წლის შემდეგ, პაკისტანის უზანაესმა სასამრთლომ ბჰუტო დამნაშავედ სცნო და იგი სიკვდილით დასაჯეს.

პრეზიდენტობამდე, 1978 წელს ზიამ დიდი როლი ითამაშა საბჭოთა-ავღანეთის ომში. მთელი 1980-იანი წლების მანძილზე, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საუდის არაბეთის დახმარებით, ზია სისტემატურად და კოორდინირებულად ამარაგებდა ავღანეთის მოჯაჰიდებს, საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ.[3][4] საბოლოოდ 1989 წელს, საბჭოთა კავშირშმა დატოვა ავღანეთის ტერიტორია, მაგრამ ამ პროცესმა ასევე გამოიწვია მილიონობით დევნილის, ჰეროინით და შეიარაღებით, გადასულიყო პაკისტანის სასაზღვრო პროვინციებში. საგარეო ურთიერთობებში, ზიამ დაამყარა ძლიერი კავშირი ჩინეთთან, ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობასთან, აშშ-სთან და ხაზი გაუსვა პაკისტანის როლს ისლამურ სამყაროში, ხოლო ინდოეთთან ურთიერთობები გაუარესდა „სიაჩენის კონფლიქტის“ ფონზე და იმ ბრალდებების გამო, რომ პაკისტანი ეხმარება ხალისტანის მოძრაობას. ქვეყნის შიგნით, ზიამ გაატარა ფართო რეფორმები, რაც მიზნად ისახავდა პაკისტანის ისლამიზაციას.[5] მან ასევე წამოიწყო პაკისტანის ატომური ბომბის მიღების პროექტი, შემოიღო ინდუსტრიალიზაცია და დერეგულაცია, რომელიც დაეხმარა პაკისტანის ეკონომიკას გახდეს ყველაზე სწრაფად მზარდი სამხრეთ აზიაში.[6] ზიას მმართველობის დროს, ქვეყანის ისტორიაში დაფიქსირდა მშპ-ს ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.[7]

სამხედრო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, 1985 წელს ქვეყანაში ჩატარდა უპარტიო არჩევნები, სადაც ზიამ მუჰამედ ხან ჯუნეჯო პრემიერ-მინისტრად დანიშნა, მაგრამ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტს უფრო მეტი უფლებამოსილება გააჩნდა.[8] მას შემდეგ, რაც ჯუნეჯომ ხელი მოაწერა 1988 წლის ჟენევის შეთანხმებას, ზიას სურვილის საწინააღმდეგოდ, და ასევე მოუწოდა „ოჯრის ბანაკის უბედურების“ გამოძიებისკენ, ზიამ ჯუნეჯო თანამდებობიდან გაათავისუფლა და 1988 წლის ნოემბერში გამოაცხადა ახალი არჩევნები. 1988 წლის 17 აგვისტოს, ქალაქ ბაჰავალპურთან ახლოს, ზია და მისი რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანი და კიდევ ორი ამერიკელი დიპლომატი, საიდუმლო ავიაკატასტროფის შედეგად მოკლეს. მუჰამედ ზია დღემდე რჩება პოპულარულ ფიგურად პაკისტანის ისტორიაში, როგორც რეგიონში საბჭოთა ოკუპაციის მოწინააღმდეგე, ისევე როგორც ეკონომიკურ კეთილდღეობაზე მზრუნველი, მაგრამ ამავე დროს, როგორც ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების დამასუსტებელი და რელიგიური შეუწყნარებლობის დამაკანონებელი.[9][10]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუჰამედ ზია დაიბადა 1924 წლის 12 აგვისტოს პენჯაბელი არაინების ოჯახში, ქალაქ ჯალანდჰარში, პენჯაბში, იმ დროისთვის ბრიტანეთის ინდოეთში,[11] როგორც მუჰამედ აკბარის მეორე შვილი, რომელიც ინდოეთის ბრიტანელი შეიარაღებული ძალების პერსონალად მუშაობდა დელისა და შიმლაში, სანამ 1947 წელს, პაკისტანმა დამოუკიდებლობა არ მოიპოვა.[12]

თავისი დაწყებითი განათლება დაასრულა შიმლაში და შემდეგ ჩაირიცხა დელის უნივერსიტეტის წმინდა სტეფანეს კოლეჯში, რომელიც 1943 წელს უმაღლესი ნიშნებით და ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა, ისტორიის სპეციალობით.[12] უნივერსიტეტის დამთავრებამდე, 1943 წელს ზია ბრიტანეთის ინდოეთის არმიას შეუერთდა.[13]

