ყანდაარის ალყა (1605-1606)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ყანდაარის ალყა (1605-1606)
მოგოლ-სპარსელთა ომები ნაწილი
თარიღი ოქტომბერი, 1605ივლისი, 1606
მდებარეობა ყანდაარი, ავღანეთი
შედეგი დიდ მოგოლთა გამარჯვება
ტერიტორიული
ცვლილებები
ყანდაარი დარჩა დიდ მოგოლთა იმპერიის შემადგენლობაში
მხარეები
Safavid Flag.svg სეფიანთა იმპერია Fictional flag of the Mughal Empire.svg დიდ მოგოლთა იმპერია
მეთაურები
Safavid Flag.svgმუზაფარ ჰუსეინ-ხანი Fictional flag of the Mughal Empire.svgშაჰ ბეგ-ხანი

ყანდაარის ალყა— საბრძოლო დაპირისპირება სეფიანთა ირანსა და დიდ მოგოლთა იმპერიას შორის, რომლის დროსაც სპარსელებმა მუზაფარ ჰუსეინ-ხანის სარდლობით ალყაში მოაქვიეს მოგოლების მიერ წართმეული ქალაქი ყანდაარი, მაგრამ ვერ აიღეს.

მიმდინარეობა და შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეფიანთა შაჰმა, აბას I-მა ოსმალების წინააღმდეგ გაჩაღებული ომის პარალელურად დიდ მოგოლთა იმპერიის წინააღმდეგაც დაიწყო ბრძოლა. 1605 წელს, იმპერატორ აქბარის გარდაცვალების შემდეგ, ჰერათის პროვინციის მმართველმა ჰუსეინ-ხანმა შაჰის ბრძანებით, შეუტია ყანდაარს. მოგოლებს ყანდაარის დასაცავად არ ეცალათ, რადგან შიდა დაპირისპირება მიმდინარეობდა ჯაჰანგირსა და მის ვაჟს, ხუსრავუ მირზას შორის.

სპარსელებმა ყანდაარის ალყა დაიწყეს ოქტომბერში. ქალაქს იცავდა მოგოლი სარდალი, შაჰ ბეგ-ხანი. მისი სწორი სტრატეგიის წყალობით ქალაქმა 8 თვიან ალყას გაუძლო და 1606 წლის ივლისში, იმპერატორ ჯაჰანგირის მიერ გამოგზავნილმა ჯარმა სპარსელები განდევნა ავღანეთიდან.

უშედეგო ლაშქრობის გამო, შაჰ-აბასმა მუზაფარ ჰუსეინ-ხანი სიკვდილით დასაჯა. ჯაჰანგირს ლმობიერი წერილი მისწერა და მთელი ყურადღება ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლისკენ გადაიტანა. ორივე მხარეს შორის დროებითი მშვიდობა დამყარდა 1622 წლამდე, მოგოლ-სეფიანთა ომის დაწყებამდე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]