პეტრე I (სერბეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეტრე I
იუგოსლავიის სამეფოს დროშა იუგოსლავიის მეფე
მმართ. წლები: 19181921
მმართ. დასაწყისი: 1918 წლის 1 დეკემბერი
მმართ. დასასრული: 1921 წლის 19 აგვისტო
წინამორბედი: სამეფო შეიქმნა
მემკვიდრე: ალექსანდრე I კარაგეორგივიჩი
სერბეთის მეფე
მმართ. წლები: 19031918
მმართ. დასაწყისი: 1903 წლის 15 ივნისი
მმართ. დასასრული: 1918 წლის 1 დეკემბერი
წინამორბედი: ალექსანდრე I ობრეონოვიჩი
მემკვიდრე: სამეფო გარდაიქმნა იუგოსლავიის სამეფოდ
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 11 ივლისი, 1844
დაბ. ადგილი: ბელგრადი, სერბეთის სამთავრო
გარდ. თარიღი: 16 აგვისტო, 1921 (77 წლის)
გარდ. ადგილი: ბელგრადი, იუგოსლავიის სამეფო
მეუღლე: მონტენეგროს პრინცესა ზორკა
შვილები: ალექსანდრე I კარაგეორგიევიჩი
დინასტია: კარაგეორგიევიჩები
მამა: ალექსანდრე კარაგეორგიევიჩი
დედა: პერსიდა ნენადოვიჩი
სამხედრო კარიერა
ეროვნება: სერბი
კუთვნილება:
მოღვაწეობა: 18551858
წოდება: ფილდ მარშალი
ბრძოლები/ომები:

ფრანკო-პრუსიის ომი

პირველი მსოფლიო ომი

პეტრე I (სერბ. Petar/Петар; დ. 1844 წლის 11 ივლისი — გ. 1921 წლის 19 აგვისტო) — სერბეთის მეფე 1903-1918 წლებში, იუგოსლავიის მეფე 1918-1921 წლებში. სერბეთში ცნობილი როგორც პეტრე განმათავისუფლებელი და მოხუცი მეფე.

კარაგეორგის შვილიშვილი და პერსიდა ნენადოვიჩის და ალექსანდრე კარაგეორგიევიჩის შვილი. პეტრე ოჯახთან ერთად გადასახლებაში ცხოვრობდა. ფრანგულ საგარეო ლეგიონს შეუერთდა ფრანკო-პრუსიულ ომში. მოხალისედ იბრძოდა ჰერცოგოვინულ აჯანყებაში ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ.

დაქორწინდა ნიკოლა I-ის ქალიშვილ პრინცესა ზორკაზე 1883 წელს და ეყოლათ 5 შვილი პრინცი ალექსანდრეს ჩათვლით. 1885 წელს ალექსანდრე კარაგეორგიევიჩის გარდაცვალების შემდეგ გახდა კარაგეორგიევიჩების დინასტიის მეთაური. სერბეთში სამხედრო გადატრიალების და ალექსანდრე I ობრენოვიჩის მკვლელობის შემდეგ გახდა მეფე 1903 წელს. მეფედ გახდომის შემდეგ მხარს უჭერდა კონსტიტუციის ჩამოყალიბებას, ცნობილია მისი ლიბერტალიანული პოლიტიკით.

პეტრე I ბალკანურ ომებში სერბეთის არმიის უზენაესი მთავარსარდალი იყო. ასაკის გამო პეტრე I-მა საკუთარი შვილი და ტახტის მემკვიდრე ალექსანდრე I კარაგეორგიევიჩი რეგენტად დანიშნა.

