მომხმარებლის განხილვა:მარიამ ქათამიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
   Help-browser.svg რა არის ვიკიპედია? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვიკიპედიაში, მარიამ ქათამიძე!
Crystal Clear app ktip.png პირველი ნაბიჯები ვიკიპედიის მომხმარებლების სახელით მოგესალმებით მის ქართულენოვან განყოფილებაში!

დაიწყეთ ვიკიპედიის გაცნობა საკუთარ სავარჯიშოში მუშაობით.

ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება მონაწილეობის მთავარ პრინციპებს: იმუშავეთ გაბედულად და დაიცავით ნეიტრალურობის თვალსაზრისი.

ასე შეიძლება ხელის მოწერა

ვიკიპედიის სტატიებში ხელის მოწერა საჭირო არ არის (ავტორების სია ავტომატურად იქმნება და ხელმისაწვდომია სტატიის ისტორიაში), მაგრამ თუ თქვენ ისურვებთ ფორუმის ან ცალკეული გვერდის განხილვაში მონაწილეობის მიღებას, გთხოვთ ხელი მოაწეროთ თქვენს ტექსტს ოთხი ტილდის (~~~~) გამოყენებით ან ინსტრუმენტების პანელზე შესაბამის ღილაკზე დაჭერით. ავტორის მითითება ამ შემთხვევაში საჭირო არ არის.

თუ თქვენ სტატიის შექმნა არ შეგიძლიათ ერთი რედაქტირებით და მოგვიანებით მის დასამთავრებლად დაბრუნებას აპირებთ, სტატიის დასაწყისში ჩასვით {{subst:მუშავდება}}, რათა აცნობოთ ამის შესახებ სხვა მომხმარებლებს.

თქვენს პირად გვერდზე შეგიძლიათ დაამატოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ — მაგალითად, რომელ ენებს ფლობთ და თქვენი ინტერესთა სფეროები.

თუ გაგიჩნდათ რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდები. თუ ამ გვერდებზე თქვენს კითხვაზე პასუხს ვერ იპოვით, დასვით იგი ვიკიპედიის ფორუმის სათანადო განყოფილებაში ან პირადად მიმართეთ ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

და კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვიკიპედიაში!

Hello and welcome to the Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, that’s no problem. We have an embassy where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!
Nuvola apps kmessedwords.png სტატიების დასათაურება
View-refresh.svg ტექსტის რედაქტირება
Accessories-text-editor.svg წესები და მითითებები
Artykul na medal-MK.svg სანიმუშო სტატია
Applications-internet.svg ენათაშორისი ბმულები
Commons-logo.svg ფაილის ატვირთვა
Green copyright.svg საავტორო უფლებები
Dobry Artykul-MK.svg ახალი სტატიის შექმნა

Wiki - ჯაბა 19:26, 4 მაისი 2020 (UTC)

ათათურქის რეფორმები[წყაროს რედაქტირება]

მარიამ გამარჯობა, მიხარია თქვენი აქტიურობა ვიკიპედიაში. რის თქმა მინდა იცით? სკოლის სახელმძღვანელოების მიხედვით სტატიები ვიკიპედიაში არ იწერება. ბუნებრივია არც კონკურსის დასრულებისას შეფასდება. გთხოვთ შემდეგი აქტიურობის დროს გაითვალისწინოთ. სტატიის უკეთ დასაწერად და გასაფორმებლად გთხოვთ გამოიყენოთ ვიკიპედია:სტატიის ოსტატი, ვიკიპედია:ვიკიფიცირება და ვიკიპედიის ეს გზამკვლევი. წარმატებებს გისურვებთ.--Wiki - ჯაბა 12:47, 6 მაისი 2020 (UTC)