1950 წელს დაქორწინდა შაფიგა ჯაჰანზე,[14] რომელიც 1996 წლის 6 იანვარს გარდაიცვალა.[15] ზიას ჰყავს ვაჟები, მუჰამედ იჯაზ-ულ ჰაკი (დ. 1953 წელს),[16] (born 1953),[17] რომელიც პოლიტიკოსია და ნავაზ შარიფის მინისტრთა კაბინეტის წევრია, ანვარ-ულ ჰაკი (დ. 1960 წელს)[18][19][20] და მისი ქალიშვილები, ზაინი[21][22][23] (დ. 1972 წელს),[24] განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვი, რუბინა სალემი, რომელიც ცოლად გაყვა პაკისტანელ ბანკირს და 1980 წლიდან ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში,[25] ყურათულაინ ზია, რომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს და ცოლად გაყვა პაკისტანელ ექიმს ადნან მაჯიდს.[26]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.dailytimes.com.pk/default.asp?page=2008\story_16-3-2008_pg3_3
  2. Rafiq Dossani (2005). Prospects for Peace in South Asia. Stanford University Press. pp. 46–50. ISBN 978-0-8047-5085-1.
  3. Wynbrandt, James (2009) A Brief History of Pakistan. Facts on File, გვ. 216. „In his first speech to the nation, Zia pledged the government would work to create a true Islamic society.“ 
  4. Haqqani 2010: "Zia ul-Haq is often identified as the person most responsible for turning Pakistan into a global center for political Islam. Undoubtedly, Zia went farthest in defining Pakistan as an Islamic state, and he nurtured the jihadist ideology."
  5. Talbot, Ian (1998) Pakistan, a Modern History. NY: St.Martin's Press, გვ. 245. „Pakistan during the period 1977–1988 ... aspired to be an ideological state... the goal of an Islamic state was deemed to be its main basis.“ 
  6. Khanna, Sushil Khanna. The Crisis in the Pakistan Economy. Sushil Khanna. წაკითხვის თარიღი: 16 November 2011.
  7. Setting the record straight: Not all dictators equal, nor all democrats incompetent. The Express Tribune (20 May 2012). წაკითხვის თარიღი: 24 March 2016.
  8. GoPak, Government of Pakistan. The Eight Amendment. Constitution of Pakistan. წაკითხვის თარიღი: 16 November 2011.
  9. Pakistan's abused Ahmadis“, The Economist, 13 January 2010. წაკითხვის თარიღი: 13 November 2011. 
  10. To Fulfill Its Potential Pakistan Must Return to The Original Intent of The Lahore Resolution.
  11. Haqqani 2010
  12. 12.0 12.1 /K Natwar Singh. “Master of Game: Zia-ul-Haq of Pakistan“. წაკითხვის თარიღი: 28 September 2013. 
  13. Great Muslims of undivided India. google.com. წაკითხვის თარიღი: 24 March 2016.
  14. Khalid Hasan. “POSTCARD USA: The Pakistani flying carpet“, Daily Times, 16 March 2008. წაკითხვის თარიღი: 13 November 2011. 
  15. Gone but not forgotten. The News. წაკითხვის თარიღი: 13 November 2011.
  16. Muhammad Zia-ul-Haq. Nndb.com. წაკითხვის თარიღი: 13 November 2011.
  17. Zaeef 2011
  18. Over 80 killed in Lahore attacks F.P. Lahore Office
  19. Book: President of Pakistan, General Mohammad Zia-ul-Haq: January–December 1985
  20. Funeral of Zia ul Haq. Storyofpakistan.com (1 June 2003). წაკითხვის თარიღი: 13 November 2011.
  21. Zia's daughter is here“, The Tribune. წაკითხვის თარიღი: 13 November 2011. 
  22. Shatrughan reminisces ties with Zia“, The Tribune, 21 March 2006. წაკითხვის თარიღი: 13 November 2011. 
  23. Umeed-e-Noor's efforts for special children lauded. Paktribune.com. წაკითხვის თარიღი: 13 November 2011.
  24. In Mumbai, she sends out a prayer for peace. Cities.expressindia.com. წაკითხვის თარიღი: 13 November 2011.
  25. Zia through a daughter's eyes. Khalidhasan.net (28 March 2004). წაკითხვის თარიღი: 13 November 2011.
  26. General Muhammad Zia-ul-Haq. Ijazulhaq.com. წაკითხვის თარიღი: 13 November 2011.