შინაარსზე გადასვლა

ფარუხ ლეგარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფარუხ ლეგარი
فاروق لیغاری
ფარუხ ლეგარი فاروق لیغاری
 პაკისტანის მე-8 პრეზიდენტი 
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 ნოემბერი 1993 – 2 დეკემბერი 1997
პრემიერ-მინისტრი  ბენაზირ ბჰუტო
ნავაზ შარიფი
წინამორბედიგულამ ისხაკ ხანი
მემკვიდრემუჰამედ რაფიკ ტარარი

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 ოქტომბერი 1993 – 14 ნოემბერი 1993
წინამორბედიაბდულ სატარი
მემკვიდრეასეფ აჰმად ალი

პაკისტანის წყლის რესურსების და ენერგეტიკის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 დეკემბერი 1988 – 6 აგვისტო 1990
პრემიერ-მინისტრიბენაზირ ბჰუტო
წინამორბედივაზირ აჰმად ჯოგეზაი
მემკვიდრეშაჰზადა მუჰამედ იუსაფი

დაბადებული29 მაისი 1940
დერა-გაზი-ხანი, პენჯაბი, ბრიტანეთის ინდოეთი
გარდაცვლილი20 ოქტომბერი, 2010 (70 წლის)
რავალპინდი, პენჯაბი,
პაკისტანის დროშა პაკისტანი
მოქალაქეობაპაკისტანის დროშა პაკისტანი
ეროვნებაპაკისტანელი
პოლიტიკური პარტიაპაკისტანის სახალხო პარტია
პაკისტანის მუსლიმთა ლიგა (2002-2010)
შვილებიავაის ლეგარი
ჯამალ ლეგარი
განათლებაფორმან ქრისტიანის კოლეჯი
ოქსფორდის უნივერსიტეტი
პროფესიასამოქალაქო მოხელე, პოლიტიკოსი

სარდარ ფარუხ აჰმად-ხან ლეგარი (ურდუ سردار فاروق احمد خان لغاری; დ. 29 მაისი, 1940, დერა-გაზი-ხანი, პენჯაბი, ბრიტანეთის ინდოეთი — გ. 20 ოქტომბერი 2010, რავალპინდი, პენჯაბი, პაკისტანი) — პაკისტანელი პოლიტიკოსი და პაკისტანის მერვე პრეზიდენტი 1993 წლის 14 ნოემბრიდან, გადადგომამდე, 1997 წლის 2 დეკემბრამდე. ის არის პაკისტანის პირველი არჩეული ბელუჯელი პრეზიდენტი.

ლეგარი დაიბადა ბელუჯელი ტომის და გავლენიან ფეოდალთა ოჯახში, მიიღო განათლება პაკისტანის ფორმანის ქრისტიანის კოლეჯში და ოქსფორდის უნივერსიტეტში, გაერთიანებულ სამეფოში. დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნების შემდეგ, თავისი კარიერა დაიწყო, როგორც სამოქალაქო მოხელე, სანამ 1973 წელს არ გახდა პოლიტიკოსი, როდესაც ბელუჯისტანიდან სენატორი გახდა პაკისტანის სახალხო პარტიიდან. 1980 წელს, მონაწილეობდა დემონსტრაციებში, რომელიც ზია-ულ ჰაკის ადმინისტრაციის წინააღმდეგ იყო მიმართული და წარმატებით იასპარეზა 1988 წლის საერთო არჩევნებში. 1990—1993 წლებში მუშაობდა ოპოზიციის ლიდერის, ბენაზირ ბჰუტოს მოადგილედ და მონაწილეობა მიიღო 1993 წლის არჩევნებში.

მისმა ტემპერამენტმა და რეპუტაციამ, საბოლოოდ დაარწმუნა პრემიერ-მინისტრი ბენაზირ ბჰუტო, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი და 1993 წელს ლეგარი პრეზიდენტად აირჩიეს. თუმცა, მალევე მიიღო კრიტიკა პაკისტანის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პოსტზე საკამათო კანდიდატების დანიშვნის გამო და მისი „მეჰრან ბანკის სკანდალში“ ჩართულობის გამო. 1995 წელს უთანხმოება წარმოიშვა პრემიერ-მინისტრ ბენაზირ ბჰუტოსთან პოლიტიკურ საკითხებზე და 1996 წელს, ის უეცრად გაათავისუფლა თავისი ლიდერის მთავრობა. მისი პოლიტიკური ამბიციები შემდეგ, პრემიერ-მინისტრის, ნავაზ შარიფისას შეეჯახა, როდესაც იგი ცდილობდა შეინარჩუნოს უზანაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლედ საჯად ალი შაჰი, რომელიც საბოლოოდ 1997 წელს მისი გადადგომით დასრულდა. პრეზიდენტობის შემდეგ, დარჩა აქტიურ პოლიტიკაში და 2004 წელს შეუერთდა მუსლიმთა ლიგას, მაგრამ მალევე წავიდა პოლიტიკიდან. ლეგარი გარდაიცვალა 2010 წლის 20 ოქტომბერს, ხანგრძლივი გულის ავადმყოფობით, რავალპინდის სამხედრო ჰოსპიტალში.