ასევე მინდა გითხრათ, რომ სტატია უნდა ითარგმნოს იქიდან, რაც მითითებულია სტატიების სიაში, ანუ ინგლისური ვიკიპედიიდან (შესაძლებელია ჩართვების გაკეთება თურქულიდანაც). მაგრამ არ უნდა იყოს წიგნიდან გადმოკოპირებული. ამდროისთვის მოცემული სტატია ვერ შეფასდება და თუ არ გაასწორებთ სამი დღის განმავლობაში, იძულებული ვიქნები წასაშლელად მოვნიშნო, რადგან თქვენ თუ არა, იქნება სხვას სურს მასზე დაწერა. პატივისცემით, --Mehman 97 16:09, 6 მაისი 2020 (UTC)

კონკურსის წესები[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, მარიამ. პირველ რიგში, მადლობას გიხდით, რომ ჩვენი კონკურსით დაინტერესდით და ვიკიპედიაში მუშაობის ტექნიკაც აითვისეთ. სამწუხაროდ, გამოგრჩათ ერთი დეტალი — კონკურსის წესებში მითითებულია, რომ სტატია უნდა შეიქმნას/გაუმჯობესდეს მხოლოდ სიაში სტატიის მარცხნივ მითითებული ბმულის მიხედვით, ანუ ინგლისური ვიკიპედიიდან. აღნიშნულ სტატიებში (დედამიწის პოლარული რეგიონები; ნახშირბადის ციკლი; აზიის გეოგრაფია) კი თქვენ ეყრდნობით მხოლოდ ქართულ წყაროებს, მათ შორის ერთ-ერთში ჩემი სტატიაც გაქვთ გამოყენებული პირველი არხიდან, რაც გულწრფელად მიხარია, მაგრამ სამუწხაროდ, ეს სტატიები კონკურსის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და უნდა წაიშალოს. შეგიძლიათ, გაითვალისწინოთ ეს მითითება და კვლავ განაგრძოთ კონკურსში მონაწილეობა. წარმატებები! — Mikheil მიწერა 19:29, 7 მაისი 2020 (UTC)

ეგ გაფრთხილება მივიღე უკვე და ჩემი ორი სტატია ,,აზიის გეოგრაფია" და ,,ათათურქის რეფორმები" დავარედაქტირე და კიდეა რაიმე პრობლემა?წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა მარიამ ქათამიძე (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - OOUI JS signature icon LTR.png.

და კიდევ მაინტერესებს რაღაც, ინგლისურ სტატიას უნდა მივყვეთ პირდაპირ და ვთარგმნოთ, მხოლოდ წინადადება უნდა გადმოვცეთ ჩვენი ენით?წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა მარიამ ქათამიძე (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - OOUI JS signature icon LTR.png.

დიახ, რასაც თარგმნის ხელოვნება გულისხმობს. — Mikheil მიწერა 16:28, 9 მაისი 2020 (UTC)

ალექსანდრე I[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. აბა თქვენი დაწერილი სტატია და ეს სტატია შეადარეთ. ერთნაირია? არა ხო? აბა როგორ უნდა გავაკეთოთ ისეთი ინფოდაფა პეტრე პირველს რომ აქვს? შედიხარ პეტრე პირველის სტატიის რედაქტირებაში, აკოპირებთ მის ინფოდაფას და მასში ტოლობების მარჯვნივ მდებარე ინფორმაციას ცვლი ალექსანდრე პირველის ინფორმაციით. დაიცავით კონკურსის პირობები. წარმატებებს გისურვებთ. --Wiki - ჯაბა 18:17, 8 მაისი 2020 (UTC)

საბერძნეთის ოპერაცია[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, მოგესალმებით. მიხარია რომ კონკურსში მონაწილეობთ. ერთი პატარა თხოვნა მექნება: სტატიაში საბერძნეთის ოპერაცია ნუ გამოიყენებთ და ნუ ჩასვამთ ქვეყნის ინფოდაფას. ამისათვის უკეთესი იქნება თუკი გამოიყენებთ თარგი:ინფოდაფა სამხედრო კონფლიქტი-ს. წარმატებები. --Wiki - ჯაბა 06:41, 15 მაისი 2020 (UTC)

კარგი, გასაგებია, შევცვლი. მაგრამ ერთი კითხვა მაქვს. რომ არ შევცვალო ეს ინფოდაფა არ ჩამეთვლება?წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა მარიამ ქათამიძე (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - OOUI JS signature icon LTR.png.

