საბერძნეთის ოპერაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საბერძნეთის ოპერაცია (Battle of Greece)

,,ოპერაცია მარიტა"

Battle of Greece WWII 1941 map-en.svg
თარიღი 28 ოქტომბერი, 1940 – 1 ივნისი, 1941
მდებარეობა საბერძნეთი, სამხრეთი ალბანეთი
შედეგი მხარე 1-ის საბოლოო გამარჯვება
მხარეები
იტალია,

გერმანია, ალბანეთი,

საბერძნეთი,

ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, ახალი ზელანდია

მეთაურები
ვილჰელმ ლისტი

მაქსიმილიან ფონ ვაიქსი რუდოლფ ვეილეი (Rudolf Veiel)

ალექსანდროს პაპაგოსი (Alexandros Papagos)

ჰენრი ვილსონი თომას ბლეიმი ბერნარდ ფრეიბერგი (Bernard Freyberg)

საბერძნეთის ოპერაცია - ასევე ცნობილია, როგორც ,,ოპერაცია მარიტა" . [1] [2] ოპერაცია მოიცავს ფაშისტური იტალიისა და ნაცისტური გერმანიის შეჭრას მოკავშირე საბერძნეთის ტერიტორიაზე 1941 წლის აპრილში, მეორე მსოფლიო ომის დროს. იტალიამ შეტევა განახორციელა 1940 წლის 28 ოქტომბერს, რომელსაც ჩვეულებრივ იტალია-საბერძნეთის ომს უწოდებენ. ხოლო 1941 წლის აპრილში გერმანია დაესხა თავს. გერმანიის შეიჭრა კუნძულ კრეტაზე 1941 წლის მაისში.

1940 წლის 28 ოქტომბერს, იტალიის შემოსევის დროს, საბერძნეთმა მოიგერია თავდაპირველი თავდასხმა და კონტრშეტევა განახორციელა 1941 წლის მარტში. გერმანიის შეჭრის შედეგად, 6 აპრილს დაიწყო ოპერაცია, რომელიც ცნობილია სახელწოდებით ,,ოპერაცია მარიტა". საბერძნეთის არმიის დიდი ნაწილი საბერძნეთის საზღვარზე იმყოფებოდა ალბანელებთან ერთად, შემდეგ - იტალიის ვასალზე, რომლიდანაც იტალიის ჯარები თავს დაესხნენ. გერმანული ჯარები შეიჭრნენ ბულგარეთიდან და შექმნეს მეორე ფრონტი. საბერძნეთმა მიიღო მცირე დახმარება გამაგრებისთვის ბრიტანეთის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მხრიდან, გერმანიის თავდასხმის მოლოდინში. საბერძნეთის არმია ცდილობდა, როგორც იტალიის, ისე გერმანიის ჯარების შემოსევების თავიდან არიდებას. ბრიტანეთის, ავსტრალიის და ახალი ზელანდიის ძალები იძულებულნი გახდნენ, რომ უკან დაეხიათ, რამაც ევაკუაცია გამოიწვია. რამდენიმე დღის განმავლობაში, მოკავშირეთა ჯარებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გერმანიის წინსვლაში. [3] გერმანიის არმიამ დედაქალაქ ათენს მიაღწია 27 აპრილს. ხოლო 30 აპრილს საბერძნეთის სამხრეთ სანაპიროზე, დაიპყრო 7000 ბრიტანელი, ავსტრალიელი და ახალი ზელანდიელი პერსონალი. საბერძნეთის დაპყრობის გეგმა საბოლოოდ განხორციელდა კრეტას დაპყრობით ერთი თვის შემდეგ. მისი დაცემის შემდეგ საბერძნეთი დაიკავეს გერმანიის, იტალიისა და ბულგარეთის სამხედრო ძალებმა. [4]

მოგვიანებით ჰიტლერმა, საბერძნეთის ოპერაციიდან გამომდინარე, დაადანაშაულა მუსოლინი, საბჭოთა კავშირთან ფაშისტური გერმანიის დამარცხებაში . თუმცა თეორია, რომლის თანახმადაც, საბერძნეთის ომმა შეაჩერა საბჭოთა კავშირში შეჭრა, უარყო ან შეარბილა ისტორიკოსთა უმრავლესობამ.