პირველ მსოფლიო ომში სერბეთის არმიასთან ერთად ალბანეთის სამთავროს გავლით გაიქცა.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეტრე დაიბადა 1844 წლის 11 ივლისს, ალექსანდრე კარაგეორგიევიჩის მეხუთე ხოლო პერსიდა ნენადოვიჩის მეათე შვილი.[1] კარაგეორგის, სერბეთის პირველი 1804-1813 წლების აღანყების მეთაურის და კარაგეორგიევიჩების დინასტიის დამფუძნებლის, შვილიშვილი.[2] პეტრე არ დაბბადებულა სამეფო სასახლეში, რადგან სასახლეს სარემონტო სამუშაოები უტარდებოდა, არამედ ვაჭარი მიშა ანასტასიევიშის სახლში. მის დაბადებას არ მოჰყოლია დიდი ზეიმები, პეტრე მეფის მესამე ვაჟი იყო და მახტის მემკვიდრე მისი უფროსი ძმა სვეტოზარი იყო.[1] ალექსანდრე კარაგეორგიევიჩის მეხუთე ხოლო პერსიდა ნენადოვიჩის პირველი ვაჟი ალექსა 1841 წელს გარდაიცვალა, ხოლო სვეტოზარი 1847 წელს რის შემდეგადაც პეტრე ტახტის მემკვიდრე გახდა.[3] პეტრემ ბავშვობის დიდი ნაწილი პატარა ქალაქ ტოპოლაში გაადარა სადაც კარაგეორგიევიჩების დინასტიას ჩაეყრარა საფუძველი. პეტრემ დაწყებითი სკოლის განათლება ბელგრადში მიიღო.[1]

გადასახლებაში ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საშუალო განათლება და ფრანკო-პრუსიული ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეტრე, დაახლ. 1865

14 წლის პეტრე სასწავლებლად ჟენევაში წასვლას აპირებდა, როდესაც ალექსანდრე კარაგეორგიევიჩი ტახტიდან ჩამოაგდეს, ტახტი კარაგეორგიევიჩების კონკურენტება, ობრეონოვიჩებმა დაიკავეს.[4] ორი დინასტია ერთამნეთს ძალაუფლებისთვის 1817 წლიდან იბრძოდა, ყველაფერი მაშინ დაიწყო როდესაც კარაგეორგი მილოს ობრეონოვიჩის, ობრეონოვიჩების დინასტიის დამფუძნებლის, ბრძანებით მოკლეს.[5]

პეტრე 1861 წელს პარიზში გადავიდა კოლეჯ სანტა-ბარბარაში სასწავლებლად, 1962 წელს პეტრე ჩაეწერა სენტ-კირის სპეციალურ სამხედრო აკადემიაში. აკადემია დაამთავრა 1864 წელს მაგრამ ცხოვრება პარიზში განაგრძო, სწორედ ამ დროს ფოტოგრაფიაში, ხატვაში და კითხვაში, შეისწავლა პოლიტიკური პილოსოფიები დემოკრატიის, ლიბერალიზმის და პარლამენტარიზმის შესახებ. 1866 წელს შევიდა უმაღლეს სამხედრო აკადემიაში მეცზში სადას 1 წელი ისწავლა.[4] 1868-1869 წლებში გამოიცა მის მიერ სერბულ ენაზე ნათარგმნი ჯონ სტუარტ მილის თავისუფლებაზე.[6]

1870-1871 წლების ფრანკო-პრუსიის ომში პეტრე შეუერთდა ფრანგულ საგარეო ლეგიონს,[4][7] მსახურობისას პეტრემ მიაღწია ლეიტენანტის[4] ან მეორე ლეიტენანტის რანკს,[7] წყაროები სხვადასხვა ინფორმაციას გვაძლევენ. მონაწილეობა მიირო ორლეანის მეორე და ველერსექსელის ბრძოლებში. ომის შემდეგ ასევე მიიღო მონაწილეობა პარიზის კომუნში თუმცა აქ მისი მონაწილეობის ბუნება უცნობია.[4]