ჩათვლით ჩაითვლება, მაგრამ გაითვალისწინე რომ შეფასება არის 1-დან 5-მდე. შესაბამისად სტატიაც შეიძლება შეფასდეს ნაკლები ქულით. გარდა ამისა სტატიას ძალიან მოუხდება შესაფერისი ინფოდაფაც. --Wiki - ჯაბა 12:34, 15 მაისი 2020 (UTC)

გასაგებია, მადლობა ინფორმირებისთვის.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა მარიამ ქათამიძე (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - OOUI JS signature icon LTR.png.

არაფრის. მარიამ თხოვნა მექნება ხელმოწერაც გააკეთო ხოლმე. აი ზემოთ მესამე ღილაკზე დაწკაპებით ამ ნიშანს მიიღებ --~~~~, რაც ავტომატურად ხელმოწერას ნიშნავს. ხელს ვაწერთ მხოლოდ განხილვაში. სტატიაში არ გვჭირდება. --Wiki - ჯაბა 13:57, 15 მაისი 2020 (UTC)

--მარიამ ქათამიძე განხილვაწვლილი 12:15, 16 მაისი 2020 (UTC)

აი ასე. მშვენიერია. ოღონდ როცა რამეს დაწერთ ბოლოშ მოაწერეთ ხოლმე, ისევე როგორც მე. --Wiki - ჯაბა 12:32, 16 მაისი 2020 (UTC)

კარგი, მადლობა.--მარიამ ქათამიძე განხილვაწვლილი 12:47, 16 მაისი 2020 (UTC)

წყაროები, ლინკები და სურათები[წყაროს რედაქტირება]

მარიამ, გამარჯობა. მე შევამჩნიე, რომ თქვენ სტატიებში იყენებთ გალერეებს სურათის ნაცვლად. იქიდან გამომდინარე, რომ სტატიები საკონკურსოა, მე არ შემიძლია მათი რედაქტირება, მაგრამ თუ თქვენი სურვილი იქნება, შემიძლია გასწავლოთ, როგორ ჩასვათ სურათი სწორად - რომ ჟიურისგანაც მაქსიმალური შეფასება მიიღოთ.--Melberg მიწერა 16:10, 25 მაისი 2020 (UTC)

უი, მეგონა სწორად ვაკეთებდი. ძალიან დიდი მადლობელი ვიქნები, თუ მასწავლით როგორ გავაკეთო სწორად. --მარიამ ქათამიძე განხილვაწვლილი 10:08, 26 მაისი 2020 (UTC)

პირველი შეკითხვა - რომელ რედაქტორს იყენებთ? ვიზუალურს („რედაქტირება“ს რომ დააჭერთ ზედა მარჯვენა ნაწილში), თუ კოდის („წყაროს რედაქტირება“-ს რომ დააჭერთ, ისეთს)?--Melberg მიწერა 10:27, 26 მაისი 2020 (UTC)

ვიზუალურს ვიყენებ ყოველთვის (მარტო "რედაქტირება" რო აწერია).--მარიამ ქათამიძე განხილვაწვლილი 10:31, 26 მაისი 2020 (UTC)

გასაგებია, მადლობა, უფრო მარტივი იქნება, თუ ჩასასწორებლად გამოიყენებთ წყაროს რედაქტოს - ნაკლები წვალება მოგიწევთ. მაგალითად ავიღოთ დუბროვნიკის ალყა. გადადით სექციაში ხორვატიის ომი დამოუკიდებლობისთვის და დააჭირეთ წყაროს რედაქტირებას. ახლა თქვენ ასეთი რამ გიწერიათ:

<gallery widths="300" heights="200"> ფაილი:Unofficial Croatian Flag (1990).png|Unofficial Croatian Flag (1990) </gallery>,

რაც არის გალერეის გამოძახების კოდი. სწორი კოდი იქნება:

[[ფაილი:Unofficial Croatian Flag (1990).png|მინი|ხორვატიის არაოფიციალური დროშა (1990).]]