იტალია-საბერძნეთის ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე იოანის მეტახასი(Ioannis Metaxas), საბერძნეთის ფაშისტი დიქტატორი და ყოფილი გენერალი, ცდილობდა ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას. საბერძნეთი განიცდიდა იტალიის მხრიდან ზეწოლას. იტალიის ლიდერს, ბენიტო მუსოლინის, აღიზიანებდა ის ფაქტი, რომ ნაცისტების ლიდერმა, ადოლფ ჰიტლერმა არ მიიღო კონსულტაცია საომარი მოქმედებების თაობაზე და სურდა დამოუკიდებლობის დამყარება. იგი იმედოვნებდა, რომ გერმანიას დაიმორჩილებდა საბერძნეთის აღებით, რომელსაც იგი მარტივ მოწინააღმდეგედ თვლიდა. [5] [6]1940 წლის 15 ოქტომბერს მუსოლინიმ და მისმა უახლოესმა მრჩევლებმა საბოლოოდ მიიღეს გადაწყვეტილება. მეტეხასმა უარყო წაყენებული ულტიმატუმი. მის ამოწურვამდე კი იტალიის ჯარები უკვე შეიჭრილი იყვნენ საბერძნეთში, ალბანეთის გავლით. იტალიის ძირითადი დარტყმა მიმართული იყო ეპიროსისკენ. სამი კვირის განმავლობაში, ბერძნულმა არმიამ წამოიწყო კონტრშეტევა, რომლის დროსაც, ის შეიჭრა ალბანეთის ტერიტორიაზე და დაიპყრო ისეთი მნიშვნელოვანი ქალაქები, როგორიცაა კორზა და სარანდიო. [7] ვერც იტალიის სარდლის გამოცვლამ და ვერც მნიშვნელოვანი გამაგრების ჩამოსვლამ ვერ გააუმჯობესა იტალიის არმიის პოზიცია. 13 თებერვალს, გენერალმა პაპაგოსმა, საბერძნეთის ჯარის მთავარ-სარდალმა, ახალი შეტევა განახორციელა, მაგრამ ბერძნული რაზმები წააწყდნენ ძლიერ წინააღმდეგობას, რამაც შეტევის შეჩერება გამოიწვია.[8]

საბერძნეთი (Greece)
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
ათენი
ოფიციალური ენა ბერძნული
მთავრობა უნიტარული საპარლამენტო კონსტიტუციური რესპუბლიკა
საკანონმდებლო ორგანო პარლამენტი
ფართობი
 -  სულ 131 957 კმ2 
მოსახლეობა
 -  შეფასება 10 816 286
 -  სიმჭიდროვე 82 კაცი/კმ2 
ვალუტა ევრო
სასაათო სარტყელი UTC+02:00 (UTC+2) - ზაფხული (DST) UTC+03:00 (UTC+3)

იტალიელებმა 1941 წლის 9 მარტს დაიწყეს კონტრშეტევა ფრონტის ცენტრში, რომელიც ვერ განხორციელდა, მიუხედავად იტალიელთა ძლიერი ძალებისა. ერთ კვირაში 12000 მსხვერპლის შემდეგ, მუსოლინიმ დატოვა ალბანეთი. [9] [10]

თანამედროვე ანალიტიკოსები თვლიან, რომ იტალიის კამპანია ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ მუსოლინიმ და მისმა გენერლებმა თავდაპირველად გამოყვეს არასაკმარისი რესურსი კამპანიისთვის (55 000 კაციანი ექსპედიციური ძალა).[11] [12] [13] [14] მუსოლინი არ განიხილავდა ომის წარმოების დროს იტალიის კომისიის გაფრთხილებებს, იმის შესახებ, რომ იტალია ვერ შეძლებდა 1949 წლამდე უწყვეტი ომის გაგრძელებას. [15]