პარტიზანული აქტივობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი აღმოსავლეთ კრიზისის დაწყებისას, რომელიც 1875 წელს ბოსნიელი სერბების აჯანყებით დაიწყო ოსმალების წინააღმდეგ, პეტრე დაბრუნდა ბალკანეთში და თან წაიყვანა 200 მებრძოლი.[4] პეტრე ბოსნიის დუბისაში 1875 წლის აგვისტოში ჩავიდა, სადაც გაიგო რომ სერბეთის პრინცი მილან I მის მკვლელობას გეგმავდა, ამ ამბის გაგების და ბრძოლის ველზე უამრავი მარცხის შემდეგ პეტრე ავსტრია-უნგრეთი წავიდა სადაც დააკავეს, გამოიქცა და ბოსნიაში ახალი აჯანყებულების დაჯუფების ორგანიზირება დაიწყო. 1876 წელს აჯანყებულები 3 ნაწილად დაიყვნენ, ნაწილი პეტრეს მიემხრო, ნაწილი მილანს და ნაწილიც ავსტრია-უნგრეთს. პეტრეს არ უნდოდა სერბული წინააღმდეგობის დასუსტება და სწორედ ამიტომ ბოსნია საბოლოოდ დატოვა.[8]

მაისის გადატრიალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1900 წლის ივლისში მილან I-ის ვაჟი, ალექსადრე დაქორწინდა დრაგა მასინზე, სამეფო კარზე მყოფი პირადი ასესტენტი რომელიც ამავდროულად ქვრივი იყო. ამ ქორწინებამ უკმაყოფილება გამოიწვია სერბეთის უმაღლესი ოფიცრების კორპუსში რომლებმაც შეთქმულების დაგეგმვა დაიწყეს. შეთქმულებმა მიიღეს მეფის და დედოფლის მოკვლის გადაწყვეტილება რადგან მათი გადასახლება კარაგიორგიევიჩების და ობრეონოვიჩების დინასტიებს შორის მეტოქეობას კიდევ უფრო გააღვივებდა.

შეთქმულებისთვის მზადება 1901-1903 წლებში მიმდინარეობდა, შეთქმულებმა ტახტზე პეტრეს დასმა 1901 წლის ნოემბერში გადაწყვიტეს, მაგრამ პეტრეს ნდობის მოპოვება გაუჭირდათ, პეტრე შემოთავაზებას დათანხმდა იმ პირობით რომ თავად გადატრიალებაში მონაწილეობას არ მიიღებდა და ყველაფერს შეთქმული ოფიცრები გააკეთებდნენ.[9] ოფიცრები სასახლეში 1903 წლის 10 ივნისს შეიჭრნენ, მეფე და დედოფალი მოკლეს ხოლო მათი ცხედრები მესამე სართულიდან გადმოყარეს. მკვლელობების შემდეგ ობრეონოვიჩების დინასტია აღარ არსებობდა და ტახტის მემკვიდრედ მხოლოდ პეტრე დარჩა.[10]

პეტრეს ტახტზე ასვლას დიდი ენთუსიაზმით შეხვდნენ იუგოსლავი ნაციონალისტები, რომლებსაც სჯეროდათ რომ პეტრე გააერთიანებდა ოსმალეთის იმპერიაში, მონტენეგროს სამეფოსა და ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში მცხოვრებ მცხოვრებ სლავებს.

ხორვატიელმა და სერბმა სტუდენტებმა პეტრე I-ს „პირველი იუგოსლავი მეფე“ შეარქვეს.[11]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Bjelajac 1997, p. 95.
  2. Judah 2000, p. 83.
  3. Bjelajac 1997, p. 95, note 2.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 Bjelajac 1997, p. 96.
  5. Judah 2000, pp. 53, 56.
  6. Shrader 2014, p. 1244.
  7. 7.0 7.1 Lepage 2008, p. 57.
  8. Bjelajac 1997, p. 97.
  9. Bjelajac 1997, p. 99.
  10. Mackenzie 1989, p. 48.
  11. Bjelajac 1997, p. 100.