ასევე სასურველია, რომ ილუსტრაცია მოსდევდეს სექციის სათაურს ანუ ასე იყოს:

== ხორვატიის ომი დამოუკიდებლობისთვის == [[ფაილი:Unofficial Croatian Flag (1990).png|მინი|ხორვატიის არაოფიციალური დროშა (1990).]] --Melberg მიწერა 10:40, 26 მაისი 2020 (UTC)


შეგიძლიათ ნახოთ სწორად თუ მაქვს გაკეთებული? ვეცადე ჩამესწორებინა.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა მარიამ ქათამიძე (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - OOUI JS signature icon LTR.png.

იდეალურია ^_^ ოღონდ სხვა სტატიებშიც ჩასასწორებელია. გადავიდე მეორე გაკვეთილზე? :D --Melberg მიწერა 12:19, 26 მაისი 2020 (UTC)


კი, კი ჩავასწორებ აუცილებლად. დიახ, შეგიძლიათ გადახვიდეთ.😁--მარიამ ქათამიძე განხილვაწვლილი 13:14, 26 მაისი 2020 (UTC)

ძალიან კარგი: დუბროვნიკის ალყა არის თარგმნილი ინგლისური ენიდან - en:Siege of Dubrovnik. ინგლისურ სტატიაში, ეკრანის მარცხენა მხარეს, არის ენების ჩამონათვალი, რომლის ქვემოთ არის წარწერა - Edit links. მასზე რომ დააჭერთ, გადახვალთ ახალ გვერდზე, რომელზეც ეწერაბ Wikipedia(18 entries) და ამის გასწვრივ Edit links. Edit-ს რომ დააჭერთ, სულ ქვემოთ გაიხსნება ახალი ველი - მასში უნდა ჩაწეროთ ქართული. ენის არჩევის შემდეგ, ამ ველის გასწვრივ გაიხსნება ახალი ველი, რომელშიც უნდა ჩაწეროთ სტატიის ქართული სახელი. ამის შემდეგ უნდა დააჭიროთ Publish.--Melberg მიწერა 13:19, 26 მაისი 2020 (UTC)


ძალიან დიდი მადლობა, ასეთი ახსნისთვის. გავაკეთე რაც მითხარით. სხვა სტატიებზეც უნდა გავიმეორო იგივე?წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა მარიამ ქათამიძე (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - OOUI JS signature icon LTR.png.

კი, რა თქმა უნდა. გადავიდეთ მესამეზე? :D --Melberg მიწერა 14:19, 26 მაისი 2020 (UTC)

კი😂წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა მარიამ ქათამიძე (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - OOUI JS signature icon LTR.png.

დავანებოთ ცოტა ხანი თავი დუბროვნიკს. დეიტონის ხელშეკრულებას შევხედოთ. წყაროს რედაქტირებაში რომ შევიდეთ, დაინახავ, რომ სტატია იწყება შემდეგი ტექსტით: {{ინფოდაფა ხელშეკრულება|. როდესაც ტექსტი იწყება {{ ასეთი ბრჭყალებით, ეს ნიშნავს, რომ გამოყენებულია თარგი. ძიების ველში რომ ჩაწერო თარგი:ინფოდაფა ხელშეკრულება გადახვალ ამ თარგის გვერდზე - და ნახავ დამატებით ველებს, რომლებიც გამოყენებაც შეგიძლია. მაგალითად, | სურათი = არის ველი, რომელიც ამჟამად სტატიაში არ არის გამოყენებული, მაგრამ არის ინგლისურში. ეს ეხება თითქმის ყველა თარგს. მოდი ინგლისური ვიკიდან გადმოვიტანოთ ილუსტრაცია. ამისთვოს დეიტონის ხელშეკრულება შევდივართ წყაროს რედაქტირებაში, და |მომზადების თარიღი-ამდე ვსვამთ ამ ტექსტს: ...ხელშეკრულება|სურათი=DaytonAgreement.jpg|მომზადების თარიღი... თუ თარგს კიდევ სხვა პარამეტრები აქვს, რომელთა გამოყენება გინდა, თავისუფლად შეგიძლია ისინიც გადმოიტანო.--Melberg მიწერა 14:50, 26 მაისი 2020 (UTC)