იტალიასთან ექვსთვიანი ბრძოლის დროს, ელინურმა არმიამ ტერიტორიები მოიპოვა იტალიის სელექციონერების განადგურებით. საბერძნეთს არ გააჩნდა შეიარაღების მნიშვნელოვანი ინდუსტრია. აქედან გამომდინარე, მისი აღჭურვილობა და საბრძოლო მარაგი არ იყო სრულყოფილი. ალბანეთის საბრძოლო ფრონტის განსახორციელებლად, ბერძნული სარდლობა იძულებული გახდა, ძალები გამოეყვანა აღმოსავლეთ მაკედონიიდან, რადგან მხოლოდ ბერძნული ძალები ვერ იცავდნენ საბერძნეთის მთელ საზღვარს.

ჰიტლერის გადაწყვეტილებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიტანეთი ვალდებული იყო, დახმარებოდა საბერძნეთს 1939 წლის 13 აპრილის დეკლარაციის მიხედვით. ამ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ, თუ საბერძნეთის ან რუმინეთის დამოუკიდებლობას საფრთხე შეექმნებოდა, უნდა დახმარებოდა. [16] ბრიტანეთის პირველი მცდელობა იყო სამეფო საჰაერო ძალების (RAF) ესკადრების განლაგება, რომელსაც მეთაურობდა ჯონ დალბიაკი.[17] [18]საბერძნეთის მთავრობის თანხმობით, ბრიტანული ძალები გაგზავნეს კრეტაზე 31 ოქტომბერს. [19] [20]

ადოლფ ჰიტლერი

ჰიტლერმა ჩარევა გადაწყვიტა 1940 წლის 4 ნოემბერს, ოთხი დღის შემდეგ, რაც ბრიტანული ჯარები კრეტასა და ლემნოსში შევიდნენ. საბერძნეთს იტალიის შემოსევამდე ნეიტრალური პოზიცია ეჭირა. ბრიტანულმა ჯარებმა, რომლებიც გაგზავნეს თავდაცვითი დახმარების სახით, შექმნეს გერმანიის სამხრეთი ფლანგის საზღვარი. ჰიტლერის შიშის საფუძველი ძირითადად ის იყო,, რომ საბერძნეთში მყოფი ბრიტანული თვითმფრინავები დაბომბავდა რუმინეთის ნავთობის საბადოებს. ნავთობის ეს საბადოები გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო იყო, [21] რადგან ჰიტლერი უკვე სერიოზულად განიხილავდა საბჭოთა კავშირის შემოჭრის დაწყებას მომდევნო წელს, რამაც გაზარდა რუმინეთის ნავთობის მნიშვნელობა, რადგან მას შემდეგ, რაც გერმანია საბჭოთა კავშირთან ომიში ჩაებმებოდა, რუმინეთი იქნებოდა ერთადერთი ნავთობის წყარო.

ბრიტანელები ნამდვილად აპირებდნენ საბერძნეთის საჰაერო ძალების გამოყენებას რუმინეთის ნავთობის საბადოების დაბომბვის მიზნით. ითვლებოდა, რომ მცირე საჰაერო ხომალდებმაც კი შეიძლება გამოიწვიოს დიდი ხანძარი და განადგურება. გარდა ამისა, იტალიის მასობრივმა დამარცხებამ ბალკანეთში, აფრიკის რქასა და ჩრდილოეთ აფრიკაში, ფაშიზმის რეჟიმი იტალიაში დაშლის პირას მიიყვანა. 1940 წლის ბოლოს, მუსოლინის გავლენა იტალიელ ხალხებზე შემცირებული იყო. ფაშისტური იტალია 1941 წელს ომიდან გამოთიშეს. თუ იტალია ომს გამოეთიშებოდა, მაშინ ბრიტანელები შეძლებდნენ ცენტრალური ხმელთაშუაზღვისპირეთის კვლავ გამოყენებას, ხოლო აფრიკის საფრანგეთის კოლონიების მმართველებს, რომლებიც ვიშის რეჟიმის ერთგულნი იყვნენ, შესაძლოა, მათი ლოიალურობა გადაეცათ საფრანგეთის ეროვნული კომიტეტისთვის, რომელსაც სათავეში ჩარლზ დე გალი ედგა. რადგან ჰიტლერს ჰქონდა დაგეგმილი ჰქონდა, საბოლოოდ გამოეყენებინა აფრიკაში არსებული საფრანგეთის კოლონიები ბრიტანეთის წინააღმდეგ, ამიტომაც აფრიკის იმპერიაზე ვიჩის კონტროლი მის პრობლემად აღიქმებოდა. [22]

ადოლფ ჰიტლერი და ბენიტო მუსოლინი (1940წ).

