შინაარსზე გადასვლა

მუჰამედ რაფიკ ტარარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუჰამედ რაფიკ ტარარი
محمد رفیق تارڑ
მუჰამედ რაფიკ ტარარი محمد رفیق تارڑ
 პაკისტანის მე-9 პრეზიდენტი 
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი 1998 – 20 ივნისი 2001
პრემიერ-მინისტრი  ნავაზ შარიფი
წინამორბედიფარუხ ლეგარი
მემკვიდრეპერვეზ მუშარაფი

პაკისტანის უზანაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 იანვარი 1991 – 1 ნოემბერი 1994

ლაჰორის უზანაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 მარტი 1989 – 31 ოქტომბერი 1991
წინამორბედიაბდულ შაქურულ სალამი
მემკვიდრემიან მაჰბუბ აჰმადი

დაბადებული2 ნოემბერი, 1929
გახარ-მანდი,[1] პენჯაბი, ბრიტანეთის ინდოეთი
გარდაცვლილი7 მარტი, 2022 (92 წლის)
მოქალაქეობაპაკისტანის დროშა პაკისტანი
ეროვნებაპაკისტანელი
პოლიტიკური პარტიაპაკისტანის მუსლიმთა ლიგა
განათლებაპენჯაბის უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი
რელიგიაისლამი

მუჰამედ რაფიკ ტარარი (ურდუ محمد رفیق تارڑ; დ. 2 ნოემბერი 1929, გახარ-მანდი, პენჯაბი, ბრიტანეთის ინდოეთი — გ. 7 მარტი, 2022, ლაჰორი) — პაკისტანის უზენაესი სასამართლოს ყოფილი მთავარი მოსამართლე და პაკისტანის მეცხრე პრეზიდენტი, 1998 წლის 20 იანვრიდან 2001 წლის 20 ივნისამდე, როდესაც გადადგა.[2]

2001 წელს ტარარი იძულებული გახდა გადამდგარიყო და გადადგა პრეზიდენტის პოსტიდან მას შემდეგ, რაც მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა პერვეზ მუშარაფმა გასცა აღმასრულებელი განკარგულება.[3] 2002 წელს რეფერენდუმის გზით, მას პოსტზე საბოლოოდ მუშარაფმა შეცვალა.[3]

მუჰამედ რაფიკ ტარარი დაიბადა 1929 წლის 2 ნოემბერს გახარ-მანდის სოფელ პირკოტში, გუჯრანვალის რაიონში, პენჯაბის პროვინციაში, იმ დროის ბრიტანეთის ინდოეთში. მისი ოჯახი ისლამის დეობანდის მიმართულების მიმდევარია, რომელიც სუნიზმის ერთ-ერთი პოლიტიკური მიმართულებაა.[4] ისლამიას კოლეჯის დამთავრების შემდეგ, ტარარი ჩაირიცხა პენჯაბის უნივერსიტეტში, რომელიც მან 1949 წელს ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა, ისლამური კვლევების მიმართულებით. კოლეჯში სწავლის პერიოდში, ტარარი მუსლიმთა ლიგის აქტივისტი და ალი ჯინას თაყვანისმცემელი იყო.[5]

პაკისტანის დამოუკიდებლობის მოპოვების დროს, ტარარი ასრულებდა ნებაყოფლობით მოვალეობას, როგორც რელიეფის მუშა, მუსლიმ სტუდენთა ფედერაციის მიერ შექმნილ ინდოელი ემიგრანტის ბანაკებში, რომლებიც ინდოეთში ბუნტის შედეგად განადგურებული სახლები დატოვეს და პაკისტანში გადმოვიდნენ.[2] ტარარიმ ჩაირიცხა პენჯაბის უნივერსიტეტის სამართლის კოლეჯში, რომელიც 1951 წელს სამართალმცოდნეს ბაკალავრით დაამთავრა.[2] უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, იგი ჩაირიცხა ლაჰორის უზანაესი სასამართლოს დამცველად.[2]

მოსამართლის კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1951 წელს, იგი ჩაირიცხა ლაჰორის უზანაესი სასამართლოს დამცველად.[2] 1955 წლის ოქტომბერში ჩაირიცხა, როგორც ადვოკატი, ლაჰორის უზანაეს სასამართლოში. 1960 წელს შექმნა საკუთარი იურიდიული ფირმა გუჯრანვალაში და ჩააბარა საადვოკატო გამოცდა, რის შემდეგ დაწინაურდა რაიონული სასამართლოების მოსამართლედ.[2]

1971 წელს იგი დაინიშნა პენჯაბის შრომის საკითხებში სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო 1974 წელს დაინიშნა ლაჰორის უზანაესი სასამართლოს მოსამართლედ და 1989 წელს იმავე სასამართლოს მთავარ მოსამართლედ.[2] მანამდე, როდესაც ის იყო ლაჰორის უზანაესი სასამართლოს მოსამართლე, ის ასევე იყო პაკისტანის საარჩევნო კომისიის წევრი, სადაც წარმოადგენდა პენჯაბს. 1991 წლის იანვარში, ტარარი დაინიშნა პაკისტანის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, ხოლო 1994 წლის ნოემბერში, როდესაც მას შეუსრულდა 65 წელი, იგი დატოვა მოსამართლის თანამდებობა.[2]