კიდევ ორი გაკვეთილი დარჩა, მაგრამ მათ ხვალ მოგწერ, კარგი?--Melberg მიწერა 14:51, 26 მაისი 2020 (UTC)

P.S. ოლღა ალექსანდრეს ასული-შიც იგივეა - ახლა სურათი გაქვს ცალკე, არადა თარგი:ინფოდაფა პიროვნება რომ გახსნა, იქ არის შესაბამისი ველი | ფოტო =, რომელიც შეგიძლია გამოიყენო და ფოტო ჩასვა.--Melberg მიწერა 14:53, 26 მაისი 2020 (UTC)


ვაიმე, რა მარტივი ყოფილა, არადა, რამდენს ვწვალობდი ინფოდაფაში ფოტოს ჩასმაზე და მაინც არაფერი გამომდიოდა)) კარგი, ხვალ მომწერეთ. ძალიან, ძალიან დიდი მადლობაა!😘--მარიამ ქათამიძე განხილვაწვლილი 15:17, 26 მაისი 2020 (UTC)

გამარჯობა! გავაგრძელოთ. როდესაც თქვენ თარგმნით სტატიას, მე როგორც ვხვდები, თქვენ აკოპირებთ ვიზუალური რედაქტორიდან ტექსტს ინგლისურ ვიკიპედიაში და სვამთ მას ქართულ ვიკიში. ჩემი რჩევა იქნება, რომ ამისთვის წყაროს რედაქტორი გამოიყენოთ: რეფერირების თარგების შემთხვევაში (რომლებიც იწყება <ref... კოდით და მთავრდება </ref> ავტომატურად მოხდება. დეიტონის ხელშეკრულების მაგალითზე შევხედოთ. სექციაში მოლაპარაკება და ხელმოწერა თქვენ იყენებთ ჟურნალ თაიმსს წყაროდ. თქვენი კოდი არის შემდეგი: <ref>http://www.time.com/time/magazine/article/0,9171,976369,00.html</ref>, ინგლისურ ვიკიში - ასეთი: <ref>[http://www.time.com/time/magazine/article/0,9171,976369,00.html Munich All Over Again?], ''[[Time Magazine]]'', 31 August 1992</ref> ამ კოდების შედეგიანობაც განსხვავდება. დეიტონის ხელშეკრულებაში ჩაასწორეთ, და შემდეგ გადავიდეთ შემდეგ გაკვეთილზე (ბოლოა - ჯერ-ჯერობით :)))--Melberg მიწერა 07:23, 27 მაისი 2020 (UTC)

P.S. არასდროს არ ჩაწეროთ რესურსები ინტერნეტში ან სქოლიოს, ან სადმე სხვაგან უცხოენოვანი ვიკიპედია - ჩვენი წესებით ვიკიპედია არ/ვერ გამოიყენება როგორც წყარო, ან დამატებითი ლიტერატურა, ან რესურსი ინტერნეტში, თან ადამიანმა რომ მოინდომოს, უპრობლემოდ გადავა მარცხნივ არსებულ ლინკებზე (რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ).--Melberg მიწერა 07:25, 27 მაისი 2020 (UTC)

დღეს პირველი რაც მითხარით გავაკეთე, მაგრამ მეორე ცოტა გაუგებარი დარჩა ჩემთვის. ანუ არც ,,რესურსები ინტერნეტში", არც ,,სქოლიოში" არ მივუთითო უცხოენოვანი ვიკიპედია?--მარიამ ქათამიძე განხილვაწვლილი 09:44, 27 მაისი 2020 (UTC)

ასევე რაღაც კითხვა მაქვს თქვენთან. ინგლისური ბმულიდან ყველა სათაური უნდა იყოს გამოყენებული? (დავუშვათ შეიძლება ზოგი არ ჩავთვალო სავალდებულოდ და არ ვთარგმნო. ასე შეიძლება?)წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა მარიამ ქათამიძე (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - OOUI JS signature icon LTR.png.