ბრიტანელებისთვის იტალიისგან აღმოსავლეთ აფრიკის განთავისუფლება პრიორიტეტად იქცა. თავის მხრივ, მნიშვნელოვანი ძალები განლაგდა აფრიკის რქაზე, ხოლო ეგვიპტის დაცვაში შემცირდა თანამეგობრობის ძალების რაოდენობა საბერძნეთისკენ წასასვლელად. [23] იტალია, გარკვეული მიზეზების გამო, ომიდან აღარ გამოთიშულა. ჰიტლერმა თავის არმიის გენერალურ შტაბს უბრძანა,ჩრდილოეთ საბერძნეთისთვის თავდასხმა რუმინეთისა და ბულგარეთის ბაზებიდან განეხორციელებინათ.

12 ნოემბერს გერმანიის შეიარაღებული ძალების მაღალმა სარდლობამ გამოსცა დირექტივა, რომელშიც დაგეგმილი იყო ერთდროული ოპერაციები გიბრალტარისა და საბერძნეთის წინააღმდეგ იანვარში. 1940 წლის 17 ნოემბერს, მეტახასმა ბრიტანეთის მთავრობას შესთავაზა ერთობლივი შეტევის განხორციელება ბალკანეთში. ბრიტანელები თავს არიდებდნენ ამ წინადადებას, რადგან ამ გეგმის განსახორციელებლად აუცილებელი ჯარები სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდნენ ოპერაციებს ჩრდილოეთ აფრიკაში. [24] გერმანიის შეტევა სამხრეთ ევროპაში შემოიფარგლა მხოლოდ ბერძნული კამპანიით. შეიარაღებული ძალების მაღალმა სარდლობამ გამოსცა დირექტივა 1940 წლის 13 დეკემბერს, რომელშიც ასახულია ბერძნული კამპანიის ოპერაცია,, მარიტა". გეგმა იყო ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროს ოკუპაცია 1941 წლის მარტის ჩათვლით და მთელი ბერძნული ტერიტორიის ხელში ჩაგდება,საჭიროების შემთხვევაში. საბერძნეთზე თავდასხმა უნდა მომხდარიყო იუგოსლავიის და ან ბულგარეთის გავლით. იუგოსლავიის რეგენტმა უარი თქვა ამაზე.

1941 წლის 13 იანვარს ათენში გაიმართა შეხვედრა ბრიტანელ და ბერძენ სამხედრო და პოლიტიკურ ლიდერებთან. საბერძნეთის ლიდერს, გენერალ მეტახასს, განსაკუთრებით არ სურდა ბრიტანეთის ძალების საბერძნეთის მატერიკზე განთავსება, რადგან ის შიშობდა, რომ ეს გამოიწვევდა გერმანიის შემოჭრას მის ქვეყანაში. 1940-41 წლის ზამთარში მან ფარულად ჰკითხა ჰიტლერს, სურდა თუ არა იტალია-საბერძნეთის ომი.[25] ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი უინსტონ ჩერჩილი, მტკიცედ უჭერდა მხარს საიმპერატორო გენერალური შტაბის უფროსსა და საგარეო საქმეთა მდივანს. იგი იმედოვნებდა სალონიკის ფრონტის სტრატეგიის გაცოცხლებასა და ბალკანეთში მეორე ფრონტის გახსნას. ავსტრალიის პრემიერ მინისტრი 20 თებერვალს ჩავიდა ლონდონში, რათა განეხილა ავსტრალიის ჯარების განლაგება ეგვიპტიდან საბერძნეთში.

