შიმლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
შიმლა
ჰინ. शिमला
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 31°06′12″ ჩ. გ. 77°10′20″ ა. გ. / 31.10333° ჩ. გ. 77.17222° ა. გ. / 31.10333; 77.17222
ფართობი 25 კმ²
ცენტრის სიმაღლე 2205±1 მეტრი
ოფიციალური ენა ჰინდი ენა
მოსახლეობა 206 575 (2019)
სასაათო სარტყელი UTC+05:30
სატელეფონო კოდი 177
საფოსტო ინდექსი 171001
ოფიციალური საიტი http://hpshimla.gov.in/hi
შიმლა — ინდოეთი
შიმლა

შიმლა (ასევე ცნობილი როგორც სიმლა, ოფიციალური სახელი 1972 წლამდე) — ინდოეთის ჩრდილოეთ შტატ ჰიმაჩალ-პრადეშის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. 1864 წელს შიმლა ბრიტანეთის ინდოეთის საზფხულო დედაქალაქად გამოცხადდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქალაქი აღმოსავლეთ პენჯაბის დედაქალაქი გახდა, ხოლო მოგვიანებით ჰიმაჩალ-პრადეშის დედაქალაქად გამოცხადდა. იგი შტატის მთავარი კომერციული, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია.

შიმლას ადგილას პატარა დასახლებები 1815 წლამდე, ბრიტანელების მიერ ამ ტერიტორიის დაპყრობამდეა დაფიქსირებული. კლიმატურმა პირობებმა ბრიტანელები მიიზიდა, რომლებმაც ჰიმალაების ხშირ ტყეებში ქალაქის დაარსება გადაწყვიტეს. როგორც საზაფხულო დედაქალაქმა, შიმლამ მრავალ მნიშვნელოვან პოლიტიკურ შეხვედრას უმასპინძლა, მათ შორის: სიმლის 1906 წლის შეხვედრას, 1914 წლის სიმლის შეთანხმებას და 1945 წლის სიმლის კონფერენციას. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქალაქმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცენტრის ფუნქცია შეინარჩუნა და 1972 წლის სიმლის შეთანხმებას უმასპინძლა. ჰიმაჩალ-პრადეშის შტატის რეორგანიზაციის შემდეგ, არსებულ მაჰასუს ოლქს შიმლა ეწოდა.

შიმლაში თიუდორბეთანისა და ნეოგოთიკური არქიტექტურის მრავალი ძეგლი მდებარეობს რომლებიც კოლონიური ხანით თარიღდება. მათ შორის, ტაძრები და ეკლესიები. კოლონიური ხანის არქიტექტურა, ტაძრები და ბუნებრივი გარემო ტურისტებს იზიდავს. ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობებს შორისაა: შრი ჰანუმან ჯახუ, ჯახუს ტაძარი, რაშტრაპატი ნივასი, ქედი და ანადეილი. ქალაქის უკიდურესი ჩრდილოეთი წერტილია ― ჯახუ, ხოლო უკიდურესი სამხრეთი ― ანადეილი, უკიდურესი აღმოსავლეთი ― სანჯაული, ხოლო უკიდურესი დასავლეთი ― ჩოტა-შიმლა. ბრიტანელების მიერ აგებული კალკა-შიმლის რკინიგზა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. ქალაქს ციცაბო რელიეფი აქვს და სამთო ველოსიპედების შეჯიბრს, MTB Himalaya-ს მასპინძლობს, რომელიც 2005 წლიდან იმართება და სამხრეთ აზიის მასშტაბით ამ სპორტში ერთ-ერთი უდიდეს ღონისძიებად ითვლება. შიმლაში სამხრეთ აზიის მასშტაბით უდიდესი ბუნებრივი ყინულის საციგურაო მოედანი მდებარეობს. გარდა იმისა, რომ ქალაქი ტურიზმის ცენტრია, იგის საგანმანათლებლო კერაცაა და აქ მრავალი კოლეჯი და კვლევითი ინსტიტუტი მდებარეობს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაისი შიმლასი

შიმლა ჰიმალაების სამხრეთ-დასავლეთ ქედებზე მდებარეობს. ქალაქის კოორდინატებია: ჩრდ. 31.61° განედი და აღმ. 77.10° გრძედი. ქალაქის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 2 206 მეტრია. ქალაქი შვიდი ქედის ტოტის გასწვრივაა გაშენებული და აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 9.2 კმ-ზეა გადაჭიმული.[1]

ინდოეთის მიწისძვრების ზონებიდან ქალაქი IV ზონაში (დიდი ზიანის რისკის ზონა) მდებარეობს. სუსტი სამშენებლო ტექნიკა და მოსახლეობის ზრდა მიწისძვრებით აქტიურ რეგიონში სერიოზული საფრთხეა.[2][3] ქალაქის ცენტრალურ ნაწილთან წყალსატევები არაა და უახლოესი მდინარე სუტლეჯი 21 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.[4] სხვა მდინარეებიდან შიმლის ოლქში მიედინება: გირი და პაბარი (ორივე მდინარე იამუნას შენაკადია).

