მოგოლ-სეფიანთა ომი (1622-1623)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მოგოლ-სეფიანთა ომი (1622-1623)
მოგოლ-სპარსელთა ომების ნაწილი
The Surrender of Kandahar.jpg
ყანდაარის დაცემა (1622წ.)
თარიღი იანვარი, 1622 - აპრილი, 1623
მდებარეობა ავღანეთი
შედეგი სეფიანთა იმპერიის გამარჯვება
ტერიტორიული
ცვლილებები
ქ. ყანდაარი შეიერთა სეფიანთა იმპერიამ
მხარეები
Fictional flag of the Mughal Empire.svg დიდ მოგოლთა იმპერია Safavid Flag.svg სეფიანთა იმპერია
მეთაურები
Fictional flag of the Mughal Empire.svgჯაჰანგირი

Fictional flag of the Mughal Empire.svgაზაფ ხანი
Fictional flag of the Mughal Empire.svgმაჰაბათ ხანი
Fictional flag of the Mughal Empire.svgქარმან ბილ-სარაჰი

Safavid Flag.svgშაჰ-აბას I

Safavid Flag.svgგიორგი სააკაძე
Safavid Flag.svgგანჯ ალი ხანი
Safavid Flag.svgყარჩიხა-ხანი
Safavid Flag.svgმაჰმუდ უსთაჯლუ

ძალები
3,000 ქვეითი

900 მხედარი
50 სპილო

5,000 ქვეითი

4,000 მხედარი

დანაკარგები
მძიმე უმნიშვნელო

პირველი მოგოლ-სეფიანთა ომი, იგივე მოგოლ-სეფიანთა ომი (1622-1623) — დაპირისპირება ირანში გაბატონებულ სეფიანთა იმპერიასა და ინდოეთის დიდ მოგოლთა იმპერიას შორის. გამოწვეული იყო ყანდაარის საკითხის გამო, რომელიც ჯერ კიდევ, 1525 წლიდან სადავო ქალაქად ითვლებოდა.

წინარეისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1555 წელს დიდ მოგოლთა იმპერიის ტახტი ჰუმაიონმა დაიბრუნა სეფიანი შაჰის, თამაზ I-ის დახმარებით. იმპერატორმა შაჰს მადლობის ნიშნად ყანდაარი და ავღანეთის ტერიტორიის ნაწილი უბოძა. ამის შემდეგ ორ იმპერიას შორის დაისადგურა მშვიდობამ, რომელიც 1595 წელს შაჰ-აბას I-მა დაარღვია, რის შედეგადაც ყანდაარი დაკარგა.

1605 წელს შაჰ-აბასმა დაძრა ირანის არმია დიდ მოგოლთა იმპერიის მფლობელობაში მყოფ ავღანეთის დასალაშქრად, თუმცა ამ შემთხვევაში ლაშქარს თვითონ არ ჩადგომია სათავეში. მისმა ერთ-ერთმა ვეზირმა, ჰუსეინ-ხანმა 1605 წლის ოქტომბერში დაიწყო ყანდაარის ალყა, რომელიც 8 თვემდე გაიწელა და სეფიანთა სრული დამარცხებით დასრულდა. ამის შემდეგ ირანმა ახლად დაწყებული ირან-ოსმალეთის ომის გამო ვეღარ მოიცალა აღმოსავლეთისთვის და მთელი სამხედრო ძალები კავკასიაში შეიყვანა.

მიმდინარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირან-ოსმალეთის ომის წარმატებით დასრულების შემდეგ შაჰ-აბას I-მა განიზრახა ზარალი მიეყენებინა დიდ მოგოლთა იმპერიისათვისაც. 1621 წელს მან რამდენიმე მარბიელი ლაშქრობა განახორციელა პაკისტანში, რითაც იმპერატორ ჯაჰანგირის განრისხება გამოიწვია. ირანს იმდროინდელი სიტუაციაც უწყობდა ხელს. მისი მთავარი მეტოქე, ოსმალეთის იმპერია პოლონეთის წინააღმდეგ იბრძოდა, ხოლო დიდ მოგოლთა იმპერია ინდოსტანის ნახევარკუნძულის პროვინციებს უტევდა. შაჰ-აბასი მაცდურად მოქმედებდა, მან ჯერ საჩუქრებით დატვირთული ელჩები გააგზავნა აგრაში, ხოლო შემდეგ ჯაჰანგირს ყანდაარისა და ავღანეთის ტერიტორიის სანაცვლოდ 600 ათასი ყრანი (სპარსული ფულის ერთეული) შესთავაზა. იმპერატორმა მტკიცე უარი განაცხადა და მისი მეუღლის, ნურ-ჯაჰანის გავლენით სეფიანთა საზღვარზე მცხოვრები სპარსელების ხოცვა-ჟლეტა დაიწყო. იმპერიებს შორის პირველი მასშტაბური ომი უკვე გარდაუვალი იყო.

1622 წლის იანვარში, ახალი წლის პირველ დღეებში, შაჰ-აბასი მოულოდნელად დაესხა თავს ავღანეთს. მოგოლთა ვეზირებმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ჯაჰანგირმა თავის მემკვიდრეს, ხურამს(შაჰ-ჯაჰანს) უბრძანა არმიის სათავეში ჩადგმოა და ავღანეთში სასწრაფოდ გადასვლა, თუმცა ვაჟისგან მტკიცე უარი მიიღო. წარმატებების შემდეგ ირანელებმა ყანდაარს შეუტიეს. ქალაქს მხოლოდ 3000 მებრძოლი იცავდა. მოგოლმა სარდალმა, აზაფ ხანმა დახმარების წერილი გაუგზავნა ჯაჰანგირს, თუმცა ინდოეთში დაიწყო ხურამის აჯანყება და მოგოლებს ქალაქის დათმობა მოუწიათ. 45 დღიანი ალყის შემდეგ ყანდაარი დაეცა. მის აღებაში თავი გამოიჩინა გიორგი სააკაძემ, რომელიც 1500 მხედარს სარდლობდა. გამარჯვებულმა შაჰ-აბასმა ქალაქის მმართველად განჯ ალი ხანი დანიშნა და გააგრძელა ლაშქრობა. 4 თვიანი ალყის შემდეგ მან მოახერხა ჩაღჯარანის ციხის აღება, ხოლო მისმა ერთ-ერთმა რჩეულმა სარდალმა, ყარჩიხა ხანმა 1622 წლის ნოემბრისთვის ღარჯისტანის პროვინცია დაიკავა.

საბოლოოდ, 1623 წელს ჯაჰანგირმა ისპაჰანში გააგზავნა ელჩები, რომლებმაც ომის დასრულება და მოგოლთათვის არასახარბიელო ზავის დადება გადაწყვიტეს. ხელშეკრულების თანახმად ყანდაარი და ავღანეთის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი შევიდა სეფიანთა იმპერიის შემადგენლობაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Chandra, Satish (2005). Medieval India:from Sultanat to the Mughals. 2. Har-Anand Publications. ISBN 9788124110669.
  • Burton, Audrey (1997). The Bukharans:a dynastic, diplomatic, and commercial history, 1550–1702. Palgrave Macmillan. ISBN 9780312173876.
  • Kohn, George C. (2007). Dictionary of wars. Infobase Publishing. ISBN 9780816065776.
  • "KANDAHAR iv. From The Mongol Invasion Through the Safavid Era". Encyclopædia Iranica. Retrieved 13 October 2011.