გერმანიის მძიმე დიპლომატიური ზეწოლის პირობებში, 1941 წლის 25 მარტს იუგოსლავია შეუერთდა სამმხრივ პაქტს. იმის გამო, რომ მეტახასის ხაზი იცავდა საბერძნეთ-ბულგარეთის საზღვარს, გენერლები ბევრად ამჯობინებდნენ საბერძნეთში იუგოსლავიის გავლით შესვლას. 27 ივნისის იუგოსლავიის გადატრიალების შემდეგ, ჰიტლერის თანამშრომლების ნაჩქარევი შეხვედრა გაიმართა. გადატრიალებამ გერმანიის გეგმას შეუწყო ხელი, რადგან იუგოსლავიის გავლით საბერძნეთში შეჭრა იყო დაგეგმილი.

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამმაგი ოკუპაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამმაგი ოკუპაცია საბერძნეთში

1941 წლის 13 აპრილს ჰიტლერმა გამოსცა დირექტივა 27.[26] მან დაასრულა იურისდიქცია ბალკანეთში, #31 დირექტივით, რომელიც გამოიცა 9 ივნისს. [27] მატერიკული საბერძნეთი დაყოფილი იყო გერმანიას, იტალიასა და ბულგარეთს შორის. გერმანიულმა ძალებმა დაიკავეს ათენის, სალონიკის, ცენტრალური მაკედონიისა და ეგეოსის კუნძულების სტრატეგიულად უფრო მნიშვნელოვანი ტერიტორიები, მათ შორის კრეტას უმეტესი ნაწილი. მათ ასევე დაიკავეს ფლორიდა. ბულგარელებმა დაიკავეს ტერიტორია მდინარე სტრუმის შუაგულში და დემარკაციის ხაზი, რომელიც გადის ალექსანდროპოლისა და სვილენგრადის გასწვრივ, მდინარე ევროსის დასავლეთით. იტალიის ჯარებმა იონიისა და ეგეოსის კუნძულების ოკუპაცია დაიწყეს 28 აპრილს. 2 ივნისს მათ დაიკავეს პელოპონესი, 8 ივნისს თესალია, ხოლო 12 ივნისს, ატიკას უმეტესი ნაწილი. საბერძნეთის ოკუპაცია - რომლის დროსაც მშვიდობიანი მოქალაქეები განიცდიდნენ საშინელ სიდუხჭირეს, დაიღუპნენ შიმშილისა და გაჭირვებისგან. რამდენიმე მოწინააღმდეგე დაჯგუფებამ დაიწყო პარტიზანული შეტევები საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ და შექმნა ჯაშუშური ქსელები. [28]

