შინაარსზე გადასვლა

მურმან პაპაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მურმან პაპაშვილი (დ. 1955) — ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.


1977 წელს დაამთავრა გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, ისტორიის ფაკულტეტი.

1984-2004 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ- თანამშრომელი, მეცნიერ- თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. 2000-2005 წლები კი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის მსოფლიო ისტორიის კათედრის გამგე 1998-2005 წლებში. ასევე 2005-2007 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის დირექტორი. 2004-2005 წლებში კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. 2006-2013 წლებში მუშაობდა როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი და 2003- 2006 წლებში უკვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. 2013 წლიდან იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი. თუმდა ასევე 2013 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ევროინტეგრაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე იყო 2011 წლიდან. 2003 წლიდან - ჟურნალ "საისტორიო ვერტიკალების" რედაქტორის მოადგილე და 2011 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პერიოდული კრებულის - "ევროპული კვლევები" სარედაქციო კოლეგიის წევრი. იგი არის 97 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის, 84 სამეცნიერო სტატია, 3 მონოგრაფია, 1 სახელმძღვანელო, 5 სახელმძღვანელოს თანაავტორი, 1 თარგმანი, 3 თარგმანის თანაავტორი.

  • საქართველო XVI საუკუნის ევროპულ წყაროებში, თბ., სამშობლო, 2021, გვ. 602 ISBN 9789941139901
  • ეკონომიკური დიპლომატია : სახელმძღვანელო, თბ., უნივერსალი, 2020, გვ. 454 ISBN 9789941266546
  • ვასილ თამარაშვილი : ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ., უნივერსალი, 2017, გვ. 126 ISBN 9789941260162
  • საქართველო-რომის ურთიერთობა VI-XX სს., თბ., 1995, გვ. 368
  • საქართველოს საგარეო პოლიტიკური ურთიერთობანი : XVIII საუკუნის პირველი მეოთხედი, თბ., 1992, გვ. 160 ISBN 5520009635
  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები რედ: ირინა ჯაფარიძე, თბ., 2012, გვ. 430

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]