ოჯახი და ადრეული წლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფარუხ ლეგარი დაიბადა 1940 წლის 2 მაისს დერა-გაზი-ხანის რაიონის სოფელ ჩოტი ზარენში, რომელიც მდებარეობს პენჯაბში, ბრიტანეთის ინდოეთში.[1] პრეფიქსი სარდარი, რომელიც მისი სახელის სათავეშია, მიუთითებს იმაზე, რომ ის თავისი საგვარეულოს თუმანდარია (უფროსია).[2][3] მისი მამა, ნავაბ მუჰამედ ლეგარი და მისი ბაბუა ნავაბ ჯამალ ლეგარი, ორივე იყო პროგრესული ლიდერი, რომლებიც თავიანთ ტომს გააზიარეს თანამედროვე იდეები. მამამისმა, აქტიური მონაწილეობა მიიღო პაკისტანის განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელიც 1946 წელს დააკავეს, როგორც პოლიტიკური პატიმარი. ინდოეთის დაშლის შემდეგ, 1949-1955 წლებში, მამამისმა დაიკავა მინისტრის თანამდებობა, პენჯაბის პროვინციის მთავრობში.[4][5]

ფარუხ ლეგარი თავდაპირველად სწავლობდა სახელგანთქმულ ლაჰორის „აიტჩისონის კოლეჯში“, რომელიც 1957 წელს დაამთავრა. შემდეგ ჩააბარა ფორმან ქრისტიანის უნივერსიტეტში, რომელიც 1960 წელს ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა, ეკონომიკის დარგში.[6][7] შემდეგ გადავიდა გაერთიანებულ სამეფოს ოქსფორდის უნივერსიტეტში, სადაც მან მიიღო მაგისტრის ხარისხი ფილოსოფიის, პოლიტიკისა და ეკონომიკის განხრით.[7]

ლეგარის უყვარდა და თამაშობდა ჩოგბურთს, ასევე იყო რეგულარული მოთამაშე პოლოს სფეროში.[4] 1974 წელს, იგი წარმოადგენდა პაკისტანს მე-7 აზიურ თამაშებზე, რომელიც გაიმართა თეირანში, ირანში.[4] ფარუხ ლეგარი ქვეყანის მსხვილი მიწის მფლობელი იყო, რომლის კუთვნილებაში დაახლოებით 40,500 ჰექტარი მიწის ნაკვეთი იყო. ლეგარის სიკვდილის შემდეგ, მისი ვაჟი ჯამალ ლეგარი გახდა ლეგარის ტომის 23-ე მთავარი.[4]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Bhattacharya, Brigadier Samir NOTHING BUT! (en). Partridge Publishing. ISBN 9781482817324. ციტირების თარიღი: 9 October 2016. 
  2. BBC Pakistan (20 October 2010). „Former Pakistani President Farooq Leghari dies“. BBC News. BBC Pakistan Bureau. BBC Pakistan Bureau. ციტირების თარიღი: 9 October 2016.
  3. Sardar Farooq Ahmad Khan Leghari | Former President of Pakistan & Head of Millat Party. Story Of Pakistan (1 June 2003).
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 The National staff (30 October 2010). „Farooq Ahmad Khan: Bhutto's pick, until he sacked her | The National“. The National Pakistan. ციტირების თარიღი: 9 October 2016.
  5. Sardar Farooq Ahmad Khan Leghari. Pakistan Herald. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 8 October 2016.
  6. Ismaeel, Tariq (21 October 2010). „Hundreds mourn as Leghari is laid to rest - The Express Tribune“. The Express Tribune. Tribune Express, Pakistan. Tribune Express, Pakistan. ციტირების თარიღი: 9 October 2016.
  7. 7.0 7.1 Sardar Farooq Ahmad Khan Leghari, Former President of Pakistan Ex-MNA fron NA-172 D.G.Khan-II. Sardar Farooq Ahmad Khan Leghari, Former President of Pakistan Ex-MNA fron NA-172 D.G.Khan-II. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 8 October 2016.