კრეტას ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Paratroopers Crete

1941 წლის 25 აპრილს, მეფე ჯორჯ II- მ და მისმა მთავრობამ დატოვეს საბერძნეთი, კრეტა, რომელსაც ნაცისტური ძალები თავს დაესხნენ 1941 წლის 20 მაისს. [29]გერმანელები თავს დაესხნენ კუნძულის სამ მთავარ აეროდრომს. შვიდდღიანი ბრძოლისა და მკაცრი წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, მოკავშირეთა სარდლებმა გადაწყვიტეს, რომ უკან დახეულიყვნენ. გენერალ კურტ შტუდენტმა კრეტას "გერმანელების სასაფლაო", ხოლო გამარჯვებას "დამანგრეველი გამარჯვება" უწოდებდა. [30]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Smith, A. C. (1986) [1953]. "The German Campaign in Greece (Operation Marita)". The German campaigns in the Balkans (Spring 1941). Part III. Washington, DC: Army Center of Military History. OCLC 464601908. DA Pam 20–260.
  • Johnston, Mark (2013). The Australian Army in World War II. Osprey Publishing. ISBN 978-184-603-123-6
  • Dear, I. C. B.; Foot, M. R. D. (1995). The Oxford Companion to the Second World War. New York: Oxford University Press. ISBN 978-0-19-866225-9
  • Buckley, Christopher (1984). Greece and Crete 1941. Athens: P. Efstathiadis & Sons. OCLC 32376449.
  • Goldstein, Erik (1992). "Second World War 1939–1945". Wars and Peace Treaties. London: Routledge. ISBN 978-0-415-07822-1
  • Pearson, Owen (2006). Albania in Occupation and War. I.B.Tauris. ISBN 978-184-511-104-5
  • Bailey, Robert H. (1979). Partisans and Guerrillas (World War II). Alexandria, Va: Time-Life Books. ISBN 978-0-8094-2490-0
  • Richter, Heinz A. (1998). Greece in World War II (in Greek). transl by Kostas Sarropoulos. Athens: Govostis. ISBN 978-960-270-789-0
  • van Creveld, Martin (1972). "In the Shadow of Barbarossa: Germany and Albania, January–March 1941". Journal of Contemporary History. 7 (3/4): 22–230. doi:10.1177/002200947200700313. ISSN 0022-0094. JSTOR 259913.
  • Rodogno, Davide (2006). Fascism's European Empire: Italian Occupation During the Second World War. Italo-German Relations in Mediterranean Europe. transl by Adrian Belton. London: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-84515-1
  • Neville, Peter (2003). Mussolini. The Slide to Disaster. London: Routledge. ISBN 978-0-415-24989-8
  • Lee, Stephen J. (2000). Dictatorship in Italy. European Dictatorships, 1918–1945. London: Routledge. ISBN 978-0-415-23045-2
  • Lawlor, Sheila (1994). Churchill and the Politics of War, 1940–1941. Cambridge, New York: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-46685-1
  • Beevor, Antony (1994). Crete: The Battle and the Resistance (reissue ed.). Westview Press. ISBN 978-0-8133-2080-9
  • Vick, Alan (1995). "The German Airborne Assault on Greece". Snakes in the Eagle's Nest: A History of Ground Attacks on Air Bases. Santa Monica: Rand. ISBN 978-0-8330-1629-4
  • Schreiber, Gerhard; Stegemann, Bernd; Vogel, Detlef (2008). The Mediterranean, South-East Europe, and North Africa 1939–1942. Germany and the Second World War. Volume III. Oxford: Clarendon Press. ISBN 978-0-19-822884-4
  • Murray, Williamson; Millett, Allan Reed (2000). "Diversions in the Mediterranean and Balkans". A War to Be Won: Fighting the Second World War. Cambridge: Harvard University Press. ISBN 978-0-674-00680-5
  • Svolopoulos, Konstantinos (1997). The Greek Foreign Policy (in Greek). Athens: Estia. ISBN 978-960-05-0432-3
  • Weinberg, Gerhard (2005). A World At Arms. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-61826-7
  • Carlton, Eric (1992). "Selective Control: Nazi non-Eastern Occupation Policies". Occupation: The Policies and Practices of Military Conquerors. Routledge. ISBN 978-0-415-05846-9