კი, უცხოენოვანი ვიკიპედია არ არის აკადემიური წყარო, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია.--Melberg მიწერა 14:43, 27 მაისი 2020 (UTC)
და ბოლო გაკვეთილი ამ დროისთვის. ავიღოთ სტატია ათათურქის რეფორმები. წყაროს რედაქტირებაში რომ შეხვიდეთ, დაინახავთ, რომ თქვენ სტატიას ასე იწყებთ

'''ათათურქის რეფორმები''' (თურქ. Atatürk İnkılâpları) - იყო მთელი რიგი ღონისძიებები პოლიტიკური, სამართლებრივი, რელიგიური, კულტურული, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილებებისა, რომლებიც განხორციელდა მუსტაფა ქემალ ათათურქის ხელმძღვანელობით. '''ათათურქის რეფორმები''' ({{lang-tr|Atatürk İnkılâpları}}) - აი ეს სცადეთ - თარგი lang-ენის კოდი ავტომატურად სვამს იმ ენას, რომელზეც არსებობს ორიგინალი. ასევე, მოერიდეთ სტატიის პირველ წინანადადებაში ზმნების იყო, არის და მისთ. გამოყნეებას.

  • ათათურქის რეფორმები - არის რეფორმების ციკლი თურქეთში./ არ არის ვიკიპედიის სტილისტური სტანდარტი
  • ათათურქის რეფორმები - იყო რეფორმების ციკლი თურქეთში./ არ არის ვიკიპედიის სტილისტური სტანდარტი
  • ათათურქის რეფორმები - რეფორმების ციკლი თურქეთში. / არის ვიკიპედიის სტილისტური სტანდარტი

--Melberg მიწერა 14:44, 27 მაისი 2020 (UTC)


უღრმესი მადლობა! აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს რჩევებს.--მარიამ ქათამიძე განხილვაწვლილი 18:10, 27 მაისი 2020 (UTC)

ლადისლავ პოსტუმი[წყაროს რედაქტირება]

სალამი, ახლა ორი რამ, რაც შევამჩნიე ამ სტატიასთან მიმართებაში. პირველი - ზოგიერთ ინფოდაფას არ სჭირდეა დამატებითი კოდი სურათის ჩასასმელად. თქვენ ახლა გიწერიათ ეს: სურათი=[[ფაილი:Anonymous - Ladislaus the Postumous.jpg|მინი|]], არადა ამ თარგისთვის საკმარისია ეს : სურათი=Anonymous - Ladislaus the Postumous.jpg როდესაც ამას ჩაასწორებთ, გაქრება ის ზედმეტი კოდი, რაც ზემოთ აქვს. კიდევ ერთი: სექციაში რესურსები ინტერნეტში, თქვენ ასე გიწერია: * https://archive.org/details/concisehistoryof00stev/page/n9/mode/2up მე გირჩევდით, რომ ჩაასწოროთ ასეთი გარე ლინკები ასე: * [https://archive.org/details/concisehistoryof00stev/page/n9/mode/2up Literature by and about Ladislaus the Posthumous] გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკის კატალოგში . ეს ასეთ შედეგს მოგვცემს: Literature by and about Ladislaus the Posthumous in the German National Library catalogue

და სხვაგანაც ჩასასწორებელია, მგონი.--Melberg მიწერა 14:07, 30 მაისი 2020 (UTC)

უკაცრავად, ხომ არ შეგიძლიათ მითხრათ, შედეგები როდის დაიდება?--მარიამ ქათამიძე განხილვაწვლილი 14:59, 4 ივნისი 2020 (UTC)