ჯალანდჰარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ჯალანდჰარი
პენჯ. ਜਲੰਧਰ, ჰინდი जलंधर
Jalandhar Bus Stand.JPG
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
შტატი პენჯაბი
კოორდინატები 31°19′32″ ჩ. გ. 75°34′45″ ა. გ. / 31.32556° ჩ. გ. 75.57917° ა. გ. / 31.32556; 75.57917
ცენტრის სიმაღლე 228
მოსახლეობა 873 725 ადამიანი [1] კაცი (2011)
დროის სარტყელი UTC+5:30

ჯალანდჰარი მდებარეობა ინდოეთი

Red pog.svg

ჯალანდჰარი (პენჯ.. ਜਲੰਧਰ, ინგლ. Jalandhar) — ქალაქი ინდოეთში, პენჯაბის შტატში. ჯალანდჰარის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ამრისტარიდან 90 კმ. მანძილზე, ჩანდიგარჰიდან 114 კმ. მანძილზე და დელიდან 375 კმ. მანძილზე. 2011 წლის აღწერით, მისი მოსახლეობა შეადგენს 873 725 ადამიანს. მოსახლეობის ძირითადი ენაა პენჯაბური. საკმაოდ პოპულარულია, აგრეთვე, ინგლისური. მოსახლეობის 54,54% ინდუიზმის მიმდევარია; 45,46% სიქიზმის. ქალაქში განვითარებულია სპორტული საქონლის, ელექტრონიკის და სხვა წარმოება.

ქალაქს აქვს ტენიანი სუბტროპიკული კლიმატი ცივი ზამთრით და ცხელი ზაფხულით. ზაფხულის მაქსიმალური ტემპერატურა შეადგენს 48°С, მინიმუმი კი 25 °С. ზამთარში მაქსიმალირი ტემპერატურა — 19 °С, ხოლო მინიმალური — -5 °С. ნალექების წლიური საშუალო რაოდენობა დაახლოებით 70 მმ-ია. მისი დიდი ნაწილი მოდის მხოლოდ მუსონურ სეზონზე — ივლის-აგვისტოში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Provisional Population Totals, Census of India 2011; Urban Agglomerations/Cities having population 1 lakh and above (pdf). Office of the Registrar General & Census Commissioner, India. წაკითხვის თარიღი: 26 March 2012.