ყანდაარის ალყა (1595)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყანდაარის ალყა (1595)
მოგოლ-სპარსელთა ომები ნაწილი
თარიღი 4 ივნისი - 12 ნოემბერი, 1595
მდებარეობა ყანდაარი, ავღანეთი
შედეგი დიდ მოგოლთა გამარჯვება
ტერიტორიული
ცვლილებები
დიდ მოგოლთა იმპერიამ დაიპყრო სეფიანთა მფლობელობაში მყოფი ავღანეთი ქალაქ ყანდაარითურთ
მხარეები
დიდ მოგოლთა იმპერია სეფიანთა იმპერია
მეთაურები
ჯავალი ხანი მუზაფარ ჰუსეინ-ხანი
ძალები
5000 ქვეითი
2000 მხედარი
60 სპილო
20-30 ზარბაზანი
ციხის 2000 კაციანი გარნიზონი
3000ქვეითი
40 ზარბაზანი
დანაკარგები
მძიმე მძიმე

ყანდაარის ალყა — პირველი საბრძოლო დაპირისპირება სეფიანთა ირანსა და დიდ მოგოლთა იმპერიას შორის, რომლის დროსაც მოგოლებმა იმპერატორ აქბარის ბრძანებით, შეუტიეს სეფიანთა მფლობელობაში მყოფ ავღანეთს და უბრძოლველად აიღეს ქალაქი ყანდაარი.

წინარეისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყანდაარი 1510 წელს შევიდა სეფიანთა ირანის შემადგენლობაში, მას შემდეგ რაც ისმაილ I-მა დაამარცხა უზბეკი ხანების ბელადი, მუჰამედ შაიბანი. 1525 წელს ქალაქი ისევ უზბეკების ხელში აღმოჩნდა, მაგრამ 1 წლის შემდეგ ის დაიხსნა მოგოლთა პირველმა იმპერატორმა, ბაბურმა.

1555 წელს შაჰ-თამაზი დაეხმარა ჰუმაიონს ტახტის დაბრუნებაში, რის სანაცვლოდაც სწორედ ქალაქი ყანდაარი და ავღანეთის დიდი ნაწილი მიიღო. ორ იმპერიას შორის მშვიდობა დამყარდა. თუმცა 1595 წელს შაჰ-აბას I-მა მშვიდობა დაარღვია და ავღანეთზე დაიწყო შეტევა, შედეგად კი მოგოლთა შემოსევა და ყანდაარის დაკარგვა მიიღო.

მიმდინარეობა და შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1595 წლის ივლისში, იმპერატორმა აქბარმა მისი ერთ-ერთი სარდალი, ჯავალი ხანი ჩაუყენა სათავეში მოგოლთა 7000 კაციან არმიას და დაძრა ყანდაარისკენ. აგვისტოს ბოლოსთვის მოგოლები მიადგნენ ქალაქს, მათ მალევე გატეხეს 2000 კაციანი გარნიზონი კარგი ზარბაზნებითა და საბრძოლე სპილოების დახმარებით.

სპარსელებს სურსათი გაუთავდათ და მათი სარდალი, მუზაფარ ჰუსეინ-ხანი იძულებული გახდა ქალაქი ინდოელებისთვის დაეთმო. 20 სექტემბერს ყანდაარის კოშკის თავზე დიდ მოგოლთა იმპერიის დროშა აღიმართა. ავღანეთის დიდი ნაწილი მოგოლთა მფლობელობაში გადავიდა. 10 წლის შემდეგ სპარსელებმა მოაწყვეს ყანდაარზე ალყა, მაგრამ უშედეგოდ. მათ ქალაქის დაბრუნება მხოლოდ 1622-1623 წლების მოგოლ-სეფიანთა ომის შედეგად მოახერხეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]