მისი მოსამართლის კარიერის დასრულების შემდეგ, 1997 წლის მარტში, ტარარი იურიდიული სფეროდან გადაინაცვლა პოლიტიკურში და გაწევრიანდა „პაკისტანის მუსლიმთა ლიგაში“. პარტიული მანდატის მიღების შემდეგ, 1997 წელს, იგი აირჩიეს სენატორად.[2]

პაკისტანის პრეზიდენტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1997 წელს, ფარუხ ლეგარის გადადგომის შემდეგ, მისი კანდიდატურა პრეზიდენტობის წამოაყენეს.[6] 1997 წლის 31 დეკემბერს, არაპირდაპირი არჩევნების დროს, ტარარი აირჩიეს პრეზიდენტად, სადაც მან დიდი უპირატესობით,[7] 374 ხმა 457 ხმიდან, დაამარცხა თავისი ოპონენტები აფტაბ მირანი (სახალხო პარტია), რომელიც მიიღო 31 ხმა, და მუჰამედ შირანი (JUI), რომელიც მიიღო 22 ხმა.[2] ეს იყო უდიდესი უპირატესობა საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიაში.[2][8]

როგორც პრეზიდენტი, ტარარი იყო მოკრძალებული პირი და ატარებდა მხოლოდ საზეიმო როლს, რომელიც გაურბოდა მედიას, ასევე იგი ერთგული იყო შარიფების ოჯახის მიმართ. მან ადვილად ხელი მოაწერა მეცამეტე, მეთოთხმეტე და მეთხუთმეტე პაკისტანის კონსტიტუციაში შეტანის ცვლილებებს, რომელიც შეზღუდა პრეზიდენტის ძალაუფლება.[9]

პაკისტანის პრეზიდენტის უფლებამოსილება ნელ-ნელა იზღუდებოდა წლების განმავლობაში, რომლის კულმინაცია 1997 წლის მეცამეტე შესწორება გახდა, რომელიც პრაქტიკულად შეზღუდა ყველა დარჩენილი სარეზერვო უფლებამოსილება, ხოლო პრეზიდენტი თითქმის სიმბოლურ ხასიათს ატარებდა.[10]

ტარამა მხარი არ დაუჭირა სამხედროების 1999 წლის სახელმწიფო გადატრიალებას, რომელიც განახორციელა გენერალი პერვეზ მუშარაფი, როგორც გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე. ეს იყო გამოწვეული იმით, რომ ამ პოსტზე ნავაზ შარიფის წყალობით მოვიდა. ამის გამო, პაკისტანის სამხედრო ელიტამ გადაწყვიტა, რომ არ შეინარჩუნონ იგი, როგორც პრეზიდენტი მისი სრული ხუთი წლის ვადით, მისი დამოკიდებულების გამო. 2001 წლის 21 ივნისს, გენერალმა მუშარაფმა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ტარარი გადააყენა თანამდებობიდან.[11][3]

ტარარი წავიდა ეროვნული პოლიტიკიდან და დასახლდა ლაჰორში.[3] შეინარჩუნა კარგი ურთიერთობა ნავაზ შარიფთან და ახლო მეგობარია შარიფების ოჯახის. მისი ყოფილი რძალი, საირა ტარარი, შარიფის მესამე კაბინეტის წევრია და მუშაობს ეროვნული ჯანდაცვის რეგულირებასა და კოორდინაციის სააგენტოში.[12]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Rafiq Tarar's BirthPlace.
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 Administrator/Staff worker. Muhammad Rafiq Tarar. Story of Pakistan Press (1 June 2003). ციტირების თარიღი: 28 January 2015.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Reddy, B. Muralidhar (21 June 2001). „Rafiq Tarar forced to quit?“. The Hindu. The Hindu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 28 January 2015.
  4. Chitkara (2001, pp. 118–119)
  5. Zakaria (2001, pp. 232–233)
  6. staff worker (1 January 1998). „Tarar sworn in as Pakistani president“. BBC Pakistan Bureau. BBC Pakistan Bureau. ციტირების თარიღი: 28 January 2015.
  7. დაარქივებული ასლი. Presidency of the Islamic Republic of Pakistan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 აპრილი 2013. ციტირების თარიღი: 9 May 2013.
  8. Preston (2003, pp. 229–235)
  9. Jones (2003, pp. 31–35)
  10. 12th Parliament of Pakistan (1973). Constitution of the Islamic Republic of Pakistan, 13th Amendment, 12th Parliament of Pakistan. 
  11. „Rafiq Tarar forced to quit?“. The Hindu. The Hindu. 21 June 2001. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 31 May 2016.
  12. State Minister List—Saira Afzal tarar. Prime Minister Office Website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ნოემბერი 2014. ციტირების თარიღი: 12 November 2014.