შიმლის დაგეგმილი ტერიტორიის მწვანე სარტყელი 414 ჰექტარს მოიცავს. ქალაქსა და მის ირგვლივ მთავარი ტყეებში ფიჭვი, მუხი, როდოდენდრონი და ჰიმალაიური კედარი ხარობს.[5] ყოველწლიურად მზარდი ტურისტებისა და მათ მხარდასაჭერად არასაკმარისი ინფრასტრუქტურის გამო გარემოს დეგრადაცია დაიწყო, რის გამოც შიმლამ ეკოტურიზმის წერტილის მნიშვნელობა დაკარგა.[6] რეგიონში კიდევ ერთი მზარდი პრობლემაა ხშირი მეწყერები, რომლებიც ხშირად უხვი წვიმების შემდეგ წვება.[2][7]

შიმლა კალკიდან 88 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს, ჩანდიგარჰიდან 116 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით, მანალიდან 247 კმ-ით სამხრეთით, ხოლო ეროვნული დედაქალაქიდან, დელიდან 350 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, შიმლა სუბტროპიკული მაღალმთის კლიმატურ (Cwb) სარტყელშია მოქცეული. შიიმლის კლიმატი მეტწილად ცივია ზამთარში და ზომიერად თბილია ზაფხულში.[8]

ზაფხულის საშუალო ტემპერატურა 19-დან 28 °C-მდეა (66და 82 °F), ხოლო ზამთარში ― −1-დან 10 °C-მდე (30 და 50 °F). საშუალო თვიური ნალექიანობის მაჩვენებელი 15 მმ-დან (ნოემბერში) 434 მმ-მდე (აგვისტოში) მერყეობს. ზამთარსა და გაზაფხულზე საშუალო თვიური ნალექიანობა 45 მმ-ის ტოლია, ხოლო ივნისში, მუსონის მოახლოებასთან ერთად 175 მმ-დე ადის.

საშუალო წლიური ნალექიანობა 1 575 მმ-ის ტოლია, რაც სხვა მთის სადგურებთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ გაცილებით მეტია, ვიდრე ვაკეების მაჩვენებელი. ისტორიულად, რეგიონში თოვა დეკემბერში იწყებოდა, მაგრამ ბოლო პერიოდია (უკანასკნელი 15 წელია) იანვარსა და თებერვლის დასაწყისში გადაინაცვლა.[9]

ჰავის მონაცემები — შიმლა
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 21.4 22.6 25.8 29.6 32.4 31.5 28.9 27.8 28.6 25.6 23.5 20.5 32.4
საშუალო მაღალი °C 10.9 11.9 15.8 20.5 24.1 24.8 22.6 22.0 22.1 20.3 16.7 13.5 18.8
საშუალო დაბალი °C 2.8 3.7 7.0 11.4 14.6 16.2 15.9 15.5 14.1 11.1 7.8 5.1 10.4
რეკორდულად დაბალი °C −10.6 −8.5 −6.1 −1.3 1.4 7.8 9.4 10.6 5.0 0.2 −1.1 −12.2 −12.2
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) 66.4 75.3 81.2 60.8 90.3 181.9 329.8 320.4 142.3 36.7 18.4 24.2 1 427,7
საშუალო თოვა (სმ) 42 43 7 0 0 0 0 0 0 0 0 7 99
წვიმიანი დღეები საშუალოდ 4.2 5.6 6.1 4.8 7.0 9.6 17.0 15.7 8.2 2.3 1.3 2.0 83.7
თოვლიანი დღეები საშუალოდ 4.2 4.2 1.4 0.0 0.0 0.0 0.0 0.0 0.0 0.0 0.1 1.3 11.2
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) ) 67 65 57 47 48 62 85 88 79 63 61 60 65
საშუალო UV ინდექსი 3 3 5 6 6 6 6 5 5 4 4 3 5
წყარო 1: India Meteorological Department (snow 1990–2010)[10][11][12]
წყარო 2: Weather Atlas[13]

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შიმლის დაძმობილებულ ქალაქებს შორისაა:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Shimla Municipal Corporation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 აპრილი 2007. ციტირების თარიღი: 4 May 2007
  2. 2.0 2.1 Concrete buildings make Shimla vulnerable to quake. Indiainfo.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 დეკემბერი 2005. ციტირების თარიღი: 14 October 2005
  3. Report from the field: Shimla City, India. GeoHazards International. ციტირების თარიღი: 11 May 2007
  4. Sight seeing tours around Shimla. HP Tourism Development Corporation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 მაისი 2007. ციტირების თარიღი: 21 May 2007
  5. H.P. Forest Department. ციტირების თარიღი: 11 May 2007
  6. Adarsh Batra (სექტემბერი 2001). „Himalayan Ecotourism in Shimla“ (PDF). ABAC Journal. Assumption University, AU Journal. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 30 ივნისი 2007.
  7. Landslides disrupt traffic in Shimla. The Tribune, Chandigarh, India. ციტირების თარიღი: 16 July 2005
  8. Weather log for Shimla. shimlatimes.in. ციტირების თარიღი: 21 December 2015
  9. Lohumi, Rakesh (14 February 2007). „62cm and counting“. The Tribune. ციტირების თარიღი: 14 February 2007.
  10. Station: Shimla Climatological Table 1981–2010. Climatological Normals 1981–2010 გვ. 703–704. India Meteorological Department (January 2015). ციტირების თარიღი: 14 February 2020
  11. Extremes of Temperature & Rainfall for Indian Stations (Up to 2012). India Meteorological Department (December 2016). ციტირების თარიღი: 13 February 2020
  12. Tyagi, Ajit; Singh, O.; Singh, Manmohan; Bhan, S.. Climate of Shimla. India Meteorological Department. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 6 April 2016
  13. Climate and monthly weather forecast Shimla, India. Weather Atlas. ციტირების თარიღი: 13 June 2022
  14. City of Carbondale დაარქივებული 25 August 2012 საიტზე Wayback Machine. – Sister Cities
  15. Sister-Cities.org დაარქივებული 29 June 2007 საიტზე Wayback Machine. – International Directory