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Smith, A. C. (1986) [1953]. "The German Campaign in Greece (Operation Marita)". The German campaigns in the Balkans (Spring 1941). Part III. Washington, DC: Army Center of Military History. pp. 70–118. OCLC 464601908. DA Pam 20–260.
  2. https://history.army.mil/books/wwii/balkan/20_260_3.htm
  3. Johnston, Mark (2013). The Australian Army in World War II. Osprey Publishing. ISBN 978-184-603-123-6, p. 18.
  4. Dear, I. C. B.; Foot, M. R. D. (1995). The Oxford Companion to the Second World War. New York: Oxford University Press. ISBN 978-0-19-866225-9 , pp. 102–6.
  5. Buckley, Christopher (1984). Greece and Crete 1941. Athens: P. Efstathiadis & Sons. OCLC 32376449. p. 18.
  6. Goldstein, Erik (1992). "Second World War 1939–1945". Wars and Peace Treaties. London: Routledge. ISBN 978-0-415-07822-1, p. 53.
  7. Buckley, Christopher (1984). Greece and Crete 1941. Athens: P. Efstathiadis & Sons. OCLC 32376449. p. 19.
  8. Pearson, Owen (2006). Albania in Occupation and War. I.B.Tauris. ISBN 978-184-511-104-5 , p. 122.
  9. Bailey, Robert H. (1979). Partisans and Guerrillas (World War II). Alexandria, Va: Time-Life Books. ISBN 978-0-8094-2490-0 , p. 22.
  10. https://web.archive.org/web/20070930220320/http://www.onwar.com/chrono/1941/mar41/f16mar41.htm
  11. Richter, Heinz A. (1998). Greece in World War II (in Greek). transl by Kostas Sarropoulos. Athens: Govostis. ISBN 978-960-270-789-0 , p. 119.
  12. van Creveld, Martin (1972). "In the Shadow of Barbarossa: Germany and Albania, January–March 1941". Journal of Contemporary History. 7 (3/4): 22–230. doi:10.1177/002200947200700313. ISSN 0022-0094. JSTOR 259913.
  13. Rodogno, Davide (2006). Fascism's European Empire: Italian Occupation During the Second World War. Italo-German Relations in Mediterranean Europe. transl by Adrian Belton. London: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-84515-1 , pp. 29–30.
  14. Neville, Peter (2003). Mussolini. The Slide to Disaster. London: Routledge. ISBN 978-0-415-24989-8
  15. Lee, Stephen J. (2000). Dictatorship in Italy. European Dictatorships, 1918–1945. London: Routledge. ISBN 978-0-415-23045-2, p. 146.
  16. Lawlor, Sheila (1994). Churchill and the Politics of War, 1940–1941. Cambridge, New York: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-46685-1, p. 167.
  17. Barrass, M. B. (2013). http://www.rafweb.org/Biographies/DAlbiac.htm. Air of Authority: A History of RAF Organisation. Retrieved 31 March 2007.
  18. Beevor, Antony (1994). Crete: The Battle and the Resistance (reissue ed.). Westview Press. ISBN 978-0-8133-2080-9, p. 26.
  19. http://www.history.army.mil/books/wwii/balkan/intro.htm
  20. Vick, Alan (1995). "The German Airborne Assault on Greece". Snakes in the Eagle's Nest: A History of Ground Attacks on Air Bases. Santa Monica: Rand. ISBN 978-0-8330-1629-4 p. 22.
  21. Weinberg, Gerhard (2005). A World At Arms. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-61826-7, p. 213
  22. Schreiber, Gerhard; Stegemann, Bernd; Vogel, Detlef (2008). The Mediterranean, South-East Europe, and North Africa 1939–1942. Germany and the Second World War. Volume III. Oxford: Clarendon Press. ISBN 978-0-19-822884-4, pp. 183–186.
  23. Murray, Williamson; Millett, Allan Reed (2000). "Diversions in the Mediterranean and Balkans". A War to Be Won: Fighting the Second World War. Cambridge: Harvard University Press. ISBN 978-0-674-00680-5
  24. Svolopoulos, Konstantinos (1997). The Greek Foreign Policy (in Greek). Athens: Estia. ISBN 978-960-05-0432-3, pp. 285, 288.
  25. Weinberg, Gerhard (2005). A World At Arms. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-61826-7
  26. Richter, Heinz A. (1998). Greece in World War II (in Greek). transl by Kostas Sarropoulos. Athens: Govostis. ISBN 978-960-270-789-0 p. 602.
  27. Richter, Heinz A. (1998). Greece in World War II (in Greek). transl by Kostas Sarropoulos. Athens: Govostis. ISBN 978-960-270-789-0 p. 615.
  28. Carlton, Eric (1992). "Selective Control: Nazi non-Eastern Occupation Policies". Occupation: The Policies and Practices of Military Conquerors. Routledge. ISBN 978-0-415-05846-9, p. 136.
  29. https://en.wikipedia.org/wiki/Helios_(encyclopedia) 1945–1955. Crete, Battle of; George II.
  30. Beevor, Antony (1994). Crete: The Battle and the Resistance (reissue ed.). Westview Press. ISBN 978-0-8133-2080-9 p. 231.